გთავაზობთ ლონდონში დასრულებული წლის შემაჯამებელი ტურნირის სტატისტიკურ მონაცემებს
გთავაზობთ ლონდონში დასრულებული წლის შემაჯამებელი ტურნირის სტატისტიკურ მონაცემებს, რაც ნაწილობრივ, 2012 წლის სეზონის ერთგვარი სტატისტიკური შეჯამებაცაა...

2 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მეორედ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი. პირველი ტიტული მან აქ ოთხი წლის შინ გაიფორმა.

3 - რაფაელ ნადალმა ტრავმის გამო მესამედ ვერ შეძლო დასკვნით ტურნირში მონაწილეობის მიღება. ადრე ასეთი რამ 2005 და 2008 წლებში მოხდა.

3 - ჯოკოვიჩმა ამ სეზონში მესამედ მოუგო როჯერ ფედერერს. წინა ორ მატჩში მან გრუნტზე მოიპოვა გამარჯვება (რომსა და როლან გაროსზე). როჯერმა მხოლოდ ორჯერ მოუგო ნოვაკს: უიმბლდონსა და ცინცინატიში.

3 - მარსელ გრანოლერსმა და მარკ ლოპესმა მესამე ერთობლივი ტიტული მოიპოვეს წელს. მანამდე მათ რომსა და გშტაადში მოიგეს მთავარი პრიზი.

4 - მხოლოდ მეოთხედ წლის შემაჯამებელი ტურნირის ისტორიაში, ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ პირველი და მეორე ჩოგანი. ამასთან, ორჯერ მეორე ნომრებმა მოიგეს: 1983 წელს ჯონ მაკინროიმ დაამარცხა ივან ლენდლი, 2010 წელს - ფედერერი ნადალზე ძლიერი იყო.

5 - კარიერაში მეხუთედ ფედერერმა გადააჭარბა სეზონში 70-მოგებიან ზღვარს.

5 - ინდოელმა მაეშ ბჰუპატიმ მეხუთედ ითამაშა წყვილებს შორის წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში და მეხუთე მარცხი იწვნია. სამჯერ მისი პარტნიორი იყო ლეანდერ პაესი, თითოჯერ მაქს მირნი და როჰან ბოპანა.

7 - წლის შემაჯამებელი ტურნირის შარშანდელი შემადგენლობიდან ლონდონში შვიდი ჩოგბურთელი ვიხილეთ. მხოლოდ ხუან მარტინ დელ პოტროს არ უთამაშია შარშანდელ ტურნირში.

8 - წლის შემაჯამებელი ტურნირის რვა ფინალში ფედერერი რვა სხვადასხვა მეტოქეს ხვდებოდა: 2003 წელი - ანდრე აგასი, 2004 - ლეიტონ ჰიუიტი, 2005 - დავიდ ნალბანდიანი, 2006 - ჯეიმს ბლეიკი, 2007 - დავიდ ფერერი, 2010 - რაფაელ ნადალი, 2011 - ჟო-ვილფრიდ ცონგა და 2012 - ნოვაკ ჯოკოვიჩი.

9 - ჯოკოვიჩი გახდა მეცხრე ჩოგბურთელი, რომელმაც წლის შემაჯამებელი ტურნირი პირველი ჩოგანის რანგში მოიგო. ადრე ეს მოახერხეს: ილიე ნასტასემ (1973), ჯიმი კონორსმა (1977), ბიორნ ბორგმა (1979, 1980), ჯონ მაკინროიმ (1984), ივან ლენდლმა (1985-87), პიტ სამპრასმა (1994, 1996, 1997), ლეიტონ ჰიუიტმა (2002) და როჯერ ფედერერმა (2004, 2006, 2007).

9 - გარდა ამისა, ჯოკოვიჩი ასევე მეცხრე მოთამაშეა, ვისაც წლის დასკვნით ტურნირზე მინიმუმ ორჯერ აქვს მოგებული მთავარი პრიზი. ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია ფედერერი - მის ანგარიშზე ექვსი ტიტული მოდის.

11 - ზედიზედ მეთერთმეტედ ითამაშა ფედერერმა წლის შემაჯამებელ ტურნირში. ის დაეწია პიტ სამპრასს და უკვე მომდევნო სეზონში შეუძლია ამ მაჩვენებლით რეკორდსმენის - ივან ლენდლის დაწევა.

12 - ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ხუან მარტინ დელ პოტროსთან წაგებით შეწყდა ფედერერის 12-მატჩიანი მოგებათა სერია წლის შემაჯამებელ ტურნირზე. ასე რომ, როჯერმა ვერ გაიმეორა საკუთარი სერია - ზედიზედ

14 მოგება (2003-05 წლები).

29 - ფინალური მატჩი 29-ე დაპირისპირება იყო ჯოკოვიჩსა და ფედერერს შორის. ჯერჯერობით უპირატესობა შვეიცარიელის მხარესაა - 16:13.

34 - შემაჯამებელ ტურნირზე ჯოკოვიჩმა კარიერაში 34-ე ტიტული მიითვალა. ეს მისი მეექვსე ტრიუმფი იყო სეზონში, რითაც ის ფედერერს გაუთანაბრდა.

75 - ჯოკოვიჩმა წელი ლიდერის რანგში დაასრულა მოგებული მატჩების რაოდენობით - ფინალში ფედერერზე მოგება 75-ე იყო სერბისთვის 2012 წელს. დავიდ ფერერი, რომელმაც ლონდონში ორი შეხვედრა მოიგო, ერთი წაგებით ჩამორჩა ნოვაკს.

76 - წელს როჯერ ფედერერმა ვერ შეძლო ტიტულების რაოდენობით ჯონ მაკინროისთან გათანაბრება. ამერიკელი 77 გამარჯვებით მესამე ადგილზეა ყველა დროის სიაში, როჯერი კი 76 ტიტულზე გაჩერდა.

110 - ლონდონში ფედერერმა თავისი 110-ე ფინალი ითამაშა პროფესიულ ჩოგბურთში. შვეიცარიელმა 34-ე გადამწყვეტი მატჩი წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა