14 ნოემბერს, ღამით ევროთასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ბუმ" ლიტვურ "პრიენაის", ფაქტობრივად, მარტომ მოუთავა საქმე
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ უკრაინულ "ბუდიველნიკში" ძველი დრო გაიხსენა.

იგი 2008 წელს ევროჩელენჯზე "ტარტუ როკს" ფინალური ოთხეულისკენ გაუძღვა - რუსულ "ურალ გრეიტთან" გადამწყვეტ შეხვედრაში მეოთხე პერიოდში 15 ქულა ჩააგდო...

ევროსარბიელზე დაბრუნებულმა "ბუმ" კიდევ ერთი ეფექტური მატჩი ჩაატარა: 14 ნოემბერს ღამით ევროთასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ლიტვურ "პრიენაის" ფაქტობრივად მარტომ მოუთავა საქმე.

გადამეტებით რომ არაფერს ვამბობთ, მატჩის ქრონოლოგიაც "დაგვეთანხმება": მესამე პერიოდის შუაში "ბუდიველნიკი" ორი ქულის სხვაობით იგებდა (40:38), როცა ცინცაძემ ორქულიანი ჩააგდო, ამას კიდევ ოთხი ქულა მიაყოლა და მის მიერ მოწყობილი 6:0 გაქცევის შემდეგ კიეველები 46:38 დაწინაურდნენ.

ცინცაძე ამაზე არ შეჩერებულა, მესამე მეოთხედში კიდევ ერთი ორქულიანი, ორი საჯარიმო გამოიყენა, რომლის შემდეგაც "ბუდიველნიკის" უპირატესობა 13 ქულამდე გაიზარდა - 55:42. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

მატჩის დასრულებიდან რამდენიმე წუთში უკრაინულ საიტ "ისპორტზე" გამოქვეყნდა შეხვედრის ვრცელი მიმოხილვა, რომელშიც ერთი აბზაცი ქართველ გამთამაშებელს დაეთმო:

"მატჩის გარდამტეხი ცინცაძე იყო, რომელიც მეტოქეებზე ჭკვიანი, სწრაფი და მოხერხებული ჩანდა. გიორგიმ თავადაც მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა გუნდს და მეგობრებიც აიყოლია."

ციფრებს მივხედოთ. "ბუდიველნიკმა" "პრიენაი" 84:57 დაამარცხა. გიორგი ცინცაძე თანაგუნდელ ლეო ლაიონსთან ერთად მატჩის სნაიპერი გახდა, ორივემ 16-16 ქულა მიითვალა. თუმცა, მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, "ბუს" ბადალი არ ჰყავდა: +24. გიორგიმ 27 წუთში 7-დან 6 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 4 ჩაჭრა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამავე ჯგუფის ორმა ბინადარმა ერთმანეთთან ურთიერთობა იერუსალიმში გაარკვია. "ჰაპოელმა" ჩეხურ "ნიმბურკს" უმასპინძლა და მეოთხე პერიოდში დაშვებული შეცდომების გამო დიდი სხვაობით წააგო - 69:86.

ჰაპოელელების შემადგენლობაში მხოლოდ ორი კალათბურთელი გადასცდა 10-ქულიან ნიშნულს - კრეიგ სმიტი და ჯეიკობ პულენი. პირველმა 23 ქულა ჩააგდო, ხოლო საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა - 14. ჯეიკობის ანგარიშზე 8-დან 4 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი, 3-3 მოხსნა-ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემაა.

მომდევნო კვირაში, 21 ნოემბერს, პულენის "ჰაპოელი" ცინცაძის "ბუდიველნიკს" მიიღებს.

ა

გუნდი

თ

მ

წ

ქ

1

ნიმბურკი (ჩეხ)

2

2

0

4

2

ბუდიველნიკი (უკრ)

2

1

1

3

3

პრიენაი (ლიტ)

2

1

1

3

4

ჰაპოელი (ისრ)

0

0

2

2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა