"ატლანტას" ქართველმა ცენტრმა მოედანზე 22 წუთში 8 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა
ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ ჰოუქსმა" NBA-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ცენტრი, რომელიც სათადარიგო იყო და მოედანზე 22 წუთი გაატარა, თავის გუნდში საუკეთესო მომხსნელი გახდა.

ატლანტელებმა 4-მატჩიანი წარმატებული დასავლური ტურნეს შემდეგ შინ პირველად ითამაშეს და გულშემატკივარი კვლავ გაახარეს.

ჯორჯიელების მეტოქე მზიანი ფლორიდის წარმომადგენელი "ორლანდო" იყო, რომელიც დუაიტ ჰოვარდისა და ჯეისონ რიჩარდსონის წასვლის შემდეგ რიგით გუნდად იქცა. "ატლანტამ" ფლორიდელი "ჯადოქრები" 81:72 დაამარცხა.

ფაჩულიამ გასული 2 მატჩი ხუთეულში ითამაშა, თუმცა "ორლანდოსთან" მატჩში ის კვლავ სათადარიგოდ ვიხილეთ.

ამჯერად მწვრთნელმა უკანახაზელებზე გააკეთა აქცენტი და ხუთეულში დევინ ჰარისისა და ჯეფ ტიგის სახით 2 ნომინალური გამთამაშებელი გაამწესა, რომლებსაც მსროლელი კაილი კორვერი შეუწყვილა.

წინა ხაზში ტრადიციულად ჯოშ სმიტი და ალ ჰორფორდი განლაგდნენ. ფაჩულია ჰორფორდს ენაცვლებოდა და მთლიანობაში მასზე (25 წუთი) 3 წუთით ნაკლები ითამაშა.

ჰორფორდმა 15 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა შეხვედრა, ხოლო ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, 8 ქულა დააგროვა და ამას 11 მოხსნა მოაყოლა. მისი სახელის გასწვრივ ოქმში 1 პასი და 2 დაკარგვაც იყო.

"ატლანტა" 5 მოგებითა და 4 მარცხით საკუთარ, სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში "შარლოტთან" II-III ადგილებს იყოფს, ხოლო სრულიად აღმოსავლეთ კონფერენციაში იმავ "შარლოტთან" და "ბოსტონთან" VI-VIII ადგილების მოზიარეა.

მომდევნო მატჩი ატლანტელებს ლიგის ერთადერთ გაუმარჯვებელ გუნდ "ვაშინგტონთან", 21 ნოემბერს, შინაურ "ფილიპს არენაზე" ელით.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა