პირველ ტურში ჯობავამ აშვინ იაუარამი (ინდოეთი) დაამარცხა, მეორეში კი აზერბაიჯანელ გადირ ჰუსეინოვს დაუზავდა
ორმოცდათვრამეტი მონაწილიდან 31 დიდოსტატი, მათ შორის, ოთხი 2700-იანთა კლუბის წევრი - აი, ასეთმა შემადგენლობამ მოიყარა თავი ელ-ფუჯაირის (არაბთა გაერთიანებული საემიროები) საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის მთავარ ტურნირში (საპრიზო ფონდი 50 500 ამერიკული დოლარი), რომელიც ორი დღის წინათ დაიწყო.

გამარჯვებულის გამოსავლენად შვეიცარიული სისტემით 9 ტური გათამაშდება. პირველ მეხუთე ადგილებზე გასულნი, შესაბამისად, 15 000, 10 000, 6 000, 4 000 და 3 000 დოლარით დაჯილდოვდებიან. სულ კი ფულად პრიზს 15 საუკეთესო მიიღებს.

შეჯიბრების რეიტინგფავორიტია ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2710). მას მეტოქეობას გაუწევენ საერთაშორისო სარბიელზე გამოცდილი მოჭადრაკეები - ლე ქუანგ ლიემი (ვიეტნამი, 2705), ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი), 2702), ალექსანდრ მოისეენკო (უკრაინა, 2702), ლი ჩაო (ჩინეთი, 2693), ნი ჰუა (ჩინეთი, 2681), მიხეილ მჭედლიშვილი (2639) და სხვები.

პირველ ტურში ჯობავამ აშვინ იაუარამი (ინდოეთი) დაამარცხა, მეორეში კი აზერბაიჯანელ გადირ ჰუსეინოვს დაუზავდა. მჭედლიშვილი პირიქით - პირველში სარავანანს (ინდოეთი) ყაიმზე შეუთანხმდა, მეორე ტურში კი ვიტა ჩალივსკას (უკრაინა) აჯობა.

15 ნოემბერს მე-3 ტურის პაექრობები გაიმართა: ჯობავა-იუ რუიანი (ჩინეთი) 1:0, შეხარ სურია განგული (ინდოეთი)-იაროსლავ ჟერებუხი (უკრაინა) 1:0, ალექსანდრ მოისეენკო (უკრაინა)-კონსტანტინ ლუპულესკუ (რუმინეთი) 1:0, სერგეი ფედორჩუკი (უკრაინა)-ჩანდა სანდიპანი (ინდოეთი) 1:0, ელთაჯ საფარლი (აზერბაიჯანი)-იან ელვესტი (აშშ) 1:0. დაზავდნენ: მა ძუნი (ჩინეთი)-მიხეილ მჭედლიშვილი, ანდრეი სუმეცი (უკრაინა)-ვლადისლავ ტკაჩიევი (საფრანგეთი), გადირ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)-ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი).

სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ განგული დაწინაურდა. 6 მოჭადრაკეს, მათ შორის ჯობავას, 2,5-2,5 ქულა აქვს.

სლოვენიურ მარიბორში დასასრულს უახლოვდება 8-18 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა, რომელშიც საქართველოს 18 წარმომადგენელი მონაწილეობს.

15 ნოემბერს მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა. გაგაცნობთ ჩვენი გოგო-ბიჭების შედეგებს:

8-წლიანები. ასია სებრონი (სლოვენია) - დიანა ლომაია 0:1, მიკიტა ციაპლოუ (ბელორუსი) - ნიკოლოზ კაჭარავა 0:1.

10-წლიანები: ლუკა ობოლაძე - ბორნა დერაკშანი (ირანი) 1:0, დავით კამკია - კობი კალავანანი (ინგლისი) 0,5:0,5, რომან ვილადგამუკა (ავსტრალია) - ნიკოლოზ პეტრიაშვილი 0:1.

12-წლიანები: ლილე ქორიძე - ანა ვრატიაკოვა (სლოვაკეთი) 0,5:0,5, ირაკლი ახვლედიანი - ალეხანდრო გარსია პერესი (ესპანეთი) 0,5:0,5.

14-წლიანები. ალიონა სემიონოვა (რუსეთი) - ნინო ხომერიკი 0,5:0,5, ანა-ლენა შნეგი (ავსტრია) - ნინო დახუნდარიძე 0,5:0,5, მაია მუმლაძე - ჯოჰარი გამილა (მალაიზია) 0,5:0,5, ალექსანდრ დონჩენკო (გერმანია) - გიორგი სიბაშვილი 0:1, ნოე თუთისანი - აჰმად აშგარიზადეხი 0:1.

16-წლიანები: ნატო იმნაძე - დენიზა დრაგიევა (ბულგარეთი) 1:0, ანა შამათავა - ბარბარა შკუჰალა (სლოვენია) 1:0. ირაკლი ბერაძე - სამდან სამდანოვი (რუსეთი) 0,5:0,5, ეგე კოკსალი (თურქეთი) - გიგლა ბენიძე 1:0, ნიკოლოზ ქუმსიაშვილი - იოარ ოლუნდი (შვედეთი) 0:1.

18-წლიანები: მარია სევერინა (რუსეთი) - მერი არაბიძე 0,5:0,5.

ლიდერი დაჯაბნა

ბერძნულ კამენა-ვორლაში, ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 15 ნოემბერს მე-3 ტურის პარტიები გათამაშდა. ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა ერთპიროვნულ ლიდერ ნატალია ტიტორენკოს (რუსეთი) აჯობა და 2,5 ქულით ამჟამინდელი მსოფლიოს ჩემპიონის - გალინა სტრუტინსკაიას (რუსეთი) მძლეველ მარტინა ბელცთან (გერმანია) ერთად დაწინაურდა.

თამარ ხმიადაშვილი და ნინო მელაშვილი, შესაბამისად, ელენა ფატალიბეკოვას და სვეტლანა მედნიკოვას (ორივე-რუსეთი) დაუზავდნენ და 2-2 ქულა მოაგროვეს.

16 ნოემბერს, მე-4 ტურში, გაფრინდაშვილი ბელცს დაუპირისპირდება, ხმიადაშვილი ელენა აკუდინოვას (ყაზახეთი), მელაშვილი კი ნატალია ბელიაევას (რუსეთი) შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს