31 წლის თავდამსხმელის მორიგი წარმატება აბსოლუტურად ლოგიკურია
ეს ისედაც ცხადი იყო, მაგრამ მაინც: შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზლატან იბრაჰიმოვიჩი აღიარეს. იბრამ ეს წოდება ზედიზედ მეექვსედ, საერთო ჯამში კი მეშვიდედ დაიმსახურა.

31 წლის თავდამსხმელის მორიგი წარმატება აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან "მილანიდან" პსჟ-ში გადასვლის შემდეგ უფრო უკეთესად ათამაშდა.

მართალია, ზლატანის საფეხბურთო შესაძლებლობებში ეჭვი ისედაც არავის ეპარებოდა, მაგრამ პსჟ-ში შვედი გოლეადორი მართლაც შესანიშნავად თამაშობს.

იბრას საფრანგეთის პირველობაზე 10 ტურში 10 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში, ამას წინათ ზაგრების "დინამოსთან" 4:0-ზე მოგებულ შეხვედრაში, ოთხივე გოლი მისი პასით გავიდა. გარდა ამისა, წელს იბრამ ევროპის ჩემპიონატზეც შესანიშნავად იასპარეზა - მართალია, შვედეთის ნაკრები შერცხვა, მაგრამ ზლატანი გამორჩეული იყო.

"ეს იმას ნიშნავს, რომ 2012 წელსაც ძალიან კარგად ვითამაშე. მეც ასე ვფიქრობ," - განაცხადა შვედეთის ნაკრების კაპიტანმა. მასთან ერთად, სკანდინავიელებმა შვედური ფეხბურთისთვის გაწეული ღვაწლისთვის ნაკრების ყოფილი ლიდერი ფრედრიკ ლიუნგბერგიც დააჯილდოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა