ესპანური ფეხბურთის სიახლეები

მალაგამ ბაბელი დაიბევა

ესპანური "მალაგა" მზადაა სატრანსფერო სეზონის გახსნისთანავე "ლივერპულიდან" იჯარით მათი ჰოლანდიელი შემტევი რაიან ბაბელი აიყვანოს. 23 წლის ფეხბურთელი ინგლისური კლუბის შემადგენლობაში ვერ ხვდება, მიუხედავად იმისა რომ "ლივერპული" ღრმა კრიზისშია, "მალაგამ" კი ესპანური სეზონი ურიგოდ არ დაიწყო. ანდალუსიური კლუბი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და ბაბელი მათი გეგმის ნაწილი. ესპანელები ელიან, როდის გაირკვევა "ლივერპულის" მფლობელის ვინაობა და შემდეგ ინგლისურ კლუბს სარფიან წინადადებას შესთავაზებენ.

ხოაკინი ორ კვირას დაისვენებს

"ვალენსიას" ვეტერანი ვინგერი ხოაკინ სანჩესი "კამპ ნოუზე" ტურის ცენტრალურ მატჩს გამოტოვებს "ბარსელონას" წინააღმდეგ. ხოაკინს კოჭი აქვს დაზიანებული, რის გამოც ის სულ მცირე 2 კვირას გამოტოვებს. არადა ხოაკინმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და "ლოს ჩეს" სასტარტო წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. "ვალენსიას" ექიმებს ეგონათ, რომ ხოაკინი "ბარსელონასთან" მატჩს გამოტოვებდა და მწყიბრში ჩადგებოდა, მაგრამ ტესტებმა აჩვენა, რომ ასე იოლად საქმე არაა.

პედრო ლეონი: მოურინიოსთან კონფლიქტი არ მაქვს

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა პედრო ლეონმა უარყო, თითქოს, მას პრობლემები ჰქონდეს "სამეფო კლუბის" თავკაც ჟოზე მოურინიოსთან. მოურინიოსა და პედრო ლეონის გზები მას შემდეგ გაიყარა, რაც, როგორც ესპანური მედია იუწყება, ვინგერმა "ლევანტესთან" შეხვედრაში პორტუგალიელი სპეციალისტების მითითებები არ შეასრულა. შედეგად, მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის ("ოსერთან") პედრო ლეონი მატჩის განაცხადშიც კი არ შეიყვანა.

"მოურინიო გუნდის თავკაცია და კარგადაც უძღვება "რეალს". ჩვენს შორის გაუგებრობაც კი არ არსებობს. მართალია, "ლევანტესთან" მატჩში მწვრთნელი დავაღალატე, მაგრამ ამისთვის დავისაჯე კიდეც და ახლა ეს უკვე წარსულია. ვიცი, რომ მწვრთნელი მენდობა და მეც დიდი ენთუზიაზმით ვშრომობ", - განაცხადა "დიარიო AS-თან" ინტერვიუში "ხეტაფეს" ყოფილმა ლიდერმა.

დაგვიბრუნეთ ჩვენი სალვიო

მადრიდის "ატლეტიკომ", შესაძლოა, "ბენფიკაში" განათხოვრებული არგენტინელი ფორვარდი ედუარდო სალვიო უკან გამოიწვიოს. პორტუგალიელებმა 20 წლის სალვიო დიდი ზარ-ზეიმით გადაიყვანეს, არგენტინელსაც უხაროდა, რადგან ეგონა სათამაშო დრო შეუზღუდავად ექნებოდა, მაგრამ სალვიომ ჯამში სულ 107 წუთი ითამაშა "ბენფიკას" მაისურით. ას-იუწყება, რომ თუკი სიტუაცია არ შეიცვლება, სალვიოს იჯარას კლუბი დაარღვევს და მას "ვისენტე კალდერონზე" დააბრუნებს. და ამით სალვიოს რა? არაევროკავშირელთა ლიმიტის გამო მას ნაკლები შანსი აქვს შემადგენლობაში მოხვედრის, თუმცა არის ერთი გამოსავალიც. სულ მალე სერხიო აგუერო და დიეგო გოდინმა შეიძლება ესპანეთის მოქალაქეობა მიიღონ და სალვიოსთვის ადგილი გამოთავისუფლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა