"ლივერპული" აუცილებლად გაიყიდება, დირკ კუიტი და დანიელ აგერი კი დაშავდნენ..."
გადაწყდა, "ლივერპული" გაიყიდება, დირკ კუიტი და დანიელ აგერი კი დაშავდნენ...

"სანი" დილიდანვე წრედა, რომ ტომ ჰიკსმა და ჯორჯ ჯილეტმა როგორც იქნა "ლივერპულის" გაყიდვაზე თანხმობა განაცხადეს - ჰიკსი და ჯილეტი, მოგეხსენებათ, მერსისაიდული კლუბის ამერიკელი მეპატრონეები არიან, რომელთა ხელში "ლივერპულს" დიდძალი ვალი დაუგროვდა და პრემიერლიგის ცხრილშიც შოკისმომგვრელად დაბალ, მე-18 პოზიციაზე დაეშვა.

მოკლედ მოგახსენებთ რა ხდება: როგორც იცით, ჰიკსს და ჯილეტს, კლუბის დირექტორატის ინგლისელი წევრები დაუპირისპირდნენ. ამერიკელ მეპატრონეებს დირექტორატის ორი წევრის შეცვლა და ახალი, მორჩილი დირექტორატის გადაწყვეტილებით "წითლების" აზიელი ბიზნესმენისთვის მიყიდვა უნდოდათ, მაგრამ კლუბის თავმჯდომარემ მარტინ ბრაფტონმა არათუ ბრძანებას არ მოაწერა ხელი, პირიქით, ძველ დირექტორატთან ერთად "ლივერპულის" New England Sports Ventures-თვის მიყიდვას დაუჭირა მხარი.

ეს New England Sports Ventures ამერიკული კორპორაციაა, რომელსაც ბიზნესმენი ჯონ ჰენრი უდგას სათავეში. ამრიგად "ენფილდ როუდზე" წარმოიშვა დაპირისპირება და შეიქმნა საშიშროება: თუ სასამართლო ჰიკსისა და ჯილეტის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, კლუბს გადაუხდელი ვალების გამო გაკოტრებულად გამოაცხადებდნენ და ადმინისტრატორებს გადასცემდნენ, რაც "ლივერპულისთვის" პრემიერლიგის ცხრილში 9 ქულის ავტომატურად ჩამოკლებასაც გამოიწვევდა. ერთი სიტყვით, გუნდი შავ დღეში ჩავარდებოდა და... სწორედ აქ გამოიჩინეს ჰიკსმა და ჯილეტმა დიდსულოვნება. მათ პირობა დადეს, რომ "ლივერპულს" ადმინისტრატორების ხელსი სასამართლოს არც ერთი გადაწყვეტილების შემთხვევაში არ ჩააგდებდნენ.

თუმცა, როდესაც ადამიანს ან ორგანიზაციას, ამ შემთხვევაში კლუბს უიღბლო პერიოდი უდგას, ეს მის ცხოვრებაზე მრავალმხრივ აისახება - მერსისაიდელებს ჰოლანდიის ნაკრებში გაშვებული დირკ კუიტი დაუშავდათ სერიოზულად. ჰოლანდიის ნაკრებმა შინ შვედებს მოუგო 4:1 და ამ შეხვედრაში "ლივერპულის" ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა შვედთა "დახმარების" გარეშე ფეხის დადგმის დროს ისე იტკინა კოჭი, რომ წლეულს ნამდვილად ვეღარ ითამაშებს. ჰოლანდიელთა თავკაცმა ბერტ ვან მარვიიკმა თამაშის დამთავრებისთანავე უთხრა ჟურნალისტებს:

"რაც ვნახე, სერიოზულ ნატკენს ჰგავდა".

"ლივერპულის" თავკაცს როი ჰოჯსონს კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია დანიიდან ჩამოუტანეს, სადაც დანიის ნაკრებმა კვირპოსს 2:0 მოუგო და ამ შეხვედრაში დანიელ აგერმა საზარდული დაიზიანა. აგერი 39-ე წუთზე შესაცვლელი გახდა და კვირას მისი მერსისაიდულ, უფრო ზუსტად კი ლივერპულის დერბიში მონაწილეობა გამორიცხულია.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა