ხანტი-მანსიისკში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე რაუნდის ორთაბრძოლები გაიმართა
ხანტი-მანსიისკში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე რაუნდის ორთაბრძოლები გაიმართა.

ქართველი დიდოსტატი ლელა ჯავახიშვილი შავი ფიგურებით ინდოელ ჰარიკა დრონოვალისთან დამარცხდა.

რადგანაც პირველი პარტია ყაიმით ჰქონდა დამთავრებული, ორი ტურის ჯამში 0.5:1.5 წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ერთი ვერცხლის ამარა

სლოვენიურ მარიბორში 18 ნოემბერს დამთავრდა 8-18 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა, რომელშიც 91 ქვეყნის 1584 წარმომადგენელი მონაწილეობდა. სამივე სინჯის მედლები კი 17 ქვეყნის გოგო-ბიჭებმა გადაინაწილეს.

ქართველთაგან ერთადერთი ჯილდო - ვერცხლის მედალი 14-წლიანებში ნინო ხომერიკმა მოიპოვა. ბოლო ტურის წინ ნინოს და ორ ინდოელს 8-8 ქულა ჰქონდათ.

ქართველმა მოჭადრაკემ 18 ნოემბერს თეთრი ფიგურებით უნგრელი ჰანა გალი დაამარცხა და 9 ქულას მოუყარა თავი. თავის მხრივ, მალაქშიმაც (ინდოეთი) იმარჯვა - ჩინელ მოფეი ჰუანს სძლია. რადგანაც აზიელს უკეთესი კოეფიციენტი აღმოაჩნდა, პირველ ადგილზეც ის გავიდა. ბრინჯაოს მედალიც ინდოელმა - მონიშამ დაიკავა.

ამ ასაკში კიდევ ორი ქართველი გოგონა მონაწილეობდა: 39. ნინო დახუნდარიძე (6) ქულა და 95. მაია მუმლაძე (4). ბიჭებში გიორგი სიბაშვილი კარგა ხანს ინარჩუნებდა საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსს, მაგრამ ბოლო ტურებში წაიფორხილა. მართალია, 18-ში თურქ ქან ალის აჯობა და 8 ქულა მოაგროვა, მაგრამ ეს მხოლოდ მე-6 ადგილისთვის ეყო. 6 ქულით 68-ე იყო ნოე თუთისანი.

პირველი-მეორე ადგილები 9-9 ქულით კალდენ ტროფიმ (აშშ) და არავინდ ჩადამბარამმა (ინდოეთი) გაინაწილეს.

ვიმედოვნებდით, რომ მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი მერი არაბიძე (18-წლიანები), რომელიც ასპარეზობის რეიტინგფავორიტი იყო, ამჯერადაც მედლით დაგვიბრუნდებოდა, მაგრამ ბოლო ტურში იგი იტალიელ მარინა ბრუნელოსთან დამარცხდა და 6,5 ქულით მე-16 ადგილით დაკმაყოფილდა. ჩემპიონობა რუსმა დიდოსტატმა ალექსანდრა გორიაჩკინამ (9,5) მოიპოვა. ვაჟებში 9 ქულით პირველობა დერიშ სვიუს (პოლონეთი) ერგო.

აქვე გაგაცნობთ სხვა ასაკებში ჩვენებურთა საბოლოო შედეგებს:

8-წლიანები: 16. დიანა ლომაია (7), 14. ნიკოლოზ კაჭარავა (7,5); ჩემპიონები გახდნენ: მოთაფა არადი (ირანი, 10,5) და ნოდირბეკ აბდუსატოროვი (უზბეკეთი, 10).

10-წლიანები: 10. ლუკა ობოლაძე (8), 33. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (7), 71. დავით კამკია (6). თერთმეტი შესაძლებლიდან 11 ქულით ოქროს მედალი ვიეტნამელ ჰოი ან ნგუენს ერგო.

12-წლიანები. 76. ლილე ქორიძე (5), 68. ირაკლი ახვლედიანი (6). ჩემპიონები: ვაიშალი (ინდოეთი, 9), სამუელ სევიანი (აშშ, 9).

16-წლიანები: 6. ნატო იმნაძე (8), 26. ანა შამათავა (6,5), 28. ირაკლი ბერაძე (6,5), 55. ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (5,5), 59. გიგლა ბენიძე (5,5). პირველი ადგილები 9-9 ქულით რუსებმა - ანა სტიშკინამ და ურიი ელისეევმა დაიკავეს.

მოპოვებული მედლები, საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. ინდოეთი - 8 (3 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო), 2. რუსეთი - 8 (3, 2, 3), 3. აშშ - 4 (2, 1, 1,). საქართველო ერთი ვერცხლით მე-10 ადგილზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა