მე-5 ტურის მორიგ მატჩში "რუსთავმა" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 90:72 დაამარცხა
მე-5 ტურის მორიგ მატჩში "რუსთავმა" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 90:72 დაამარცხა.

შეხვედრა ისე დაიწყო და დასრულდა, რომ ქვემოქართლურ გუნდს საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

რუსთაველებმა წინა ტურში ტურნირის პირველი დამარცხება "შსს-აკადემიასთან" იწვნიეს და თსუ-სთან დღევანდელ მატჩში მხოლოდ გამარჯვებას გეგმავდნენ. მიხეილ ბერუაშვილის გუნდს ეს გამოუვიდა კიდეც, თან ისე, წინააღმდეგობა თითქმის არ შეხვედრია.

პირველი მეორთედის შემდეგ რუსთაველები უკვე 10 ქულით იგებდნენ, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ სხვაობამ 14 ქულას მიაღწია - 47:33. ქვემოქართლელებს ამერიკელი კაილი ნელსონი ლიდერობდა, რომელმაც საბოლოოდ 22 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

ბოლო მეოთხედის წინ ბერუაშვილის გუნდი 19 ქულით ლიდერობდა და მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო, თუმცა თსუ მაინც თავისას ცდილობდა და მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირა.

სტუდენტთა გუნდში გიორგი ხანიაშვილი ერთადერთი კალათბურთელი იყო, რომელმაც 10-ქულიანი ზღვარი გადალახა და საბოლოოდ 21 ქულა დააგროვა.

ერთ ეპიზოდში ხანიაშვილი უხერხულად დაეცა და დახმარების აღმოსაჩენად გასახდელში გაიყვანეს, თუმცა ის მალევე დაბრუნდა მოედანზე და ბოლო წამებამდე ცდილობდა თავისი გუნდის დახმარებას.

საბოლოოდ რუსთაველები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე და კვლავ ლიდერთა შორის რჩებიან. ტურის მომდევნო მატჩში ერთმანეთს "სოხუმი" და "არმია" დაუპირისპირდებიან.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი): "განსხვავებით ჩვენი ბოლო შეხვედრისგან, მხედველობაში მაქვს შსს აკადემიასთან თამაში, დღეს უკეთესად ვიასპარეზეთ და კმაყოფილი ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი. გავაგრძელებთ მუშაობას და ვეცდებით უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ".

გიორგი ჩხეიძე (თსუ): "მივულოცავ რუსთავის გუნდს გამარჯვებას. რაც შეგვეხება ჩვენ, თსუ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა სუპერლიგაში მონაწილე გუნდებიდან. ბიჭებმა იბრძოლეს თუმცა ისეთ ლეგიონერების წინააღმდეგ თამაში, როგორიც ჰყავს რუსთავს რთულია".

გიორგი ტეტელაშვილი (თსუ): "გუნდი ვარჯიშობს, ტურიდან ტურამდე ვიზრდებით და იმედია ჩვენს თამაშს და შესაბამისად შედეგს აუცილებლად გავაუმჯობესებთ".

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა