"ნატუაის" მოთამაშემ ოთხჯერ სცადა საკუთარ ფარში ბურთის ჩაგდება, მაგრამ ოთხივე ტყორცნა ააცილა

ბელგიის საკალათბურთო ჩემპიონატის მეხუთე დივიზიონში მოთამაშე კლუბის - "ნატუაის" მოთამაშემ ოთხჯერ სცადა საკუთარ ფარში ბურთის ჩაგდება, მაგრამ ოთხივე ტყორცნა ააცილა.

რატომ ისროდა ბურთს კალათბურთელი თავის ფარში, უცნობი დარჩა. მან მაინც ვერ მოახერხა ზუსტი ტყორცნა და მეოთხე სროლის შემდეგ ბურთი ფარიდან მისმა თანაგუნდელმა მოხსნა (იხილეთ ვიდეო).

ინციდენტი "ნატუაისა" და "გოლდენ კონტის" შეხვედრის დროს მოხდა. ეს მატჩი 10 ნოემბერს გაიმართა და "გოლდენ კონტის" გამარჯვებით დასრულდა - 91:49.

მოგვიანებით ამ ეპიზოდის ვიდეო YouTube-ზე დაიდო და ცოტა ხანში ის 20 ათასმა ადამიანმა ნახა. ვებგვერდ spi0n.com-ის ინფორმაციით, საკუთარ ფარში ისროდა პიერ-ივ ვენკენი. მან მეტოქის მიერ აცილებული საჯარიმოს შემდეგ მოხსნა ბურთი და ჯიუტად სცადა საკუთარი ფარის აღება.

"ნატუაის" მწვრთნელმა დიდიე ტემანმა ბელგიური პრესისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ "გოლდენ კონტისთან" მატჩში მის შეგირდებს ოდნავ არ გაუმართლათ. ტემანის სიტყვებით, მისი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 11 ქულას აგებდა და დასაკარგი არაფერი ჰქონდა. ამიტომაც გარისკა და დიდი ანგარიშით დამარცხდა. მწვრთნელმა ისიც აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში "ნატუაი" ეცდება პირველი გამარჯვება მოიპოვოს თავის დივიზიონში.

რვა ტურის შემდეგ "ნატუაის" რვა წაგება აქვს და ბოლო ადგილს იკავებს 14-გუნდიან ჩემპიონატში. ეს გუნდი საშუალოდ 30 ქულის სხვაობით აგებს მატჩებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა