რა შანსი აქვს "ნიურნბერგს" რეკორდმაისტერთან? ტოპ-მატჩი ლევრკუზენში გაიმართება

17 ნოემბერს ნიურნბერგში დიდი მატჩია: ფრანკები ბავარიულ დერბიში თვით მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობენ და მერე რა, რომ ძალთა უთანაბრობა აშკარაა - ბავარიული დერბიც დერბია.

ჩემპიონ "დორტმუნდს" იოლად შესასრულებელი საშინაო დავალება აქვს: "ბორუსია" "ფიურტს" მასპინძლობს. "გლადბახს" მისთვის რთულ მეტოქესთან, "შტუტგარტთან" ექნება საქმე.

მე-12 ტურის ტოპ-მატჩი კი საღამოსაა დაგეგმილი: "ლევერკუზენი" "შალკეს" უმასპინძლებს.

18 ნოემბერს დაგეგმილი ორივე მატჩის მთავარი სალაპარაკო თემა კლაუს ალოფსი იქნება...

რა შანსი აქვს "ნიურნბერგს" ბრწყინვალე ფორმაში მყოფ "ბაიერნთან"? ლოგიკურად, არანაირი, მაგრამ თუ ნიურნბერგში გამართულ ბოლო ბავარიულ დერბებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ფრანკები უშანსოდ არ არიან.

შარშან დიტერ ჰეკინგის გუნდმა "ბაიერნთან" საკუთარ მოედანზე 0:1 წააგო, მაგრამ მანამდე "ფრანკენშტადიონზე" რეკორდმაისტერს ზედიზედ სამჯერ დაუზავდა (სამივე შეხვედრა 1:1 დასრულდა), ხოლო 2007 წლის 2 თებერვალს კი "ნიურნბერგმა" "ბაიერნი" სულაც 3:0 დაამარცხა.

მაშინდელი შემადგენლობიდან ფრანკებს მეკარე რაფაელ შეფერი და მარცხენა მცველი ხავიერ პინოლა შემორჩათ. შეფერი დღეს აუცილებლად ითამაშებს, პინოლას ასპარეზობა კი მცირე ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშაა.

"ბაიერნს" სტუმრად ხუთივე თამაში მოგებული აქვს, რიბერი და კომპანია შესანიშნავ ფორმაში არიან და მიუნხენელთათვის სულ ერთია, ვინ ითამაშებს მეტოქის ბანაკში. თანაც, "ბაიერნს" მარიო გომესიც გამოუჯანმრთელდა, რომელიც სავარაუდოდ განაცხადში იქნება და შეიძლება, მეორე ტაიმში შეცვლაზე ითამაშოს.

გომესმა შუა კვირაში მეექვსელიგელ "ფალკე მარკტ შვაბენთან" ტესტ-მატჩში (6:0) იასპარეზა და 4 გოლი გაიტანა. ფაქტია, რომ გომესს გუნდში დიდი კონკურენცია დახვდა: "ბაიერნის" პირველი თავდამსხმელი ახლა მარიო მანჯუკიჩია და არ უნდა დაგვავიწყდეს კლაუდიო პისაროც, რომელიც ხორვატი გოლეადორის შემცვლელის სტატუსს ამართლებს.

დორტმუნდის იოლი საშინაო დავალება

წარმატების მიღწევის "ნიურნბერგზე" გაცილებით მცირე შანსი აქვს "ფიურტს", რადგან მაიკ ბიუსკენსის ბიჭები დორტმუნდში ჩადიან და ბრძოლა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების, კლაინესა და პეკოვიჩის (ორივე დისკვალიფიცირებულია) გარეშე მოუწევთ.

"ფიურტის" სასტარტოში შეიძლება გამოჩნდეს 21 წლის ლასე სობიეხი, რომელიც "დორტმუნდის" აღზრდილია, "ფიურტში" კი "ზანკტ პაულის" გავლით მოხვდა.

იურგენ კლოპის ბიჭებმა წინა ტურში "აუგსბურგი" 3:1 დაამარცხეს და ცხადია, "ფიურტთანაც" მხოლოდ სამი ქულა დააკმაყოფილებთ, რადგან "ბაიერნს" 11 ქულით ჩამორჩებიან.

შტუტგარტი გლადბახისთვის არასასურველი სტუმარია

წინა ტურამდე "შტუტგარტს" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც კვირას "ჰანოვერთან" 2:4-ით შეწყდა. შესაბამისად, ბრუნო ლაბადიას გუნდი ისევ პრობლემურ მდგომარეობაშია - შვაბებს სარელეგაციო მე-16 ადგილამდე მხოლოდ 2 ქულა აშორებთ.

"შტუტგარტი" დღეს მიონხენგლადბახში ჩადის. "გლადბახმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი გასვლითი მატჩი მოიგო, ევროპალიგაზე კი მარსელში 2:2 დააფიქსირა, რამაც ლუსიენ ფავრის გუნდს თავდაჯერება შემატა.

შვეიცარიელი სპეციალიზტის აზრით, პროგრესი პირველ რიგში ტაქტიკური გადაადგილების დამსახურებაა: ფავრმა პატრიკ ჰერმანი მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში გადასწია, სადაც ეს უკანასკნელი გაცილებით უკეთ ათამაშდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს "გლადბახისთვის" შტუტგარტი არასასურველი სტუმარია: ბოლო 14 საშინაო მატჩიდან "ბორუსიამ" შვაბენლანდური კლუბი მხოლოდ ერთხელ დაამარცხა.

საათი გაჩერდა, ისტორია გრძელდება

"ჰამბურგის" არენაზე გაფუჭდა ლეგენდარული საათი, რომელიც მუდმივ რეჟიმში ითვლიდა, თითოეულ წამს, წუთს, საათს, დღეს და წელიწადს მას მერე, რაც ჩრდილოგერმანული კლუბი ბუნდესლიგაში თამაშობს და როგორც იცით, "ჰამბურგი" ერთადერთი გუნდია, რომელიც პირველი ბუნდესლიგიდან არასდროს გავარდნილა.

საათის შეკეთება შეუძლებელია - ან თანამედროვე, ციფრული საათით უნდა შეცვალონ, ანაც საერთოდ უნდა მოაშორონ.

სანამ კლუბი გადაწყვეტილებას მიიღებდეს, მთავარ მწვრთნელ ტორსტენ ფინკს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს გადასაჭრელი. "ბაიერნთან" 0:3-ს ფრაიბურგში 0:0 და შარნერის გაძევება მოჰყვა.

17 ნოემბერს HSV-ს სტუმარი "მაინცია" - გუნდი, რომელსაც შინ ზედიზედ ხუთი მოგება აქვს, სტუმრად კი მხოლოდ ერთი.

სლომკას დიდი არჩევანი

"ჰანოვერმა" წინა კვირას "შტუტგარტში" თამაში ზღაპრულად შეატრიალა, რაც სათადარიგო ფეხბურთელების დამსახურება გახლდათ - შეცვლაზე შესულმა შლაუდრაფმა და აბდელაუმ სამი გოლი გაიტანეს, რაც ჯოკერ-გოლების კუთხით ბუნდესლიგის რეკორდია.

ახლა საკითხავი ისაა, ვის ათამაშებს "ჰანოვერის" თავკაცი მირკო სლომკა "ფრაიბურგთან". მას განსაკუთრებით დიდი არჩევანი წინა ხაზში აქვს - აბდელაუ, დიუფი, შლაუდრაფი, ია კონანი (ზობიხი ტრავმირებულია). "ფრაიბურგს" გინტერი დაუშავდა, რომელიც წელს ვეღარ ითამაშებს.

სამაგიეროდ, ლაზარეთიდან დაბრუნდა იან როზენტალი, რომელიც ყოფილი ჰანოვერელია.

დამთავრდა თუ არა "აინტრახტის" პარპაში საბოლოოდ? ამ კითხვას პასუხს 17 ნოემბერს გასამართი მატჩი გასცემს: არმინ ფეეს გუნდი ბოლოადგილოსან "აუგსბურგს" მასპინძლობს.

ფრანკფურტელებმა ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს, თუმცა ამ სამ მატჩში იყო "ბაიერნთან" 0:2-იც, რომელშიც ფეეს შეგირდებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

ცენტრალური მატჩი ლევერკუზენში

"ბაიერნის" დამარცხების შემდეგ "ლევერკუზენს" კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ "ბაიერმა" ვერ დაამტკიცა, რომ რეკორდმაისტერს ის მარცხი ლოგიკურად აგემა.

წინა ტურში "ლევერკუზენს" "ვოლფსბურგის" დამარცხებით მესამე ადგილზე გადასვლა შეეძლო, რის შემდეგაც (დღეს) "შალკეს" შეხვდებოდა და მეორე ადგილს დაუმიზნებდა, მაგრამ... ლევერკუზენელები "ვოლფსბურგში" უშანსოდ დამარცხდნენ (1:3).

"ლევერკუზენისა" და "შალკეს" დღევანდელი დაპირისპირება ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯახია - გელზენკირხენელებს არ უნდათ, რომ "ბაიერნს" ჩამორჩნენ, "ფარმაცევტების" მიზანი კი მინიმუმ საუკეთესო ექვსეულში დარჩენაა.

თუ "შალკე" მოიგებს, ეს გელზენკირხენელთა თავკაც ჰუუბ სტევესისთვის "შალკეს" მწვრთნელის რანგში საიუბილეო, მე-100 გამარჯვება იქნება.

ალოფსი აქ, ალოფსი იქ

18 ნოემბერს ორი მატჩია: "ვერდერი" "ფორტუნას" მასპინძლობს, ხოლო "ვოლფსბურგი" კი "ჰოფენჰაიმს" სტუმრობს.

ორივე შეხვედრის მთავარი თემა კლაუს ალოფსი იქნება, რომელმაც 13-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ბრემენული კლუბის სპორტული დირექტორის პოსტი დატოვა და "ვოლფსბურგის" მენეჯერად დაინიშნა.

კვირას ალოფსი "ვოლფსბურგის" სათადარიგოთა სკამზე, დროებითი მწვრთნელის, ლორენც-გიუნტერ კიოსტნერის გვერდით დაიკავებს ადგილს...

გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური

17 ნოემბერი

ბორუსია (დ)-ფიურტი 18:30

დისკვალიფიკაცია: კლაინე, პეკოვიჩი (ორივე ფიურტი)

ტრავმა: ოვომოიელა, კელი - ნდოიე, მიკელსენი, ტირალა, ფალი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +0=3-3

ბუნდესლიგაში არ უთამაშიათ

ბორუსია (მ)-შტუტგარტი 18:30

ტრავმა: ბლასვიხი, დემსი, იუნესი, ლ. დე იონგი - ჰუგლანდი, დიდავი, კაკაუ, თორუნი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 84 თამაში: +23=26-35, (108:146)

ჰანოვერი-ფრაიბურგი 18:30

ტრავმა: ფელიპე, შულცე, ანდრეასენი, და სილვა პინტუ - გინტერი, ჰიონი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 10 თამაში: +5=4-1, (20:11)

ნიურნბერგი-ბაიერნი 18:30

დისკვალიფიკაცია: ბალიჩი (ნიურნბერგი)

ტრავმა: შტეფანი, კოენი, ჰლუშეკი, მენდლერი - რედერი, ბოატენგი, ჩანი, რობენი

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +5=0-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 56 თამაში: +11=11-34, (61:100)

ჰამბურგი-მაინცი 18:30

დისკვალიფიკაცია: შარნერი - ბაუმგარტლინგერი

ტრავმა: რაიკოვიჩი, ილიჩევიჩი, ირაჩეკი, ნიორგაარდი, სალა - ბუნგერტი, ჩუპო-მოტინგი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +4=5-3, (13:12)

აინტრახტი-აუგსბურგი 18:30

ტრავმა: ამედიკი - იენტცში, ვერჰეგი, მორავეკი, სიო

ბოლო მატჩი

+2=1-3 +1=2-3

ბუნდესლიგაში არ უთამაშიათ

ლევერკუზენი-შალკე 21:30

ტრავმა: კადლეცი, შვააბი, ბელარაბი, სემი - მეტცელდერი, უჩიდა, ჰიოგერი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 56 თამაში: +25=17-14, (96:78)

18 ნოემბერი

ვერდერი-ფორტუნა 18:30

ტრავმა: ფრიტცი - ბრუნო სუარესი, მალეზასი, შაჰინი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +0=2-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 42 თამაში: +18=11-13, (76:65)

ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 20:30

დისკვალიფიკაცია: კომპერი (ჰოფენჰაიმი)

ტრავმა: კრისი, თესკერი, ვესტერგაარდი, ვუკჩევიჩი - პილარი, ჰელმესი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 8 თამაში: +3=1-4, (12:19)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 11 10 0 1 32-4 30

2. შალკე 11 7 2 2 22-12 23

3. აინტრახტი 11 6 2 3 21-16 20

4. ბორუსია (დ) 11 5 4 2 23-12 19

5. ლევერკუზენი 11 5 3 3 19-17 18

6. ჰანოვერი 11 5 2 4 24-18 17

7. მაინცი 11 5 2 4 15-13 17

8. ბორუსია (მ) 11 4 4 3 17-21 16

9. ვერდერი 11 4 2 5 18-17 14

10. ჰამბურგი 11 4 2 5 11-14 14

11. ფრაიბურგი 11 3 4 4 14-13 13

12. შტუტგარტი 11 3 4 4 12-19 13

13. ჰოფენჰაიმი 11 3 3 5 17-23 12

14. ფორტუნა 11 2 5 4 10-16 11

15. ნიურნბერგი 11 3 2 6 9-17 11

16. ვოლფსბურგი 11 3 2 6 9-18 11

17. ფიურტი 11 1 4 6 9-20 7

18. აუგსბურგი 11 1 3 7 6-18 6

ბომბარდირები

8 - მანჯუკიჩი (ბაიერნი), სალაი (მაინცი); 7 - კისლინგი (ლევერკუზენი), ა. მაიერი (აინტრახტი), თ. მიულერი (ბაიერნი); 6 - ჰანტი (ვერდერი), იბიშევიჩი (შტუტგარტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!