24 წლის ქართველი თავდამსხმელი ლიტვის ჩემპიონატის მე-6-ეადგილოსან "ბანგადან" გაცილებით მაღალი დონის კლუბში, ტირგუ-ჟიუს "პანდურიში" გადავიდა
გიორგი ალავერდაშვილი ლიტვის ჩემპიონატის მე-6-ეადგილოსან "ბანგადან" გაცილებით მაღალი დონის რუმინულ კლუბში, ტირგუ-ჟიუს "პანდურიში" გადავიდა.

24 წლის ქართველმა თავდასხმელმა რუმინული კლუბის ყურადღება ლიტვაში ნაჩვენები შთამბეჭდავი სტატისტიკური მაჩვენებლით მიიქცია: ალავერდაშვილმა "ბანგაში" ჩატარებულ 15 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.

წარმატებული სეზონის შემდეგ პოლონეთის, გერმანიის, უკრაინის, საბერძნეთის კლუბებიც დააინტერესა და რამდენიმე დღის წინ გვითხრა, სიახლეებს ველოდები და ჩემი ტრანსფერი 2 კვირაში გადაწყდებაო.

ყველაფერი უფრო სწრაფად მოხდა. 19 ნოემბერს გიორგიმ ახალი ამბავი გაგვიმხილა:

"რუმინულ "პანდურისთან" კონტრაქტი დღეს გავაფორმე. იყო სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ჩემი ახალი კლუბი ქვეყნის ჩემპიონატში მე-3 ადგილზე იმყოფება და საკმაოდ ძლიერი გუნდია.

შეთანხმებას ხელი ოფციონის წესით (0,6+2) მოვაწერე...

არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ. ლამის ოთხწლიანი ჩავარდნის შემდეგ ბევრმა ხაზი გადამისვა, მაგრამ ლიტვა მშვენიერ ტრამპლინად გამოვიყენე და მიმაჩნია, რომ საკმაოდ სოლიდურ ლიგაში გადავედი.

რუმინული ფეხბურთის დონეზე მეტყველებს ამ ქვეყნის კლუბებისა და ეროვნული ნაკრების წარმომადგენელთა გამოსვლები - კლუბები ლამის ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხვდებიან, ეროვნული ნაკრები კი - ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე. მაგალითად რომ მოვიყვანო, პოლონეთში თამაშს რუმინეთის ჩემპიონატის სამეულის გუნდში გადასვლა მერჩივნა".

16 ტურის შემდეგ ტირგუ-ჟიუს "პანდურიმ" 30 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზეა, მაგრამ კონკურენტ პლოეშტის "ასტრაზე" (31 ქულა) ერთით ნაკლები შეხვედრა ჩაატარა, ლიდერ "სტიაუას" კი 41 ქულა აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ალავერდაშვილის ხუთი ევროპული ვარიანტი

გიორგი ალავერდაშვილის გოლი ლიტვაში საუკეთესოდ აღიარეს

გიორგი ალავერდაშვილი: ვითარება "ბანგაში" უნდა გამოვასწორო

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა