საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელორუსმა ამხანაგური შეხვედრა თელ-ავივის "რამათ განაზე" გამართა, სადაც ისრაელს 2:1 მოუგო
14 ნოემბერს, ამხანაგური შეხვედრა შესარჩევ ციკლში ჩვენმა მეტოქე ბელორუსმაც ჩაატარა - გიორგი კონდრატიევის გაწვრთნილებმა გასვლაზე თელ-ავივის "რამათ განაზე" ისრაელს 2:1 მოუგეს.

21-ე წუთზე ებრაელები ომერ დამარიმ დააწინაურა, მაგრამ 45-ე წუთზე სერგეი კისლიაკმა შესანიშნავი შორეული დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, 46-ე წუთზე კი სერგეი ბალანოვიჩმა 30-იოდე მეტრიდან გასროლით ისრაელის მეკარე დუდუ ავატე სახტად დატოვა.

კონდრატიევის გუნდზე საინტერესო წერილი იყო ინტერნეტ-გამოცემა "სპორტპანორამაში", რომლის ფრაგმენტებსაც გთავაზობთ.

"არის შედეგი, ეს კარგია. გუნდმა ორი აბსოლუტურად განსხვავებული ტაიმი ითამაშა. მაგრამ ამჟამინდელი ნაკრები არაპროგნპოზირებადი, უსისტემოა და მხოლოდ განწყობის მიხედვით თამაშობს.

ხასიათი კი ნაკრებს ორსული ქალივით ეცვლება...

გადამწყვეტი 10-იანის პოზიციაზე კისლიაკის გამოჩენა იყო. ბრესანმა ბელარუსის ნაკრების შეტევის ხაზს აზრი შემატა. ბალანოვიჩი ახალ კლუბს ეძებს, მინსკის "დინამოს" უარი უთხრა, ბატეს არ სჭირდება და ისრაელში განსაკუთრებული მონდომებითა და გოლით უცხოური კლუბებისთვის "სასაქონლე სახე" მიიღო...

კონდრატიევის ნაკრები პარტიზანული რაზმს ემსგავსება, რადგან დაცვიდან თამაშობს. მით უფრო, 38 წლის ვეტერან სერგეი კულჩიზე უარის თქმის შემდეგ, რომელიც მოედნის ცენტრში თამაშს ალაგებდა".

მატჩის შემდეგ გიორგი კონდრატიევმა ახსნა, შედეგის მიღწევას როგორ აპირებს:

"გაშვებული გოლის შემდეგ გუნდმა მობილიზება და თამაშის შემოტრიალება მოახერხა. შესვენებაზე ბიჭებს შეტევაში თამამად წასვლა ვურჩიე, ეს იყო მიზეზი, რის გამოც მეორე ტაიმში გაცილებით მეტი დრო გავატარეთ შეტევებში. თუ არ დაარტყამ, ვერც გაიტან და ბიჭებს ესეც ვუთხარი. შესარჩევი ციკლის დარჩენილ შეხვედრებშიც ასე უნდა ვითამაშოთ".

ნაკრების მთავარი მწვრთნელის ოპტიმიზმს არ იზიარებს თავდამსხმელი ვიტალი კუტუზოვი, რომელიც ერთი ხანობა, "მილანშიც" ირიცხებოდა, თამაშობდა ლისაბონის "სპორტინგში", "სამპდორიაში", "პარმაში", მაგრამ შარშან "ბარიში" დაშავდა, ბოლო ერთი წელია, უგუნდოდ არის და ნაკრებს ვეღარ ეხმარება.

"შესარჩევ ციკლში ნაკრების გამოსვლამ სევდიან ხასიათზე დამაყენა. კონდრატიევის გუნდი წინამორბედი ბერნდ შტანგეს ნაკრებზე სუსტია - შედეგებით, ორგანიზაციით, მომზადების სისტემით.

ეს ყველაფერი ფეხბურთელებისგან ვიცი და აშკარაა, ნაკრებს მძიმე დღეები უდგას. ვითარება მწვრთნელის შეუცვლელად არ გამოსწორდება.

როგორც ვხვდები, კონდრატიევი აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან. შტანგე უფრო დამოუკიდებლი ფიგურა იყო...

ორი მოთამაშე რომ გამოგვაკლდება, შემცვლელებს ვერ ვპოულობთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ისედაც ძალიან მცირე იყო, მაგრამ ლამაზად თამაშის იმედი მქონდა, ვინმე თავს გამოიჩენდა და ძლიერ კლუბში მოხვდებოდა. შტანგეს დროს ყველაზე ლამაზ ფეხბურთს ვაჩვენებდით, რასაც ახლა ვერ ვახერხებთ.

...კონდრატიევმა გაახალგაზრდავება დაიწყო. გასაგებია, წლებთან ერთად, სისწრაფე არ გემატება, მაგრამ ვეტერანებს გამოცდილება გვაქვს, რის ხარჯზეც სხვა ნაკლის კომპენსირებას ვახერხებთ. მიმაჩნია, რომ დღევანდელ ნაკრებს სწორედ ეს გამოცდილებისა და ახალგაზრდების გონივრული სინთეზი აკლია", - ამბობს კუტუზოვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა