შვედეთის ნაკრების კაპიტანმა ინგლისის კარში გატანილ თავის გოლებზე ისაუბრა
შვედეთის ნაკრების კაპიტანმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც ინგლისის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში პოკერი შეასრულა, იმაზე ისაუბრა, თუ რას ფიქრობდა კომპენსირებულ დროში მეტოქის კარში ფანტასტიკური გოლის გატანის დროს.

პსჟ-ის თავდამსხმელმა 14 ნოემბერს ოთხჯერ დალაშქრა ინგლისელთა კარი, მათგან უკანასკნელი კი 27 მეტრიდან, "მაკრატელათი" გაიტანა (იხილეთ ვიდეო).

"მეკარე წინ გამოვიდა და მეც შევეცადე, ამით მესარგებლა. უკვე გაზონზე დაცემულმა დავინახე, როგორ ცდილობდა მცველი ბურთის მოგერიებას. კინაღამ დავუყვირე კიდეც: არაა!!! თუმცა, საბედნიეროდ, ჭურვი კარებში მაინც შევარდა".

ზლატანი, რომელიც აქამდე იშვიათად ახერხებდა საკუთარი თავის ინგლისურ გუნდებთან წარმოჩენას, ახლა იმედოვნებს, რომ როი ჰოჯსონის შეგირდების წინააღმდეგ წარმატებული თამაშის შემდეგ მისი კრიტიკოსები ცოტა ხნით მაინც დადუმდებიან.

"საერთოდ, ინგლისელებს ახასიათებთ - კარგ მოთამაშედ მანამ არ გთვლიან, სანამ მათ არ გაუტან.

2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს ლიონელ მესის ამბავი მახსენდება. როდესაც მან "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუტანა, მოულოდნელად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად იქცა.

იქნებ ახლა მათ ჩემზეც თქვან მსგავსი რამ", - ამბობს იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ამავდროულად, სულაც არ ფიქრობს, რომ ინგლისის ნაკრებთან ჩატარებული მატჩი მის კარიერაში საუკეთესოა.

"ბევრი ბრწყინვალე მატჩი ჩამიტარებია. ამჯერად კი მნიშვნელოვანი იყო, ახალ სტადიონზე წარმატებით გვეთამაშა და შესაბამისად, თუკი მკითხავთ, ამ ოთხი გოლიდან რომელი დამამახსოვრდება ყველაზე დიდხანს, გეტყვით, რომ პირველი, რადგან ის ისტორიულია - პირველი გოლი ახალ არენაზე", - თქვა ზლატანმა.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა