სერია A-ს გასული ტური ყველაზე წარმატებული "ფიორენტინასთვის" გამოდგა
სერია A-ს გასული ტური ყველაზე წარმატებული "ფიორენტინასთვის" გამოდგა.

ლიდერთა სამეულის ფრეების ფონზე ფლორენციელთა გამარჯვებას განსაკუთრებული ფასი დაედო და შედეგად, "ვიოლა" სატურნირო ცხრილის სამეულში აღმოჩნდა.

ამასთან, ვინჩენცო მონტელას გუნდმა ლიდერთან სხვაობა ორი ქულით შეამცირა და ხუთ ქულამდე დაიყვანა. ეს ის დისტანციაა, რომლის აღმოფხვრაც სავსებით შესაძლებელია - თუ, რა თქმა უნდა, "ფიორენტინა" ასევე გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ ფლორენციელებმა ბოლო რანდენიმე შეხვედრა სტევან იოვეტიჩის გარეშე ჩაატარეს, რაც გუნდის შედეგიანობაზე უარყოფითად არ ასახულა... აი,. რას ფიქრობს ამ ყველაფერზე "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა:

"დავამტკიცეთ, რომ წარმატებით თამაში სტევან იოვეტიჩის გარეშეც შეგვიძლია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩერნოგორიელი რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, ამას წყალი არ გაუვა.

ყველაფერი იმაზე უფრო კარგად მიდის, ვიდრე წარმოგვედგინა, რაც სწორი და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია. ვიბრძოლებთ თუ არა სკუდეტოსთვის? - ის, რომ ამაზე გულშემატკივრები ლაპარაკობენ, უკვე დიდი გამარჯვებაა, რადგან ბოლო წლებში "ფიორენტინას" უმაღლესი მიზნისთვის არ უბრძოლია.

ეს იმის მანიშნებელია, რომ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით წინ. თუმცა, პირადად მე, სკუდეტოზე საერთოდ არ ვფიქრობ და ერთადერთი, რაც მაღელვებს, ის ხარვეზებია, რომლებიც ჯერ კიდევ ბლომად შეინიშნება ჩვენს თამაშში. პროგრესი უნდა გავაგრძელოთ და ყველაფერი კარგად იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა