ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

იტალია-საფრანგეთი 1:2 - ფრანგებმა "ტიფოზები" დაადუმეს

იტალია-საფრანგეთი 1:2 - ფრანგებმა "ტიფოზები" დაადუმეს

იტალია-საფრანგეთის წინ ჯანლუიჯი ბუფონმა სწორად შენიშნა, რომ ეს იქნებოდა ამხანაგური მატჩი სადერბო განწყობით
იტალია-საფრანგეთის წინ ჯანლუიჯი ბუფონმა სწორად შენიშნა, რომ ეს იქნებოდა ამხანაგური მატჩი სადერბო განწყობით.

ამ ორი ქვეყნის საფეხბურთო დაპირისპირება ბოლო 10-15 წელიწადში მნიშვნელოვნად გამდიდრდა, რადგან გუნდები არაერთ დიდ საფეხბურთო ფორუმზე გადაეყარნენ ერთმანეთს. გახსოვთ, ალბათ, 1998 წლის მუნდიალი, როდესაც ფრანგებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში გააგდეს იტალიელები და შემდეგ მსოფლიო თასსაც დაეუფლნენ.

შემდეგ - 2000 წლის ევროფორუმი, სადაც საფრანგეთი და იტალია ფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს - "აძურამ" 90-ე წუთზე გაუშვა გამათანაბრებელი და შემდეგ დამატებით დროში ოქროს გოლიც მიიღო.

2006 წლის მუნდიალის ფინალში ზინედინ ზიდანმა მარკო მატერაცის თავი ჩაარტყა და ბრწყინვალე კარიერა უსახურად დაასრულა, თერთმეტმეტრიანებში კი ჩემპიონობა აპენინელებმა მოიპოვეს. 2008 წლის ევროფორუმზე იტალია და საფრანგეთი ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში შეხვდნენ, "აძურამ" ორი უპასუხო ბურთის წყალობით მოიგო და პლეი ოფში გავიდა.

იყო შესარჩევი ეტაპის ორი შეხვედრა, როდესაც საფრანგეთში "მამლებმა იძალეს (3:1), იტალიურ მატჩში კი ფრე დაფიქსირდა (0:0) - "სან სიროზე" გამართული შეხვედრა იმითაც გახლდათ დასამახსოვრებელი, რომ ტრიბუნებზე შეკრებილმა 80 000-ზე მეტმა იტალიელმა საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი გამაყრუებელი სტვენით ჩაახშო.

მაშინ ფრანგებმა დაჩაგრულის პოზიცია დაიკავეს, იტალიელებმა კი საკუთარი თავი გააკრიტიკეს, ეთიკასა და კულტურაში მოვიკოჭლებთო...

ისევ სტვენა

იტალია-საფრანგეთის ამხანაგური შეხვედრა პარმაში, "სტადიო ენიო ტარდინიზე" გაიმართა, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირთამდე გაივსო.

მატჩამდე აპენინურ სპორტულ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ ეს იყო შანსი იტალიელების, გამოესწორებინათ ევროპის 2008 წლის შესარჩევ ეტაპზე დაშვებული შეცდომა და საფრანგეთის ჰიმნისთვის სათანადო პატივი მიეგოთ. შესაბამისად, ეროვნული ჰიმნების აჟღერებას ყველა განსაკუთრებულად ელოდებოდა.

მოხდა ის, რასაც უმრავლესობა ვარაუდობდა - ტიფოზებმა ისევ სტვენაში ჩაახშვეს ცნობილი "მარსელიოზა" და არც შეურაცხმყოფელი შეძახილები დაუკლიათ. ეს აგრესია ალბათ იმ სადერბო განწყობიდან მოდის, რომელიც ამ ნაკრებების დაპირისპირებამ ბოლო 10-15 წელიწადში შეიძინა.

სანამ უშუალოდ შეხვედრაზე გადავალთ, ჯუზეპე ბერგომის კომენტარს გავეცნოთ, რომელიც "რაი უნო"-სთვის კომენტატორის რანგში მუშაობდა:

"სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რატომ უსტვენენ ტიფოზები საფრანგეთის ჰიმნს და რატომ გამოხატავენ აგრესიას ასე ღიად. ეს მაშინ, როდესაც პარიზში ჩვენს ჰიმნზე მთელი სტადიონი ფეხზე იდგა. პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ეს სირცხვილია, რომელსაც ალბათ კიდევ დიდხანს ვერ ჩამოვირეცხავთ".

მატჩი

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩეზარე პრანდელიმ შეტევის წინა ხაზზე ახალგაზრდა ფორვარდები სტეფან ელ შაარავი და მარიო ბალოტელი გაამწესა. სამაგიეროდ, ნახევარდაცვაში შემოგვთავაზა სიურპრიზი, როდესაც ანდრეა პირლო დასვა სათადარიგო სკამზე და ძირითადში მარკო ვერატი გაამწესა.

მოულოდნელი იყო კარში სალვატორე სირიგუს გამოჩენა, რომელიც "სკუადრა აძურას" ნომერ მესამე კიპერად ითვლება ჯანლუიჯი ბუფონის და მორგან დე სანკტისის შემდეგ.

საფრანგეთის ნაკრები 4-3-2-1 ტაქტიკით გაისარჯა. გამოკვეთილი ფორვარდი ოლივიე ჟირუ გახლდათ, ფლანგებიდან კი მას ფრანკ რიბერი და მატეუ ვალბუენა ეხმარებოდნენ. განსაკუთრებით კარგად სწორედ ვალბუენამ იასპარეზა, რომელმაც გააწამა აპენინელი მცველები და ულამაზესი გოლიც გაიტანა.

დიდიე დეშამმა მატეუ ჟერემი მენეზს ამჯობინა, თუმცა მეორე ნახევარში პარიზელიც ჩაერთო თამაშში და ფრანგებს არც ამით წაუგიათ.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მომენტები ორივე კართან საკმაო რაოდენობით შეიქმნა. თუ ფრანგები მეთოდურად, პოზიციურად უტევდნენ, იტალიელებს აფეთქებები ახასიათებდათ და სწორედ იმ მონაკვეთებში აწუხებდნენ სტუმართა მეკარეს.

მართალია, ბურთს უფრო ხშირად ფრანგები ფლობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტი ცოტა მეტი მაინც მასპინძლებს ჰქონდათ. მარტო ის რად ღირს, რომ იტალიელებმა ორჯერ შეაზანზარეს ფრანგთა კარის ხარიხა.

პირველ ტაიმში მარიო ბალოტელი იყო ახლოს მიზანთან, მეორეში კი ემანუელე ჯაკერინი.

გოლები ერთობ ეფექტური გამოვიდა და სანამ მათ შესახებ ვიტყოდეთ, დაგვიანებით აღვნიშნოთ, რომ გამარჯვება ფრანგებმა მოიპოვეს, 2:1.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - 35-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ანდრეა ბარცალიმ გრძელი გადაცემით მარიო ბალოტელი მოძებნა. ამ უკანასკნელმა ბურთი რიკარდო მონტოლივოს გაატანა, რასაც "მილანელის" გამჭოლი პასი და სტეფან ელ შაარავის უზუსტესი დარტყმა მოჰყვა, 1:0. "მილანური" გოლი მეტად ეფექტური გამოვიდა, რაც ნამატჩევს ყველამ ერთხმად აღნიშნა.

კიდევ უკეთესი გოლი გაიტანა მატეუ ვალბუენამ, რომელმაც ბურთი მარცხენა ფრთაზე მიიღო, ჯერ მარკო ვერატის გასცდა, შემდეგ ანდრეა ბარცალის და უძლიერესი დარტყმით, ბურთი მეკარისაგან შორეულ ცხრიანში გაახვია, 1:1.

გამარჯვების გოლი ფრანგებმა მეორე ტაიმში გაიტანეს და თანაც, შეცვლაზე შესული ფეხბურთელების წყალობით - მარცხენა ფრთაზე ამჯერად ჟერემი მენეზმა გაინავარდა, საჯარიმოში დაბალი გადაცემა გააკეთა, სადაც ბურთს ჩასაფრებული ბაფეტიმბი გომისი ელოდებოდა, 1:2.

დასკვნა

ეს იყო ორი ძლიერი გუნდის მეტად საინტერესო დაპირისპირება. ერთი შეხედვით, ორივე გუნდი სწორ გზას ადგას და თუ ასე გააგრძელეს, ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე ფავორიტის სტატუსით ჩავლენ.

რაც შეეხება კონკურენტულ შეხვედრაში ფრანგთა გამარჯვების მიზეზებს - მარტო იღბალში არ უნდა იყოს საქმე, როგორც ეს პრანდელიმ განაცხადა... დიდიე დეშამმა ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავა, ბრძოლაში გამობრძმედილი გუნდი დაუპირისპირა "აძურას" და დიდწილად, სწორედ ამის ხარჯზე მოიგო.

ეს მაშინ, როდესაც პრანდელიმ შეტევაში 22 წლის მარიო ბალოტელის 19 წლის სტეფან ელ შაარავი შეუწყვილა - დაუმატეთ ამას 19 წლის მარკო ვერატი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე და ყველაფერი ნათელი ხდება.

ჩეზარემ უარი თქვა ანტონიო კასანოზე, გაახალგაზრდავების პროცესს მიჰყო ხელი, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო და საფრანგეთთან შეხვედრამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ჩეზარე პრანდელი (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ძალიან კარგი სპარინგი იყო, რომელშიც მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით. მომენტი ჩვენ მეტი შევქმენით და შეგვეძლო მოგვეგო კიდეც. თუმცა, ეს ამხანაგური შეხვედრა გახლდათ და შესაბამისად, შედეგს არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ასეთი მატჩები აუცილებელია, რადგან ბევრი იდეაა მოედანზე გადასატანი. მაგალითად, ძალიან მინდა ცენტრში მარკო ვერატი ანდრეა პირლოს შევუწყვილო და იმედია, ამის საშუალება მომეცემა. მთლიანობაში, მატჩით მეტად კმაყოფილი ვარ".

დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ვამაყობ ჩემი გუნდით და ვფიქრობ, ამის სრული საფუძველი მაქვს. მსოფლიოს შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან არ წავაგეთ გასვლითი მატჩი, დღეს კი ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი დავამარცხეთ.

დავინახე გარკვეული ხარვეზებიც, რომელთა აღმოფხვრაზე აუცილებლად ვიმუშავებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, შესარჩევი ეტაპის მატჩებს კარგად მომზადებულნი შევხვდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა

მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება

"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს

U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა

"კამპ ნოუსთან" მესის ქანდაკება უნდა დაიდგას" - ჟოან ლაპორტა

თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა

"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი

[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა

საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა

კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა

U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში

15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება

ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ - დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ

ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო - ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი

"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ

ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში

18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით

"მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა" - შენგელიას "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ჰყავს

"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი

"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა

სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა

"დაბრუნდება თუ არა მესი "ბარსელონაში"? - "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა არგენტინელის ირგვლივ კითხვებს წერტილი დაუსვა