"პარი სენ ჟერმენმა" 9-კაციან "რენს" ვერაფერი მოუხერხა და საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორედ დამარცხდა
მეცამეტე ტურის მთავარი მოულოდნელობა პარიზში მოხდა. "პარი სენ ჟერმენმა" 9-კაციან "რენს" ვერაფერი მოუხერხა და საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორედ დამარცხდა.

სტუმრებს 26-ე წუთზე მეკარე ბენუა კოსტილი, ხოლო 52-ე წუთზე ჟან მაკუნი გაუძევეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფრედერიკ ანტონეტის შეგირდებმა ერთბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნეს და ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს.

ანგარიში სტუმრებმა მე-14 წუთზე გახსნეს - თავი ახალგაზრდა  რომენ ალესანდრინმა გამოიჩინა, თუმცა "ზოროს" ნიღაბით მოასპარეზე ნენემ, რომელიც ლამის ერთთვიანი პაუზის მერე დაუბრუნდა მინდორს, ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ იყო შემთხვევა, რომელსაც თითქოს შეხვედრის ბედი პარიზელთა სასარგებლოდ უნდა გადაეწყვიტა - შეხვედრის არბიტრმა "რენის" მეკარე ბენუა კოსტილი გააძევა, სტუმართა კარში კი შეიკ ნდიაიე ჩადგა, რომელსაც ლიგა 1-ში აქამდე სულ 1 თამაში, ისიც 2008 წელს ჰქონდა ჩატარებული.

ამის შემდეგ პსჟ-ს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მასპინძლებმა გოლი ვერაფრით გაიტანეს, 35-ე წუთზე კი აქეთ გაუშვეს.

მეორე ტაიმში კარლო ანჩელოტიმ თამაშში გიომ ოარო და კევინ გამეირო ჩართო, მაგრამ მასპინძლებს ვერც მათ უშველეს. ცხრა ფეხბურთელის ამარა დარჩენილმა "რენმა" სენსაციური გამარჯვება მოიპოვა, რაც მათთვის ბოლო 7 შეხვედრაში მე-6 მოგება იყო.

ამ საოცარი თამაშის წყალობით ანტონეტის გუნდი უკვე მე-6 ადგილზეა, კარლო ანჩელოტიმ კი მატჩის შემდეგ კრიზისი ახსენა:

"დაუჯერებელია. ზედიზედ ორი საშინაო მატჩი წავაგეთ, რაც იმ გუნდისთვის, რომელსაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა სურს, უბრალოდ, მიუღებელია.

ახლა ცუდი პერიოდი გვაქვს და მე ცვლილებების გაკეთება მომიწევს. არ შემეშინდება და ვიტყვი, რომ კრიზისში ვართ და ამ სიტუაციიდან გამოსვლა სწრაფად უნდა მოვახერხოთ".

მორიგი მატჩი მოიგო "ლიონმა" და პსჟ-ს სატურნირო ცხრილში გადაასწრო. გოლებით თავი ბაფეტემბი გომისმა და ლისანდრო ლოპესმა გამოიჩინეს.

"ოლიმპიკის" მწვრთნელი რემი გარდი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო:

"დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ. ბევრი საგოლე მომენტი არ გვქონია, მაგრამ რაც შევქმენით, იმით მაქსიმალურად ვისარგებლეთ.

მიუხედავად იმისა, რომ შემტევი ფეხბურთის თამაშს ვცდილობდით, დაცვაშიც საკმაოდ სოლიდურად გამოვიყურებოდით. ამის გამო კი უზომოდ კმაყოფილი ვარ".

საფრანგეთი. ლიგა 1. XIII ტური

ლორიანი-ლილი 2:0

გოლები: 1:0 ბურიონი (24), 2:0 კორნე (69)

პსჟ-რენი 1:2

გოლები: 0:1 ალესანდრინი (14), 1:1 ნენე (21), 1:2 ფერე (35)

აიაჩო-სოშო 0:1

გოლი: 0:1 ბუჰური (10-ს.კ.)

ტრუა-ნანსი 3:3

გოლები: 1:0 ნგოი (20), 1:1 პუიგრენიე (32), 1:2 მოლო (34), 1:3 ანდრე ლუისი (45), 2:3 ნივე (82), 3:3 ნივე (87-პენ) .

ევიანი-სტ. ეტიენი 2:2

გოლები: 0:1 გრადელი (10), 0:2 გრადელი (28), 1:2 რაბიუ (48), 2:2 ანგულა (80)

ბრესტი-ბასტია 3:0

გოლები: 1:0 ლ. ტურე (44), 2:0 ბენ ბასატი (61-პენ), 3:0 ლ. ტურე (67)

ვალანსიენი-მონპელიე 1:1

გოლები: 0:1 შარბონიე (16), 1:1 პუჟოლი (39)

ლიონი-რეიმსი 3:0

გოლები: 1:0 ვებერი (45-საკ. კარში), 2:0 გომისი (73), 3:0 ლ. ლოპესი (90)

ნიცა-ტულუზი 1:0

გოლი: 1:0 ცვიტანიჩი (60).

ბორდო-მარსელი 1:0

გოლი: 1:0 გუფრანი (52)

გაძევება: მენდესი (93. მარსელი)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ლიონი 12 7 4 1 23-11 25

2. ბორდო 13 6 6 1 18-10 24

3. პსჟ 13 6 5 2 19-10 23

4. მარსელი 12 7 2 3 16-11 23

5. სენტ ეტიენი 13 6 4 3 23-10 22

6. ვალანსიენი 13 6 4 3 27-15 22

7. რენი 13 7 1 5 18-16 22

8. ლილი 13 5 5 3 16-14 20

9. ტულუზი 13 5 4 4 20-16 19

10. ლორიანი 13 4 6 3 21-25 18

11. ნიცა 13 3 7 3 18-19 16

12. ბრესტი 13 5 1 7 14-18 16

13. რეიმსი 13 4 3 6 13-14 15

14. მონპელიე 13 3 5 5 18-18 14

15. აიაჩო 13 4 4 5 14-18 14

16. სოშო 13 4 2 7 13-19 14

17. ბასტია 13 4 2 7 19:32 14

18. ევიანი 13 3 3 7 15-22 12

19. ტრუა 13 1 5 7 14-25 8

20. ნანსი 13 1 3 9 8-24 6

შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები

10 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 7 - ბენ იედერი (ტულუზი); 6 - ერდინჩი (რენი), გომისი (ლიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
"სიტი" პსჟ-ს კიდევ ერთი ვარსკვლავის გადაბირებას ცდილობს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ