ჰელსინკიში, ფინეთის უმაღლესი ლიგის დაჯილდოების ცერემონიაზე, სირბილაძემ სპეციალური პრიზი მიიღო და გალა-წარმოდგენის მთავარი გმირი გახდა
ფინეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და სეზონის ბომბარდირი - ფინეთის უმაღლესი ლიგის ბოლო სეზონმა 28 წლის ქართველ ფეხბურთელს - ირაკლი სირბილაძეს ორი ტიტული შემატა.

12 ნოემბერს ჰელსინკიში, ფინეთის უმაღლესი ლიგის დაჯილდოების ცერემონიაზე, სირბილაძემ სპეციალური პრიზი მიიღო და გალა-წარმოდგენის მთავარი გმირი გახდა.

ფინეთში წარმატებამდე ფეხბურთელის რთული კარიერა თბილისში დაიწყო. ტანმაღალმა ფორვარდმა საკლუბო დონეზე ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ნოდარ აკობიას გაწვრთნილ თბილისის "ლოკომოტივში" გაატარა.

მოგვიანებით მეგობრის, ლაშა ჩხაიძის რჩევითა და დახმარებით, ფინეთის მესამე ლიგის კლუბში აღმოჩნდა.

არასათანადო პირობებში ვარჯიშის მიუხედავად, მან გასულ წელს პირველ ლიგაში, საფეხბურთო კლუბ "KPV"-ში გადასვლა შეძლო, სადაც საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი გახდა.

ფინეთის ქვედა ლიგაში წარმატებული ფორვარდი ახალი სეზონის წინ ქვეყნის საუკეთესო კლუბების ინტერესის სფეროში მოექცა. ყველაზე სასურველი კონტრაქტი კი ქართველ თავდამსხმელს ტურკუს "ინტერმა" შესთავაზა.

"ასეთ კლუბში თამაშის შესაძლებლობა რომ მოგცენ, ადგილობრივზე ბევრად უკეთესი ფეხბურთელი უნდა იყო; ამიტომ ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო ფინეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ჩარიცხვა" - ამბობს სირბილაძე.

უმაღლეს ლიგაში გადასვლიდან რამდენიმე კვირაში, ფეხბურთელი ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა და ბოლო ტურამდე მისი კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი სწორედ ირაკლი სირბილაძე იყო.

"ინტერი" ჩემპიონობისთვის, ქართველი ფეხბურთელი კი, ბომბარდირობისთვის ჩემპიონატის ბოლო ტურამდე იბრძოდა. საბოლოოდ, ტურკუს კლუბი ჩემპიონატში მეორე ადგილს დასჯერდა. სირბილაძემ კი სეზონში ყველაზე მეტი - 17 გოლი გაიტანა.

ამ მიღწევამდე სკანდინავიის მასშტაბით ერთ-ერთმა საუკეთესო გოლეადორმა თემურ ქეცბაიასგან პირველი სანაკრები მიწვევა მიიღო.

15 აგვისტოს, ლუქსემბურგთან ამხანაგურ შეხვედრაში სირბილაძეს ეროვნული ნაკრების მაისური პირველად ემოსა. სირბილაძეს ლუქსემბურგამდე არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია.

"ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო ამ ასაკში ეროვნულ გუნდში გამოძახება და ამისთვის თემურ ქეცბაიას განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. მიხარია, რომ შრომა და რთულად გავლილი გზა დამიფასდა" - განაცხადა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში ირაკლი სირბილაძემ.

წლევანდელი სეზონის შემდეგ ფეხბურთელი კიდევ უფრო მოტივირებულია. ტურკუს "ინტერი" მომავალ წელს ევროპის ლიგაზე ითამაშებს. ნაკრებს კი, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩები ელოდება.

ბოლო ხუთწლეულის მანძილზე, ირაკლი სირბილაძე პირველი უცხოელი ფეხბურთელია, რომელმაც ფინეთში ბომბარდირის ტიტული მიიღო.

28 წლის ფორვარდით დაინტერესებას რამდენიმე კლუბი გამოთქვამს. ფეხბურთელი არ გამორიცხავს, რომ მომავალი სეზონი რომელიმე სხვა სკანდინავიურ ლიგაში დაიწყოს.

gff.ge

ასევე იხილეთ:

ირაკლი სირბილაძე: სამწუხაროდ, ქართველებისთვის მსგავსი საქციელი დამახასიათებელია...

beqa
ყოჩაღ ირაკლი წარმატებები და იმედია ნაკრებსაც გაუწევ გოლეადორობას
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა