ლელა ჯავახიშვილი თეთრი ფიგურებით ორგზის ევროპის ჩემპიონ კატერინა ლაგნოს დაუპირისპირდა
ნოკაუტსისტემის პრინციპი ასეთია - წააგებ, შეჯიბრებას დაემშვიდობები. ამიტომაც რუსულ ხანტი-მანსიისკში, სადაც სამი დღის წინათ მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, ასპარეზობას 33 ქვეყნის 64 მონაწილიდან 32 შემორჩა. მათ შორის - ორი ქართველი (ბელა ხოტენაშვილი და სოფიკო ხუხაშვილი სტარტზევე გამოეთიშნენ ტურნირს).

მეორე ეტაპის პირველ ტურში ლელა ჯავახიშვილი თეთრი ფიგურებით ორგზის ევროპის ჩემპიონ კატერინა ლაგნოს (უკრაინა) დაუპირისპირდა.

პარტია 26-ე სვლაზე ყაიმით დასრულდა. ნინო ხურციძე შავებით ეთამაშებოდა ჩინელ ჟაო სიუს. 43-ე სვლაზე, მას შემდეგ, რაც აზიელის C პაიკმა მე-7 ჰორიზონტალს მიაღწია, ჩვენებურმა საათი გააჩერა და მეტოქეს გამარჯვება მიულოცა.

ტურნირის, ალბათ, მოულოდნელობა იყო ევროპის ექს-ჩემპიონის - უკრაინელი ნატალია ჟუკოვას შავი ფიგურებით გამარჯვება ინდოელ ჰამფი კონერუზე, რადგან ეს უკანასკნელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია და ქალთა საუკეთესო ასეულში რეიტინგით (2610) იუდით პოლგარის შემდეგ მეორე ადგილზეა, ჟუკოვას (2451) კი 39-ე საფეხური უკავია.

მეორე რაუნდის პირველი ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: მონიკა სოჩკო (პოლონეთი) - ჰოუ იფანი (ჩინეთი) 0:1, პია კრამლინგი (შვედეთი) - ირინა კრუში (აშშ) 1:0, ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) - ელინა დანიელიანი (სომხეთი) 1:0, მარია მუზიჩუკი (უკრაინა) - მარიცა არიბასი (კუბა) 1:0. დაზავდნენ: ანა უშენინა (უკრაინა) - ანა მუზიჩუკი (სლოვენია), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი) - ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი), ჰუან ძიანი (ჩინეთი) - ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა), მარი სებაგი (საფრანგეთი) - ოლგა გირია (რუსეთი), ალისა გალიამოვა (რუსეთი) - ვალენტინა გუნინა (რუსეთი), ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი) - ტატიანა კოსინცევა (რუსეთი), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) - ნატალია პოგონინა (რუსეთი), ანა ზატონსკიხი (აშშ) - ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) - ჟუ ჩენი (ყატარი).

15 ნოემბერს განმეორებითი შეხვედრები გაიმართება.

ქართველებმა ზავი არჩიეს

ბერძნული კამენა-ვურლე ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. მანდილოსნებში შვიდი ქვეყნის 22 წარმომადგენელი ეცილება ერთმანეთს პირველობაში.

რეიტინგფავორიტია ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი (2350), რომელმაც მსგავს შეჯიბრებებში ორჯერ (1995 და 2009 წწ.) გაიმარჯვა.

ჩემპიონატის სტარტზე გაფრინდაშვილმა შავი ფიგურებით გერმანელ ოლგა ლოპატინას აჯობა. ტურნირში კიდევ ორი ქართველი მონაწილეობს. პირველ ტურში ვეტერანთა შორის ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონმა დიდოსტატმა თამარ ხმიადაშვილმა შავებით ლარისა სავოსტინას (რუსეთი) სძლია, ხოლო საერთაშორისო ოსტატმა ნინო მელაშვილმა თეთრებით ჰანელო ჰუსი (გერმანია) დაამარცხა.

გათამაშების ცხრილში ასევე თითო ქულა 2011 წლის ჩემპიონმა გალინა სტრუტინსკაიამ, ნატალია ტიტორენკომ, ტატიანა ბოგუმილმა (სამივე - რუსეთი) და მირა კიერზეკმა (მაკედონია) ჩაიწერეს.

14 ნოემბერს მეორე ტურის პარტიები გაიმართა.

დაზავდნენ: გაფრინდაშვილი-მელაშვილი, ხმიადაშვილი-სტრუტინსკაია, მარტინა ბელცი (გერმანია)-ელენა ანკუდინოვა (რუსეთი), ტიტორენკომ კი ბოგუმილი დაამარცხა და 2 ქულით დაწინაურდა. 9 მოჭადრაკეს 1,5-1,5 ქულა აქვს. მე-3 ტურში ქართველები ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: გაფრინდაშვილი-ტიტორენკო, ელენა ფატალიბეკოვა (რუსეთი)-ხმიადაშვილი, მელაშვილი-სვეტლანა მედნიკოვა (რუსეთი).

ჩემპიონატზე 11 ტური გათამაშდება და 24 ნოემბერს დამთავრდება. 20 ნოემბერი დასვენების დღეა.

მეშვიდე ტურის შუქჩრდილები

სლოვენიურ მარიბორში, სადაც 8-18 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, 14 ნოემბერს მე-7 ტურის ორთაბრძოლები გაიმართა.

გაუწყებთ ჩვენებურთა შედეგებს:

8-წლიანები. დიანა ლომაია - გაურამ გარიმა (ინდოეთი) 0:1, ნიკოლოზ კაჭარავა - ცვეტან სტოიანოვი (ბულგარეთი) 1:0.

10-წლიანები. იოჰან შოჰათი (ისრაელი) - ლუკა ობოლაძე 0:1, ნიკოლოზ პეტრიაშვილი - ანტონ ტალალოვი (რუსეთი) 0,5:0,5, არსენ კოტოვი (ბულგარეთი) - დავით კამკია 0:1.

12-წლიანები. ინგრიდ გრეიბროკი (ნორვეგია) - ლილე ქორიძე 0:1, ლუკა მორონი (იტალია) - ირაკლი ახვლედიანი 1:0.

14-წლიანები. ნინო ხომერიკი - იზაბელა მალასენი (საფრანგეთი) 1:0, ნინო დახუნდარიძე - დინ კიმბერლი (აშშ) 1:0, პაულა-ალექსანდრა გიტუ (მოლდოვა) - მაია მუმლაძე 0,5:0,5, გიორგი სიბაშვილი - არავინ ჩიდამბარამი (ინდოეთი) 0:1, პეტერ ზიხაი (უნგრეთი) - ნოე თუთისანი 0:1.

16-წლიანები. ბარბარა სკუჰალა (სლოვენია) - ნატო იმნაძე 0:1, კატერინა ვიჩკოვა (ჩეხეთი) - ანა შამათავა 0:1. იური ელისეევი (რუსეთი) - ირაკლი ბერაძე 1:0, ნგოელ შტუდერი (შვეიცარია) - ნიკოლოზ ქუმსიაშვილი 1:0, გიგლა ბენიძე - ანდრო ვაგდი (ეგვიპტე) 1:0.

18-წლიანები. მენძი ძიუ (ჩინეთი) - მერი არაბიძე 0:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოურინიო კვლავ "რეალში"? - ჟოზემ შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს