სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზედიზედ მეორე სეზონი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა
სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზედიზედ მეორე სეზონი დაასრულა პირველი ჩოგანის რანგში.

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ მან კარიერაში 34-ე ტიტული მოიპოვა.

ლონდონში ტრიუმფის შემდეგ ნოვაკმა ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, რის წყალობით მოახერხა ამ გამარჯვების მოპოვება...

- როგორ შეაფასებთ თქვენს მიერ ლონდონში ნაჩვენებ თამაშს?

- მთელი კვირის განმავლობაში შესანიშნავ თამაშს ვაჩვენებდი. პირველი მატჩის დროს კორტზე გარკვეულ დისკომფორტს ვგრძნობდი, მაგრამ შემდეგ შევძელი ენდი მიურეის დამარცხება.

ამან უდიდესი დამაჯერებლობა მომიტანა. ამის შემდეგ ყოველ მატჩთან ერთად ვგრძნობდი, რომ ოპტიმალურ ფორმაში შევდიოდი.

- წელს ყოველთვის არ გამოგდიოდათ კარგი თამაში. რაშია საქმე? ფიზიკურად არ იყავით ბოლომდე მზად თუ თქვენი მოტივაცია აღარ არის საკმარისად მაღალი?

- ამის ახსნა რთულია. წინასწარ ვერ ივარაუდებ, რა იქნება, რადგან ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორი მატჩი გამოდის, ვინ არის შენი მოწინააღმდეგე და რამდენად კარგად გრძნობ თავს. ვცდილობ, მოვამზადო ინდივიდუალური ტაქტიკური გეგმა ყოველი მეტოქისთვის.

- ზედიზედ მეორე სეზონი დაასრულეთ პირველი ჩოგანის რანგში. შეგეძლოთ გევარაუდათ, რომ ამის გაკეთებას შეძლებდით?

- ეს ორი გრძელი წელი იყო, მაგრამ ორივე წარმატებული. არ ვიცოდი, ბრწყინვალე 2011 წლის შემდეგ რა შედეგებს ვაჩვენებდი, მაგრამ მჯეროდა იმ გამოცდილებისა, რომელიც "დიდი სლემის" ტურნირების მოგების შემდეგ მივიღე.

ეს ჩემი დრო იყო, ჩემი მომენტი, უნდა დამეჯერებინა საკუთარ შესაძლებლობების. მთელი ეს სეზონი ჩემთვის წარმატებული გამოვიდა, თუმცა ასევე იყო დასანანი წაგებები დიდ ტურნირებზე, მაგალითად, "დიდი სლემის" ორი ჩემპიონატის ფინალში.

საბოლოოდ, ეს იყო ფანტასტიკური წელი. ბევრი სირთულე შემხვდა როგორც კორტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მამის ავადმყოფობის შესახებ ტურნირის წინ გავიგე, მაგრამ მაინც მინდოდა მისი გულისთვის თამაში. ამიტომაც ვიხარჯებოდი ბოლომდე, განსაკუთრებით, ფინალში. ეს ტიტული მამაჩემს მივუძღვენი.

- მამა ახსენეთ. ვიცი, რომ არ მოგწონთ მისი ჯანმრთელობის შესახებ ლაპარაკი. ახლა შეგიძლიათ მოგვიყვეთ უფროსი ჯოკოვიჩის მდგომარეობას შესახებ?

- ახლა ყველაფერი წესრიგშია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი - მიმაჩნია, რომ ეს არ არის პრესის განსახილველი თემა. ეს პირადია, რადგან ოჯახის საქმეა. არ მაქვს სურვილი, ადამიანებმა მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვა დაიწყონ. არადა, ბოლო რამდენიმე კვირაა, სწორედ ასე ხდება.

რაღაც მომენტში სიტუაცია მართლაც არასახარბიელო იყო. არ ვიცოდით, რა მოხდებოდა ხვალ, მაგრამ ახლა ის კარგადაა, გამოჯანმრთელების გზაზეა, თუმცა ჯერაც რეანიმაციაში რჩება. მინდა ლონდონის თასი ჩავუტანო და ვაიძულო, გაიღიმოს.

- როგორ შეფასებას მისცემდით ამ სეზონს და რა მიზნები გაქვთ 2013 წელს?

- ამ მომენტისთვის საერთოდ არ მინდა მომდევნო სეზონზე ფიქრი. უბრალოდ, მინდა დავტკბე ბოლო გამარჯვებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

ამ სეზონმა მომცა ის, რომ თავს კორტზე კიდევ უფრო უკეთ ვგრძნობ. ეს საშუალებას მომცემს, მომავალში უფრო მეტი დიდი ტურნირი მოვიგო.

ჩემი მიზნები, ამბიციები და მოლოდინი - ყოველთვის მაღალია. ახლა დრო მჭირდება ძალების აღსადგენად, რადგან ამ სეზონმა ძალიან ბევრი ენერგია წაიღო. დარწმუნებული ვარ, ავსტრალიას კარგ ფორმაში შევხვდები.

- რამდენიმე დღით ბრაზილიაში მიემგზავრებით. ვიცით, რომ იქ ფეხბურთიც უნდა ითამაშოთ. რამდენად კარგად გამოგდით ეს საქმე? გყავთ საყვარელი ბრაზილიელი ფეხბურთელები?

- ბრაზილია - ერთ-ერთი ყველაზე დიადი და წარმატებული ქვეყანაა ფეხბურთის ისტორიაში. იქ ეს სპორტის ეროვნული სახეობაა.

ეს იქნება ჩემი პირველი ვიზიტი ბრაზილიასა და რიო-დე-ჟანეიროში. ვაპირებ საჩვენებელი მატჩის გამართვას გუსტავო კუერტენთან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ შეხვედრას რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი დაესწრება - კაფუ, ბებეტო, ზიკო...

ფეხბურთის დიდი ფანი ვარ. მიყვარს სპორტის ეს სახეობა. ხანდახან დიდ მოედანზეც მითამაშია, მაგრამ საშინელი ფეხბურთელი ვარ.

- თქვენ იტალიის დიდი გულშემატკივარი ხართ და "მილანს" ქომაგობთ. ამ ქვეყანასაც უყვარხართ. რა ურთიერთობა გაქვთ იტალიასთან?

- მთელი ჩემი ცხოვრებისა და კარიერის განმავლობაში ამ ქვეყანაში ბევრი დრო მაქვს გატარებული. ვვარჯიშობდი ფლორენციაში და, რა თქმა უნდა, ყოველ წელს ჩავდივარ რომში იქაურ "მასტერსში" სათამაშოდ.

ამჟამად მე და ჩემი შეყვარებული მონტე კარლოში ვცხოვრობთ, ეს კი იტალიასთან ძალიან ახლოსაა. იქ ბევრს დროს ვატარებთ, იტალიურ ენაზე ვსაუბრობთ და ძალიან გვიყვარს ეს ქვეყანა.

ჩემი აზრით, იტალიელი და სერბი ხალხის მენტალიტეტი ძალიან ახლოსაა. ძალიან მიყვარს იქაური სამზარეულო.

- ძალიან გვინდა თქვენი და რაფაელ ნადალის მეტოქეობის ხილვა...

- საჩოგბურთო სამყაროს ძალიან აკლია რაფა. ის საყოველთაოდ აღიარებული ჩოგბურთელი და ათლეტია, ძალიან პოპულარული; მის მატჩებზე ბევრი გულშემატკივარი დადის და მასთან რთულია მეტოქეობა. ის უკვე გახდა ლეგენდა, არადა, მხოლოდ 26 წლისაა.

როგორც ჩანს, მისი ტრავმა სერიოზულია, რადგან სეზონის მეორე ნაწილი მთლიანად გამოტოვა. იმედია, იანვრისთვის მწყობრში ჩადგება და შევძლებთ ავსტრიალიაში მასთან შეხვედრას. ის იმსახურებს კარიერის გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ, ყველა ბედნიერი იქნება მისი კორტზე ხილვით.

P. S. ჯოკოვიჩმა უკვე მოასწრო ბრაზილიაში ვიზიტი. იქ ლეგენდარულ გუსტავო კუერტენთან ჩაატარა საჩვენებელი მატჩი; მისი პაროდიაც შემოგვთავაზა, ბოლოს კი ფეხბურთიც ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა