"მაჰანის" ქართველმა კალათბურთელმა ყოფილი გუნდის დამარცხებაში ლომის წვლილი შეიტანა
ირანის ჩემპიონატში ნიკა ცქიტიშვილმა საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა.

ბოლო ტურში ცქიტოს "მაჰანი" მის ყოფილ კლუბ "მაჰრამს" შეხვდა. შეგახსენებთ, რომ მაჰრამელებთან ერთად გასულ სეზონში ცქიტიშვილმა სპარსეთის ჩემპიონობა მოიპოვა.

პირველადგილოსნებთან "მაჰანის" შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებული ბოლო წამზე გამოვლინდა. შეხვედრის ბედის გადაწყვეტა ნიკა ცქიტიშვილმა ითავა, რომელმაც ბოლო ტყორცნა ზუსტად შეასრულა და "მაჰანს" 66:64 მოაგებინა.

ქართველმა თავდამსხმელმა 30 წუთში 17 ქულა მიითვალა, 6-დან 4 ორქულიანი და 5-დან 2 სამიანი ჩააგდო, რასაც 3 საჯარიმო მიამატა.

წარმატებული მატჩი ჩაატარა სერგო ათუაშვილმაც, რომელიც ირანული "ქეშმის" ღირსებას იცავს. 224 სმ სიმაღლის ქართველმა "სეპაჰანთან" სტუმრად გამართულ მატჩში მხოლოდ 10 წამი დაისვენა და ორმაგ დუბლს გამორჩა - 16 ქულა, 11 მოხსნა, 10-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო - ასეთია სერგოს შეტევითი მაჩვენებელი.

რაც მთავარია, ათუაშვილის გარჯამ შედეგი გამოიღო და "ქეშმიმ" 89:83 გაიმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა