ქართველი ლეგიონერებისგან მსგავსი შედეგიანობით დიდი ხანია, აღარ ვართ განებივრებულები
სანდრო კობახიძე, ლევან ყენია, გურამ კაშია, ლადო დვალიშვილი, ბაჩანა ცხადაძე, გიორგი ალავერდაშვილი - ეს ის ქართველები არიან, რომლებმაც გასულ უქმეებზე საკუთარი კლუბების შემადგენლობაში გოლი გაიტანეს.

განვლილი შაბათ-კვირა მხოლოდ მათთვის არ ყოფილა წარმატებული. ჩვენი თანამემამულეებისთვის პოზიტიური ფაქტები სხვა მატჩებშიც მოხდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა.

ჩვენი ლეგიონერებისგან მსგავსი შედეგიანობით დიდი ხანია, აღარ ვართ განებივრებულები და იმედს დავიტოვებთ, რომ სულ მალე მსგავსი მონაგარი არა იშვიათობა, არამედ კანონზომიერება გახდება.

დავიწყოთ უკრაინით, სადაც ერთპიროვნული ლიდერის, დონეცკის "შახტარის" 15-მატჩიანი (!) გამარჯვებათა სერია კიევის "არსენალმა" შეწყვიტა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სანდრო კობახიძემ, რომელმაც შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შორეული ეფექტური დარტყმით საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა (იხილეთ ვიდეო).

მოედანი უგოლოდ არც ამჯერად დაუტოვებია ლევან ყენიას, რომელმაც 65-ე წუთზე "ვოლინის" კარი დალაშქრა და კობახიძის მსგავსად, ანგარიში მანაც 2:0 გახადა (იხილეთ ვიდეო).

რაღა თქმა უნდა, ყენიას ასეთი პროგრესი მეტად პოზიტიური ფაქტია.

"ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ თავისი გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი მხოლოდ დაცვაში საიმედო თამაშით კი არა, გოლითაც შეიტანა.

საქართველოს ნაკრების მცველმა თავი 46-ე წუთზე გამოიჩინა და არნემელები 2:1 დააწინაურა, საბოლოოდ კი "ვიტესმა" მოედანზე 8 კაცის ამარა დარჩენილი "ნეიმეგენი" 4:1 გაანადგურა.

ლადო დვალიშვილმა კი, რომელიც გარკვეული პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ეგვიპტესთან ამხანაგურ მატჩში დაუბრუნდა, "პოლონიას" ქულა გადაურჩინა.

მან "გორნიკის" კარი 56-ე წუთზე დალაშქრა, ანგარიში 1:1 გახადა და ეს შეხვედრა ასევე დასრულდა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილი "ინტერი", რომელმაც პრემიერლიგის გასულ ტურში "თურანს" 2:0 სძლია, 55-ე წუთზე კი ბაჩანა ცხადაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლიტვური "ბანგას" ფორვარდმა გიორგი ალავერდაშვილმა 87-ე წუთზე "შაულაის" კარში გამარჯვების გოლი გაიტანა - "ბანგამ" 2:1 მოიგო.

ნიკოლოზ გელაშვილი კვლავ არ ჩანს "ბოხუმის" 18-კაციან განაცხადში, ლევან მჭედლიძე კი რამდენიმეტურიანი პაუზის შემდეგ "ემპოლის" რიგებში გამოჩნდა.

"ალანიას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა შოთა გრიგალაშვილი ძირითადი შემადგენლობიდან სათადარიგო სკამზე გაამწესა, თუმცა შეცვლაზე თამაშის საშუალება მაინც მისცა.

სეზონის პირველი შეხვედრა ჩაატარა ფრანგული "ლე მანის" მეკარე გიორგი მაკარიძემ.

მისმა გუნდმა საფრანგეთის თასის ადრეულ ეტაპზე სტუმრად "ობერვილი" 3:0 გაანადგურა, ქართველმა კიპერმა კი, როგორც ანგარიშიდან ხედავთ, კარი მშრალად შეინახა.

შოთა არველაძემ "ქაშიმფაშას" თავისი ხელი აშკარად დაატყო - თურქული სუპერლიგის ბოლო ოთხ მატჩში მისმა გუნდმა მესამე გამარჯვება მოიპოვა (შუალედში ერთი ფრე იყო) და მესამე ადგილზე აღზევდა. "ქაშიმფაშამ" სტუმრად "აქჰისარს" 2:0 სძლია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gia
კარგია კარგია
rezo
ყველას ვულოცავ...განსაკუთრებით ყენიას ეს ბიჭი ნელნელა უბრუნდება ფორმას.. ყოჩაღ ბიჭებო ასე გავაგრძელოთ....
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა