27-28 ნოემბერს დიღომში, ძიუდოს აკადემიაში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება
27-28 ნოემბერს დიღომში, ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება თავისუფალ ჭიდაობაში.

ამით ჩვენი გუნდი ახალი ოლიმპიური ციკლისთვის მზადებას შეუდგება, ანუ შეიძლება ითქვას, თვისობრივად ახალ ეტაპსაც დაიწყებს.

ცხადია, იქნება საკადრო ცვლილებებიც, რაც ჩვეულებრივ მოსდევს ხოლმე ახალ ოლიმპიურ ციკლს, ვინაიდან ბევრი ამთავრებს კარიერას. თუმცა წლებს თაობათა ცვლაც მოაქვს და ძველ ლიდერებს ახლები ენაცვლებიან.

ტრადიციულად, ეს ტურნირი ევროპის პირველობისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრება იქნება, ხოლო მისი მნიშვნელობა მით უფრო იზრდება იმ ფონზე, რომ გაისად, 19-24 მარტს კონტინენტის პირველობას თბილისი უმასპინძლებს.

თაობათა ცვლა ჩვენს გუნდსაც შეეხო და დღეს გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ლონდონში ნაჭიდავები ოლიმპიური გუნდიდან პეკინის თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ოთარ თუშიშვილი (66) და გორელთა მეორე ლიდერი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ორგზის მესამე პრიზიორი გიორგი გოგშელიძე (96) ქვეყნის პირველობაში არ გამოვლენ.

ლამის ერთიანად ტრავმირებული თუშიშვილი საბოლოოდ წავიდა სპორტიდან; გოგშელიძე ჯერ კი რჩება, მაგრამ ეტყობა, სანაკრებო კარიერის გაგრძელებაზე საბოლოო გადაწყვეტილება კვლავაც არ მიუღია და აქცენტს უფრო საკლუბოზე აკეთებს.

როგორც მისმა პირადმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა გვითხრა, ის ვარჯიშობს, მაგრამ არა სრული დატვირთვით და ჩემპიონატში არ გამოვა. ამის მიუხედავად, მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ქართველი ქომაგი მას ევროპის ჩემპიონატზე იხილავს, თუმცა მწვრთნელის თქმით, ამ ეტაპზე საამისოდ არ ემზადება.

სამი თაობა მძიმე წონაში

ვფიქრობთ, ქომაგს განსაკუთრებით აინტერესებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსნისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორ დავით მოძმანაშვილის (120) ამბავი.

ჩვენ უკვე ვწერდით მისი ტრავმის შესახებ, რომელიც სპორტსმენმა გადაჭედილ დარბაზში მიიღო, რის გამოც კარგა ხანს ლეიბზე ვერ ვარჯიშობდა და მხოლოდ ფიზიკურად იტვირთებოდა. როგორც მისმა პირადმა მწვრთნელმა დავით ხურციამ გვითხრა, მოძმანაშვილმა ლეიბზე ვარჯიში დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო, თუმცა ნატკენი კოჭი ჯერ კიდევ აწუხებს.

თავად სპორტსმენს საქართველოს ჩემპიონატში გამოსვლის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ვნახოთ, მანამდე სრულყოფილად გამოჯანმრთელებას თუ მოასწრებს. იმედს გვიტოვებს ის გარემოება, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი დადებითად მიდის. საკითხავი მხოლოდ ისაა, ჩაეტევა თუ ვერა დროში.

ხურციასავე თქმით, მძიმე წონაში აუცილებლად იჭიდავებენ მოძმანაშვილის მთავარი კონკურენტები - გიორგი საკანდელიძე და გენო პეტრიაშვილი. ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანმა საკანდელიძემ შემოდგომაზე ზედიზედ ოთხი ტურნირი მოიგო და მომზადების საკმაოდ კარგი დონე გამოავლინა.

ამდენი არ უჭიდავია, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებში ასევე წარმატებით გამოვიდა ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი პეტრიაშვილი. ქვეყნის ჩემპიონატში მათი გამოსვლა უთუოდ აამაღლებს შეჯიბრების დონეს.

სიტყვამ მოიტანა და ამ წონაში თაობათა საინტერესო ჯახი იწყება - მოძმანაშვილი ჯერ 26 წლისაა და თავისუფლად ჩაატარებს კიდევ ერთ ოლიმპიურ ციკლს, საკანდელიძე - 22 წლისაა, პეტრიაშვილი კი - 18-ის.

როგორც ხედავთ, მათ შორის ასაკში 4-4-წლიანი სხვაობაა და, პრაქტიკულად, ეს სამი სხვადასხვა თაობაა. თან სასიამოვნოა, რომ ასაკობრივი სხვაობა ასე ერთმანეთის მიყოლებით მიდის, ანუ სწორი მუშაობის შემთხვევაში წყვეტა არ გვექნება.

თან სამივეს რეალურად ხელეწიფება მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა, ანუ მინიმუმ, სამი ოლიმპიური ციკლი. აქ დიდ შედეგებს უნდა ველოდოთ. ოღონდ ისევ გავიმეორებთ, რომ საამისოდ სწორი მუშაობაა საჭირო, ხოლო თუ ამ პერიოდში სხვა კადრების აღზრდასაც მოვახერხებთ და კონკურენციას გავზრდით, მთლად უკეთესი.

სამწუხაროდ, ამ წონაში ვერ იასპარეზებს ახალი თაობის კიდევ ერთი ნიჭიერი წარმომადგენელი, საკანდელიძის თანატოლი ლევან ბერიანიძე, რომელმაც 2010 წელს მოსკოვში გამართულ უფროსთა მსოფლიოს პირველობაზე 20 წლისამ მოუგო ირანელ მსოფლიოს პრიზიორ ფარიდ მასოუმი ვალადის და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ბედის ირონიით, ჯერჯერობით ეს მისი ბოლო წარმატება აღმოჩნდა, რაც, ძირითადად, ჭარბი წონის ბრალია.

როგორც მისმა პირადმა მწვრთნელმა თამაზ ბენდიანიშვილმა გვითხრა, მას ახლაც უჭირს წონის დაკლება და ამიტომ ვერ გამოდის ქვეყნის ჩემპიონატში. ამასობაში კი ვრცელდება ხმები, რომ ბერიანიძე სუმოში გადადის. ბენდიანიშვილის თქმით, თუ წონითი კატეგორიები შეიცვალა და კულუარული ხმების თანახმად, მძიმე წონის ზედა ზღვარი 120-დან 130 კილოგრამამდე გაიზარდა, მაშინ შესაძლებელია "თავისუფალში" დარჩენაც, რადგან იმ ნიშნულამდე დაკლებას მოახერხებს.

96-ის კოჰორტა

შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონატში მძიმე წონის ნაცვლად 96-ში იჭიდავოს თევდორე ებანოიძემ, რომელიც შარშან ახალგაზრდებში ევროპაზე მესამე იყო, მსოფლიოზე კი ვერცხლი მოიპოვა.

21 წლის ხარაგაულელი ფალავანი სულაც 96-ის წარმომადგენელია, მაგრამ შარშან, მისთვის ჯერჯერობით ყველაზე წარმატებულ სეზონში, ახალგაზრდულ ნაკრებში სხირელმა საინტერესო ექსპერიმენტის მონაწილედ აქცია - ევროპის პირველობაზე 96-ში აჭიდავა, მაგრამ მსოფლიოსთვის მძიმეში გადაიყვანა, სადაც ბევრად უკეთ გამოვიდა.

ვნახოთ, სად დარჩება ებანოიძე საბოლოოდ, მაგრამ თუ 96-ში ჩამოინაცვლებს, აქაც საინტერესო კონკურენცია გველოდება - ებანოიძე და მასავით ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი, (ოღონდ 96-ში) ბათუმელი მამუკა კორძაძე, გორელი ომარ გუსოშვილი (ის ამჟამად ფრანგულ კლუბშია, მაგრამ 20-ში ჩამოდის თბილისში ამ ტურნირისთვის), ამბროლაურელი გიორგი მეშვილდიშვილი, ძველი თაობის წარმომადგენლები - ელიზბარ ოდიკაძე, დაჩი ქერაშვილი და სხვები...

დაგვეთანხმებით, აქაც დაძაბული შეხვედრები გველოდება და თუ მათ ებანოიძეც დაემატა... თუმცა ამან მძიმეშიც რომ იჭიდავოს, იქაც გვარიანად გააძლიერებს წონას. მთავარია, ებანოიძემ ტრავმა მოირჩინა და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ისევ იჭიდავებს.

დანარჩენები

ნაკრების მწვრთნელთა თქმით, ქვეყნის პირველობაში ყველა ლიდერი გამოვა. მათ შორის - ლონდონის ოლიმპიადის მონაწილენი: იმ თამაშებისა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ოღონდ ის უკვე ახალ წონაში, 60-ში იასპარეზებს; ევროპის ვიცე-ჩემპიონი მალხაზ ზარქუა (60), მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი დავით ხუციშვილი (74) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამე პრიზიორი დავით მარსაგიშვილი (84).

სრულად იქნება წარმოდგენილი "გორელთა დესანტიც", რომელიც ან ახალგაზრდული ნაკრების ლიდერის, ანაც - ეროვნული გუნდის კანდიდატი.

მათ შორის - ის სამეულიც, რომელმაც ამ უქმეებზე მოსკოვში "ერთა თასზე" იჭიდავა - ზემოხსენებული პეტრიაშვილი, ახალგაზრდებში მსოფლიოს წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი კონსტანტინე ხაბალაშვილი (66) და ასევე ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი მესამე პრიზიორი ჯუმბერ ყველაშვილი (74).

ვფიქრობთ, ამ სამეულიდან ყველაზე საინტერესო ხაბალაშვილის გამოსვლა იქნება - ვნახოთ, რამდენად ღირსეული ცვლა ეზრდება თუშიშვილს და სახელოვანმა ვეტერანმა რამდენად კარგად ასწავლა ხეზე ასვლა თანაქალაქელ კონკურენტსა და სპარინგ-პარტნიორს. არადა, ხაბალაშვილმა წლეულს 20-წლამდელთა საქართველოს პირველობაც კარგი ჭიდაობით მოიგო.

სავარაუდოდ, დიღომში მსოფლიოს წლევანდელი ახალგაზრდული პირველობის მეორე ვერცხლისმედალოსანი, ხაშურელი ლაშა ტალახაძეც (55) გამოვა, წერილს კი გორელთა გადაუჭრელი პრობლემით დავასრულებთ - ქართული კი არა, მსოფლიოს ჭიდაობისთვის მეტი რა უნდა გააკეთოს ამ ქალაქმა, ერთი ნორმალური დარბაზი რომ აღირსონ?!

გორელებს მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე, ასევე, ოლიმპიადაზე 3-4 კაცი ყოველთვის ჰყავთ, მათი მოპოვებული მედლები კი ცალკე რომ დავითვალოთ, ბევრ დიდ ქვეყანას გაუსწრებენ, მაგრამ დღემდე ერთიციდა დარბაზში ვარჯიშობენ.

თუმცა ესეც არ აკმარეს და მწვრთნელთა თქმით, შარშან დარბაზის რემონტს (რაც, არსებითად, კოსმეტიკური რემონტი იყო) საპირფარეშოების დამატების ხარჯზე თურმე საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილი დარბაზიც შესწირეს.

როგორც გვითხრეს, დღეს არც ის ტუალეტები მუშაობს და არც შტანგების დარბაზი შერჩათ. იმედია, ახალი ხელისუფლება მაინც მოაგვარებს მათ პრობლემას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ekaididze
რომელ საათზე იწყება??
ელზა
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება დეტალებს, გიორგი მეშვილდიშვილი ონელია და არა ამბროლაურელი. ონელებისთვის ეს მნიშვნელოვანია....
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს