ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვის და როგორ დარჩება "დინამო"? საქმის ახალი დეტალები

ვის და როგორ დარჩება "დინამო"? საქმის ახალი დეტალები

"დინამო თბილისი" და თბილისის "დინამო" კომპრომისზე ფიქრობენ და შესაძლოა, სასამართლო და არბიტრაჟი საჭირო აღარ გახდეს

საფეხბურთო მილეთს "ლელომ" აუწყა, რომ ქართული საკლუბო ფლაგმანისთვის დავა დაიწყებოდა. ასეც მოხდა, "დინამო თბილისს" თბილისის "დინამო" ედავება, წართმეული კლუბი იყიდე და ახლა სამართლიანობის აღდგენის დრო დადგაო.

ყოველივე ამასთან დაკავშირებით ჯერ თბილისის "დინამოს" ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ გაავრცელა განცხადება (იხილეთ ვრცლად), მერე კი "დინამო თბილისმა" (იხილეთ ვრცლად).

"ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა ლერი სულაბერიძეს, ვინც თბილისის "დინამოს" დირექტორატის წევრი გახლდათ და მცირე ხნით კლუბის პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა (იხილეთ ვრცლად).

ჩვენი სურვილი იყო, რომ "დინამო თბილისის" პრეზიდენტ რომან ფიფიასაც დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია "ლელოში", თუმცა "დინამოს" ახლანდელი ხელმძღვანელი ჩვენთან ინტერვიუსგან ჯერაც თავს იკავებს.

რითი უნდა იყოს გამოწვეული ფიფიას დუმილი და ის, რომ მისი მომჩივანი მხარე ჯერ არ მიმართავს არც სპორტულ არბიტრაჟს და არც სამოქალაქო სასამართლოს?

კულუარული ინფორმაციით, მხარეები კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე სერიოზულად ფიქრობენ და შესაძლოა, სასამართლო და არბიტრაჟი საჭირო აღარ გახდეს.

და როგორი უნდა იყოს კომპრომისი?

ვარიანტი პირველი

თბილისის "დინამოს" მხარე ფიფიას გადაუხდის იმ თანხას, რაც ფიფიამ და მისმა პატრონებმა დახარჯეს "დინამოში" და კლუბიც ძველ მფლობელს დაუბრუნდება.

ამისთვის საჭირო იქნება რამდენიმე მილიონი დოლარი, მაგრამ საკითხავია, აქვთ კი ამის შესაძლებლობა "დინამოს" უწინდელი დირექტორატის წევრებს?!

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი კომპრომისის პირობებში თანხების მოძიებაზე იზრუნოს "დინამოს" ყოფილმა, ახლა კი არნემის "ვიტესის" პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ. მას ისედაც ბევრი საქმე აქვს "ვიტესში", ჟორდანია ამ კლუბისთვის მაისურის სპონსორს ეძებს და საკითხი ჯერაც ღიად რჩება.

ვარიანტი მეორე

ფიფია და მისი პარტნიორები ფორმალურად ან არაფორმალურად აღიარებენ, რომ წართმეული კლუბი იყიდეს და თბილისის "დინამოს" უწინდელი დამფუძნებლებიდან ოფიციალურად იყიდიან კლუბს.

ეს ვარიანტი უფრო რეალურად გამოიყურება. კულუარებში ამბობენ, ფიფიას სოლიდური პარტნიორები ჰყავს უკრაინაში და "დინამოს" ყოფილი დამფუძნებლებისთვის გარკვეული თანხის გადახდა დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდესო.

რა თქმა უნდა, ზედმეტი ფული არავის აქვს, მაგრამ პრობლემებს, დროის კარგვასა და სასამართლოებს ალბათ ეს სჯობია. დავიდარაბა მხოლოდ დააზარალებს "დინამოს", კომპრომისი კი ზოგადად და ამ კონკრეტულ შემთხევევაშიც გაცილებით გონივრულ გადაწყვეტილებად ჩანს.

"დინამოს" ყოფილი დამფუძნებლები და კლუბის ახლანდელი მფლობელი რომან ფიფია - ვისაც ძველი ამბების გამოჩხრეკა უყვარს, საინტერესოს აუცილებლად მოიძიებს, თუმცა საქმე იქითკენ მიდის, რომ ამ დავას საზოგადოებრივი აზრის შექმნა ნაკლებად დასჭირდება, რადგან კომპრომისი ჩინებული საშუალებაა.

თბილისის "დინამოს" დამფუძნებლებს კლუბი მაშინ გამოაცალეს, როცა პოლიციის შეფი თარგამაძე იყო. ფიფიამ "დინამო" მაშინ აიღო, როცა ქვეყანას "ნაციონალური მოძრაობა" მართავდა.

უნდა აღინიშნოს, რომ წინა ხელისუფლება "დინამოსთან" მიმართებაში საშუალედო ვარიანტს ეძებდა. როგორც კულუარულად შევიტყვეთ, წინა მთავრობას არ უნდოდა, რომ "დინამო" მთლიანად ისევ მერაბ ჟორდანიას სამეგობროს აეღო. ახალი სახის გამოჩენაც ძალიან იყვირებდა, ძალიან ადვილი იქნებოდა იმის გაშიფვრა, რომ "დინამოს" თემასაც ხელისუფლება განაგებდა.

ამიტომაც დედაქალაქის მერიამ "დინამოს" აღება ძმებ არველაძეებს შესთავაზა. წელიწადში ერთ მილიონს მერია დახარჯავდა კლუბისთვის, დანარჩენი კი "დინამოს" ახალ თანამფლობელს უნდა ეშოვნა. არველაძეებმა უარი თქვეს დინამოს" ასეთი ფორმით შეძენაზე წართმეულს ხელს არ მოვკიდებთო.

აი, ასეა საქმე. იმედია, კონფიდენციალურმა წყარომ ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდა და "დინამო" არანაირად არ დაზარალდება. კომპრომისის მიღწევასაც ცოდნა უნდა და ვნახოთ, რამდენად აქვთ ამის უნარი მოდავე მხარეებს.

დინამო თბილისი და თბილისის დინამო კომპრომისს უმიზნებენ? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვინ შეჭამა თბილისის "დინამო"? [სკანდალური დოკუმენტები]

კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?

• levani

ეს კომენტარების წაშლა რაღაა? არ გცხვენიათ :D მითუმეტეს შეურაცმყოფელი არაფერი მეწერა, იმას ვასაბუთებდი რისთვისაც ახლა ბოდიშებს იხდით.

• leo-dzia

ჟორდანიამ, დილას "მფლობელმა" ჩხეიძემ და სხვებმა რაც ანიავეს ქართული ფეხბურთი საკმარისია! დაიოკონ ახლა მადა ცოტა და აცადონ ხალხს საქმის კეთება! მოუნდათ აწყობილ საქმეებზე მოჯდომა! თავად როგორ ჩაიგდეს ხელში ეს კლუბები და როგორ გააპარტახეს ეგ თქვან ჯობია!!!...

• Walkabout

თემა აქტუალურია და საინტერესო, მაგრამ განხილვის და ანალიზის რა მოგახსენოთ...

• giorgi

მერაბ ჟორდანიას სიდედრი და კახი ასათიანის ცოლი ლუიზა თავართქილაძეა და მისი მხრიდან არის დავით თავართქილაძე ამ პროცესში ჩართული, გული ეწვის სიძეები რომ ქაფავდნენ მილიონებს!!!! ისე ცოტა მაგასაც ხვდებოდა ხოლმე იმიტომ არის ასე გადარეული ჟორდანიას დაცვაზე. რას იზამ დათკა, განკითხვის დღე ძალიან მწარეა და სანამ შეგიძლია თავი უნდა დაიცვა!!!!

• zuzu

ვეთანხმები გიორგის! ჯორდანიას ჰგონია ყველაფერი ფულზე იყიდება...

• გიორგი

თავართქილაძე რით ვერ დაამთავრე შეკვეთილი სტატიები ? ისე გაიხდი შენ საქმეს სტადიონზე გაგიხდება სანატრელი შესვლა ეგ შენი ჟორდანია ვერც ფულს ვერ მიიღებს და ვერც სასამართლოს მოიგებს და ვერც გუნდს დაიბრუნებს იმიტომ რომ არც უნდა რეალურად გუნდი ფულის გამოძალვა უნდა ფიფიასთვის მარა ჩემ ფეხებს მიიღებს

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა