ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ირაკლი მაისურაძე: ქეცბაიას მადლობა, მაგრამ მხოლოდ გამოძახება არ მაკმაყოფილებს

ირაკლი მაისურაძე: ქეცბაიას მადლობა, მაგრამ მხოლოდ გამოძახება არ მაკმაყოფილებს

"როცა ლამაზად თამაშობ და ასე იმარჯვებ, ორმაგ სიამოვნებას განიცდი, ვიდრე ჯახით და ბრძოლით მოპოვებული გამარჯვების დროს"
24 წლის ირაკლი მაისურაძე რუსთავის "მეტალურგის" ერთ-ერთ წამყვანი ფეხბურთელია. საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებელი თემურ ქეცბაიაც კარგი თვალით უყურებს მაისურაძეს და ხშირად იძახებს ეროვნულ გუნდში.

"მეტალურგს" ბოლო დროს ვერ მისდის საქმე რიგიანად, გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა. არადა, წინა სეზონში წარმატებით გამოდიოდა და სანამ აღმასკომი ჩემპიონად "ზესტაფონს" გამოაცხადებდა, ტიტულის მფლობელად კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილი "მეტალურგი" ითვლებოდა.

რუსთავურ გუნდს ამ სეზონში მწვრთნელი შეეცვალა, გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტი გიორგი ყიფიანი თავკაცობს, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგი ჯერ არ ჩანს. მაისურაძესთან ინტერვიუც აქედან დავიწყეთ…

- მაინც რითია გამოწვეული "მეტალურგის" არცთუ კარგი გამოსვლა საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში?

- ალბათ, ჩავარდნა გვაქვს, თორემ გუნდში არაჩვეულებრივი სიტუაციაა. "მეტალურგის" ახალ მწვრთნელს საკუთარი ხედვა აქვს და თავისი მიმართულებით ცდილობს, რომ გვათამაშოს. რაღაც არ გამოგვდის, უიღბლობაც დაგვჩემდა.

მიუხედავად ამისა, გუნდების ექვსეულებად დაყოფამდე ჯერ კიდევ არის თამაშები და გვაქვს იმის შანსი, რომ ექვს საუკეთესო გუნდში მოვხვდეთ. "მეტალურგს" მეტი შეუძლია, ვიზუალური თვალსაზრისით გუნდის თამაშში უკეთესობა არის.

- ჩავარდნა ახსენე და ამასაც უნდა ჰქონდეს მიზეზი...

- მიზეზი ალბათ ის არის, რომ "მეტალურგმა" ამ სეზონისთვის მზადება სხვა გუნდებზე ადრე დაიწყო, დაახლოებით ერთი კვირა მოგვიწია დასვენება წინა სეზონის შემდეგ, ევროპალიგაზე სათამაშოდ ვემზადებოდით.

სხვა რა გითხრათ? შემადგენლობა 80 პროცენტით შენარჩუნდა, მაგრამ რაღაცა ვერ აეწყო ჩვენი საქმე. ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად მომხდარა; აგერ, "ზესტაფონიც" ვერ თამაშობს ჯერ ისე, როგორც წინა სეზონში. ევროპულ გრანდებსაც ემართებათ ჩავარდნები.

- რა სიახლეები დანერგა "მეტალურგის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა?

- ამ მწვრთნელის ხელში უფრო ხარისხიანი ფეხბურთისკენ მივისწრაფვით, მკაფიოდ უნდა იყოს გარკვეული, ვინ რას აკეთებს საკუთარ პოზიციაზე, რა ქმედებებს აკეთებენ მცველები, მერე ნახევარმცველები და შემდეგ თავდამსხმელები. ეს ყველაფერი ავტომატიზმამდე რომ მივიყვანოთ, ამას დრო სჭირდება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კობა ჟორჟიკაშვილმა "მეტალურგში" დიდ წარმატებას მიაღწია. მაშინ შედეგზე კეთდებოდა გათვლა და მიზანი შევასრულეთ.

- გულშემატკივართა დასწრება საერთო პრობლემაა, მაგრამ შენც გკითხავ - რუსთავში "მეტალურგის" თამაშებზე ბევრი მაყურებელი რატომ არ დადის?

- არ ვიცი. ზესტაფონში, ქუთაისში, ზუგდიდსა და მარტვილში მართლაც მეტი მაყურებელი დადის. წინა სეზონში "მეტალურგი", ფაქტობრივად, ჩემპიონი გახდა, მაგრამ მაშინაც არ დადიოდა ბევრი მაყურებელი ჩვენს საშინაო მატჩებზე. დაბალი დასწრება შედეგის ბრალი არ უნდა იყოს.

- საქართველოს ჩემპიონატში უახლოესი მატჩი ქუთაისის "ტორპედოსთან" გელით, რომელთანაც პირველ წრეში 0:4 წააგეთ...

- ის მარცხი დავიწყებულია. ქუთაისში რთული თამაში გველის, "ტორპედო" ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, გუნდს ჩინებული მწვრთნელი ჰყავს. კარგია, რომ ხელოვნურ განათებაზე, მშვენიერ მოედანზე ვითამაშებთ. ქუთაისში გულშემატკივარიც დადის სტადიონზე და ასეთ გარემოში თამაში სასიამოვნოა. დანარჩენი კი მინდორზე გამოჩნდება. ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს.

- ყიფიანი რას გავალებს, რა არის მისი მთავარი მოთხოვნა?

- გააჩნია, რა ტაქტიკით მოგვიწევს თამაში. მარტვილის "მერანთან" ოთხი თავდამსხმელით ვითამაშეთ და ერთ-ერთი მე ვიყავი. ორ ნიმინალურ ფორვარდს შეტევის დროს ორი კაცი ვეხმარებოდით ფლანგებიდან შუისკენ შეწეულები. საერთოდ, შუაში თამაში მირჩევნია ფლანგზე ყოფნას.

- ყიფიანის სამწვრთნელო კონცეფციაზე უფრო კონკრეტულად რას გვეტყოდი? მაინც რა სტილის მიმდევარია?

- ის ფეხბურთი, რასაც "ზესტაფონი" და "ტორპედო" თამაშობენ, რუსთავშიც იქნება, ოღონდ ამას დრო სჭირდება. როცა ლამაზად თამაშობ და ასე იმარჯვებ, ორმაგ სიამოვნებას განიცდი, ვიდრე ჯახით და ბრძოლით მოპოვებული გამარჯვების დროს.

ყიფიანის მიმართულებაც ლამაზი და კომბინაციური თამაშია, ფეხბურთი ხომ პირველ რიგში მაყურებლისთვისაა...

- ბოლოს ნაკრებზეც ვთქვათ. თემურ ქეცბაია ხშირად გიწვევს ნაკრებში, თუმცა თამაში, ფაქტობრივად, ჯერ არ გიწევს...

- ნაკრების მწვრთნელის მადლობელი ვარ, რომ მიწვევს, მაგრამ ჯერ მხოლოდ ერთხელ მომიწია თამაში, მოლდოვასთან ამხანაგურ შეხვედრაში. არადა, მინდა, რომ ჩემი წვლილიც შევიტანო და ამის დამტკიცება მსურს.

მხოლოდ ნაკრებში გამოძახება არ მაკმაყოფილებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• GOGI

აი, სულ ასე ჯიბრით შეიძლება ადამიანის მიმართ იყოთ განწყობილი?! მესმის რომ ამ კაცს ბევრი ნაკლი აქვს,მაგრამ ის, რასაც ჟურნალისტები აკეთებთ, არის ბინძური კამპანია!!! გულშემატკივარი ამას ხვდება იცოდეთ! აცალეთ ამ ადამიანს თავისი გეგმის შესრულება და თუ ვერ გააკეთა მერე მოსთხოვეთ! ხო ყველა შევთანხდით 2 წლის წინ რომ აზრი არ ჰქონდა პირდაპირ შედეგის მოთხოვნას და გრძელვადიანი გათვლები უნდა გაგვეკეთებინა! შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს, რომ ბურთის მიღებას, კარში სწორად დარტყმას და მსგავს ტექნიკურ საკითხებს მწვრთნელი ვერ ასწავლის ნაკრებს! თუ რამე არ გამოგვდიოდა აქამდე,ეს იყო დაცვაში თამაში...ადრე თუ გვიან ეს ხომ უნდა გვესწავლა არა? ასეთი ორგანიზებული ნაკრები არ გვყოლია საერთოდ...ხარისხი თვითონაც არ მოსწონთ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა.... ლაპარაკი თუ არ იცის წესიერი, ხომ არ ნიშნავს რომ ყველაფერს ხაზი გადაუსვათ?! ამოვიდა ყელში რა თქვენი ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბარი და კითხვების დასმა!!!

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა