ეს სენსაციაა - ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი) ტახტი დაათმობინეს
ეს სენსაციაა - ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი) ტახტი დაათმობინეს.

ხანტი-მანსიისკში, სადაც ნოკაუტსისტემით მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, პოლონელმა მონიკა სოჩკომ ჰოუ იფანთან პაექრობისას მეორე რაუნდის პირველი კლასიკური პარტია თეთრებით დათმო, მაგრამ შავებით წონასწორობა აღადგინა და 16 ნოემბერს მეტოქეს ტაი ბრეიკებში დაუპირისპირდა.

25-წუთიანი ორივე პარტია (ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით) სოჩკომ მოიგო და ჭადრაკის დედოფალს ტახტი გაათავისუფლებინა.

ჩინელმა, მართალია, ჩემპიონის უფლებამოსილება დათმო, მაგრამ, როგორც ფიდეს ქალთა გრან პრის გამარჯვებულს, უფლება აქვს, გაისად დაფნის გვირგვინის მომავალი მფლობელი დუელში გამოიწვიოს.

16 ნოემბერს კიდევ ერთი ფავორიტი ჩამოშორდა კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას - ანა მუზიჩუკმა (სლოვენია), ასევე, ორივე 25-წუთიანი პარტია წააგო ანა უშენინასთან (უკრაინა).

სამწუხაროდ, შეჯიბრებას გამოეთიშა ნინო ხურციძეც, რომელიც ჩინელმა ჟაო სიუმ დაამარცხა - 1,5:0,5.

ტაიბრეიკებში წარმატებას მიაღწიეს რუსმა ნადეჟდა კოსინცევამ (სომეხ ლილით მკრტიჩიანს აჯობა 3,5:2,5), ამერიკელმა ირინა კრუშმა (ორგზის ევროპის ჩემპიონი შვედი პია კრამლინგი დაჯაბნა - 3:1) და ჩინელმა ცზიუ ვენძიუნმა (ამერიკელ ანა ზატონსკიხს 4:2 მოუგო).

ამდენად, მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში 16 უძლიერესი დიდოსტატი გავიდა: მონიკა სოჩკო (პოლონეთი), ნატალია ჟუკოვა (უკრაინა), ანა უშენინა (უკრაინა), ჟაო სიუ (ჩინეთი), ლელა ჯავახიშვილი (საქართველო), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი), ჰუან ძიანი (ჩინეთი), მარი სებაგი (საფრანგეთი), ალისა გალიამოვა (რუსეთი), ირინა კრუში (აშშ), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), მარია მუზიჩუკი (უკრაინა), ნატალია პოგონინა (რუსეთი), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი).

17 ნოემბერს მე-3 რაუნდის პირველი ტურის პარტიები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა