ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტურის შეჯამება: ალექს მაიერის აღმაფრენა

გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტურის შეჯამება: ალექს მაიერის აღმაფრენა

ბუნდესლიგის თითქმის ყველა სეზონში არის ხოლმე ერთი გუნდი, რომელიც პირველ ტურებში ყველას აოცებს კარგი თამაშითა და შედეგებით
ბუნდესლიგის თითქმის ყველა სეზონში არის ხოლმე ერთი გუნდი, რომელიც პირველ ტურებში ყველას აოცებს კარგი თამაშითა და შედეგებით, დიდხანს ინარჩუნებს ხოლმე პოზიციებს მოწინავე სამეულში ან, მინიმუმ, ხუთეულში და როგორც წესი, მხოლოდ სეზონის მეორე ნახევარში ბრუნდება იქ, სადაც სეზონის დაწყებამდე მოიაზრებდნენ.

წელს ასეთი გუნდი ელიტაში ახლახან დაბრუნებული ფრანკფურტის "აინტრახტია", რომელიც ახლა თუ არა, მეორე წრეში მაინც გაიზიარებს წინამორბედი "სენსაციონერების" ბედს, მაგრამ დარჩება ფაქტი: "აინტრახტი" გუნდია! და ამ გუნდს ჰყავს ლიდერი, რომელიც დიდი ხანია, ფრანკფურტული კლუბის ღირსებას იცავს და რომელიც აქამდე ყურადღების ცენტრში იშვიათად ექცეოდა. ალექს მაიერს ვგულისხმობთ...

მეკარე მეკარისთვისაო

მანუელ ნოიერი ტელეკომპანია ARD-ის ჟურნალისტს რომ გაუბრაზდა, ამის შესახებ 19 ნოემბერს, ბუნდესლიგის ტურის მიმოხილვაშიც ვწერდით, მაგრამ მაინც გაგახსენებთ, რომ "ბაიერნის" მეკარე მაშინ აიჭრა, როცა კორესპონდენტმა უთხრა, ფოილნერის გოლში ბრალი მიგიძღვისო.

"მაშაყირებთ? - გაოცდა რეკორდმაისტერის კარის დარაჯი, - ბურთი კომიკურად გამოფრინდა და ფეხბურთში კარგად გარკვეული სპეციალისტი ამ გოლს მე არ დამაბრალებდა!"

შეეძლო თუ არა ნოიერს ფოილნერის დარტყმის მოგერიება, ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდვია - ნახეთ გოლი და განსაჯეთ.

აქ კი სულ სხვა რამეზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება: მატჩის შემდეგ "ნიურნბერგის" მეკარე რაფაელ შეფერმა ნოიერის მხარე დაიჭირა - გულახდილად უნდა ვთქვათ, რომ მარკუსის დარტყმა აუღებელი იყოო...

სტევენსი აბობოქრდა

ვინც ფიქრობდა, ჰუუბ სტევენსი ასაკის მატებასთან ერთად უწყინარ დათვად გადაიქცაო, შაბათს დარწმუნდებოდა, რომ შეცდა.

"შალკეს" "ბაიერნთან" ჩამორჩენის შემცირება შეეძლო, მაგრამ გელზენკირხენელებმა ლევერკუზენში ამაზრზენად ითამაშეს და 0:2 დამარცხდნენ; სტევენსმა კი ჯერ თავისი შეგირდები, ფარფანი და ჰოლტბი გასახდელში კინწისკვრით გაყარა, თამაშის შემდეგ კი შეგირდები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა: "იმდენად ცუდად ითამაშეს, უფლება რომ მქონოდა, სამს კი არა, ცხრა ფეხბურთელს შევცვლიდი!" - ყვიროდა ჰოლანდიელი პრესკონფერენციაზე და შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რაოდენ მძიმე ვარჯიშები ელით ამ კვირაში "შალკეს" ფეხბურთელებს...

როელის ბრწყინვალე... ავტოგოლი

ავტოგოლები ბევრნაირი არსებობს. საკუთარი კარის დალაშქვრა ყოველთვის საშინელებაა, მაგრამ თვითონ გოლი შეიძლება ძალიან ცუდი იყოს, ანაც, ძალიან ლამაზი. მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მცველმა როელ ბრუვერსმა კი შაბათს ულამაზესი, ეფექტური ავტოგოლი გაიტანა.

ჩაწოდებას ისე დახვდა, როგორც ალღოიანი თავდამსხმელი, ბურთი კი ჯერ ძელს მოხვდა და მერეღა გაეხვია მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარის ბადეში. ბრუვერსის ამ ავტოგოლით "შტუტგარტი" "ბორუსია პარკზე" 2:1 დაწინაურდა და ამ მატჩის საბოლოო ანგარიშიც ესაა.

ალექს მაიერის ახალი მეტსახელი

ფრანკფურტელი ალექს მაიერი აქამდე ისეთ ფეხბურთელად მიიჩნეოდა, როგორებზეც ამბობენ ხოლმე, მეორე ბუნდესლიგისთვის ბრწყინვალეა, პირველისთვის კი - ცუდიო. მაიერს ყველა ისე იცნობდა, როგორც საშუალოზე ოდნავ დაბალი დონის შემტევ ნახევარმცველს. ახლა კი მთელი საფეხბურთო გერმანია მასზე ლაპარაკობს.

მაიერმა, რომელიც წლებია, "აინტრახტის" ღირსებას იცავს და ამ გუნდის ლიდერად იწოდება, შაბათს სეზონის მესამე დუბლი ("ჰოფენჰაიმთან", "ფრაიბურგთან", ახლა კი "აუგსბურგთანაც") შეასრულა, 9 გოლი დაუგროვდა და ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში ბაიერნელ მარიო მანჯუკიჩთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. ალექს მაიერის გოლუხვობა კი, ამავდროულად, "აინტრახტის" სენსაციური სვლის (მესამე ადგილი 12 ტურის შემდეგ) ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია.

ამ ყველაფრის შემდეგ მან ახალი მეტსახელი მიიღო: "აინტრახტის" კაპიტანმა პირმინ შვეგლერმა თქვა, გუნდში "დუბლ-მაიერს" ვეძახითო. ვერაფერს იტყვი, კრეატიული მეტსახელია...

ქალები, მანქანები და გიოტცე

19 ნოემბერს გერმანული ტაბლოიდი "ბილდი" წერდა: "საყოველთაოდ ცნობილ გამონათქვამს - ყველაფერი ქალებისა და ავტომობილების გარეშემო ტრიალებს, რადგან ქალები და ავტომობილები გვაბედნიერებენ - შევცვლიდით და თანაც ასე: "ყველაფერი ქალების, ავტომობილების და გიოტცეს სოლორეიდების გარშემო ტრიალებს, რადგან ქალები, ავტომობილები და გიოტცეს სოლორეიდები გვაბედნიერებენ."

ვინც მარიოს გოლი ნახა და ამ მოსაზრებას არ დაეთანხმება, "შალკეს" ფანი უნდა იყოს...

ისევ ის ალოფსი, ოღონდ სხვა "ვ"

მას ისევ თბილი ქურთუკი ეცვა, რომელსაც ისევ ასო-ბგერა "ვ" ამშვენებდა და მისი გუნდის თითოეულ გოლზე კვლავ მუშტშემართული ხტოდა. კლაუს ალოფსი კვირას წინა კვირის კლაუს ალოფსისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ მის ქურთუკზე წაწერილი ასო-ბგერა "ვ" არა "ვერდერს", არამედ უკვე "ვოლფსბურგს" ეკუთვნოდა.

ალოფსმა "ვერდერში" 13 წელი იმუშავა. ვნახოთ, რამდენი წელი იმუშავებს "ვოლფსბურგში"...

XII ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით

(4-2-3-1)

ბენალიო (ვოლფსბურგი) - კარვახალი (3) (ლევერკუზენი), შტრანცლი (2) (ბორუსია /მ/), კიაერი (2) (ვოლფსბურგი), ჰოსოგაი (ლევერკუზენი) - რაინარტცი (ლევერკუზენი), დე ბრუინი (2) (ვერდერი) - გიოტცე (2) (ბორუსია /დ/), ა. მაიერი (2) (აინტრახტი), შიურლე (ლევერკუზენი) - ლევანდოვსკი (2) (ბორუსია /დ/)

XII ტურის გმირი

ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი)

ათი გოლი ბუნდესლიგის ერთ სეზონში ალექს მაიერის პირადი რეკორდია, რომლის გაუმჯობესების იმედი 29 წლის შემტევ ნახევარმცველს აღარ ჰქონდა.

ახლა კი, მიმდინარე სეზონის 12 ტურის შემდეგ, მის ანგარიშზე უკვე 9 გოლია და გერმანიაში კაციშვილს აღარ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ალექსი პირად რეკორდს გააუმჯობესებს.

თანაც, "აინტრახტში" პენალტისტიც მაიერია და ამ სეზონში თერთმეტმეტრიანი უკვე ორჯერ დაარტყა და ორივე შემთხვევაში გაიტანა.

ალექსის, როგორც ფეხბურთელის, მთავარი პლუსები ძლიერი, როგორც იტყვიან, დაყენებული დარტყმა, დაუღლელობა და ბრძოლის უნარია. "აუგსბურგთან" 3:1-ზე მოგებულ მატჩში მან მორიგი, ამ სეზონში უკვე მესამე დუბლი შეასრულა და საფეხბურთო გერმანია საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, რომ უკვე ელიტისთვის მომწიფებული ფეხბურთელია.

საუკეთესო ფეხბურთელები

XII ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება

1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 7 1.71

2. კევინ ტრაპი აინტრახტი 12 2.13

3. რენე ადლერი ჰამბურგი 12 2.17

4. თომას მიულერი ბაიერნი 11 2.35

5. აარონ ჰანტი ვერდერი 12 2.38

6. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 11 2.50

7. სებასტიან როდე აინტრახტი 12 2.50

8. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ბორუსია (დ) 8 2.57

9. დიეგო ბენალიო ვოლფსბურგი 12 2.58

10. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 12 2.59

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა

1. თომას მიულერი ბაიერნი 11 7 7 14

2. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 11 3 7 10

3. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 12 8 2 10

4. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 11 7 3 10

5. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 11 9 1 10

6. ალექსანდერ მაიერი აინტრახტი 12 9 1 10

7. აარონ ჰანტი ვერდერი 12 6 3 9

8. მარკო როისი ვერდერი 12 6 3 9

9. ფრანკ რიბერი ბაიერნი 7 3 6 9

10. ადამ სალაი მაინცი 12 8 1 9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა

ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა

კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის

მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს

[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....

18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა

16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება

"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია

"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია

"ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია" - გულიტმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა

"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე

"გოლების გატანა ლა ლიგაში უფრო მარტივია, ვიდრე საუდის არაბეთში" - რონალდო

მექვაბიშვილის კაცნაკლულმა "უნივერსიტატეამ" ვენაში "რაპიდს" მოუგო

კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა

კიტეიშვილი შეცვალეს - "შტურმმა" "ნოტინგემთან" ქულები გაიყო

[ეროვნული ლიგა] XXXII ტურის ანონსი

თორნიკე შენგელიამ შეიძლება "რეალთან" ითამაშოს

მესის მაიამის გასაღები გადასცეს

მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება