ალექს ალვესი, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს ბერლინის "ჰერტადან" გეხსომებათ, 37 წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა

ბრაზილიელი ექს-ფეხბურთელი ალექს ალვეში, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს ბერლინის "ჰერტადან" გეხსომებათ, 37 წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა.

ალვეშს ბრწყინვალე კარიერა არ ჰქონია, მაგრამ საკმაოდ ცნობილი თავდამსხმელი იყო, 2000 წელს კი "ჰერტას" ფორმით მოედნის ცენტრიდან დაუვიწყარი გოლი გაიტანა, რომელიც მაშინ გერმანიაში წლის საუკეთესო გოლად აღიარეს (იხილეთ ვიდეო).

ალექს ალვეში 14 ნოემბერს ბრაზილიის პატარა ქალაქ ჟაუს ონკოლოგიურ კლინიკაში გარდაიცვალა. ლეიკემიის დიაგნოზი მას ოთხი წლის წინ დაუსვეს და ალვეში მას მერე მკურნალობდა.

2000-დან 2003 წლამდე ბრაზილიელმა "ჰერტაში" თამაშით გაითქვა სახელი. ბუნდესლიგის 81 მატჩში მან 25 გოლის გატანა შეძლო; ის იშვიათი სილამაზის გოლი კი, რომელიც ზემოთ გავიხსენეთ, 2000 წლის სექტემბერში "კიოლნს" (4:2 "ჰერტას" სასარგებლოდ) გაუტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა