ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რატომ გაუღიმეს ფეხბურთის ღმერთებმა ესპანეთს

რატომ გაუღიმეს ფეხბურთის ღმერთებმა ესპანეთს

მიუხედავად იმისა, რომ "ფურია როხამ" მეოთხედფინალში პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ კარგად ვერ ითამაშა...

ფურია როხას ლორენტე სჭირდება

მიუხედავად იმისა, რომ "ფურია როხამ" მეოთხედფინალში პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ კარგად ვერ ითამაშა, ესპანური მედია ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს მაინც დადებითად გამოეხმაურა. მთავარი მაინც შედეგია და ეს შედეგი საესპანეთო იყო, თანაც როგორ! - გუნდი ისტორიაში პირველად გავიდა მუნდიალის ნახევარფინალში. ესპანურმა მედიამ დავიდ ვილია და იკერ კასილასი ლამის ეროვნულ გმირებად მონათლა, დააფასეს ანდრეს ინიესტას კარგი თამაშიც. პირველმა მუნდიალზე მე-5 გოლი გაიტანა, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა ამ მატჩში, მეორემ კი პენალტი და სანტა კრუსის ახლო მანძილიდან დარტყმული მოიგერია. ესპანური გაზეთები სხვადასხვა სათაურებით გამოვიდა, რომელშიც ყველაზე მეტად სჭარბობდა სიტყვები "ოქროს ასოები". ისე, ყველაზე მოხდენილი სათაური ესპანელთა წარმატებას "ნიუ იორკ თაიმსმა" უძღვნა - "ფეხბურთის ღმერთებმა ერთხელ ესპანეთსაც გაუღიმეს"...

ესპანეთის ნაკრების ყველაზე დიდი მიღწევა 1950 წლის მუნდიალზე დაკავებული მე-4 ადგილია, დელ ბოსკეს გუნდს უკვე "ჯიბეში აქვს" აღნიშნული წარმატების გამეორება, თუმცა ამაზე არც არავინ ფიქრობს - "ფურია როხას" მეტი სურს. 1950 წელს მუნდიალზე ფინალური ჯგუფური ეტაპი იყო, რომელშიც ოთხი გუნდი მონაწილეობდა, ესპანეთYის ნაკრებმა იქ ბოლო ადგილი დაიკავა. ბოლო წლებში ესპანეთის ნაკრებს მუდამ ძალიან ცოტა აკლდებოდა წარმატების მიღწევამდე, ხშირად ეს სწორედ იღბალი იყო. 1994 წელს ბოსტონში იტალიასთან მეოთხედფინალურ მატჩში "ფურია როხა" დრამატულად დაემშვიდობა ჩემპიონატს, 1:1-ზე ესპანეთის ნაკრების უპირატესობა აშკარა იყო, ხულიო სალინასმა ჯანლუკა პალიუკასთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა, ბოლოსკენ კი რობერტო ბაჯომ კლასიკური კონტრშეტევით დასაჯა ესპანეთის ნაკრები. მატჩის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე მარიო ტასოტიმ იდაყვით ცხვირი გაუხეთქა ლუის ენრიკეს, თუმცა მსაჯებმა ეპიზოდი "ვერ დაინახეს" (შემდეგ ტასოტის 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს). 1998 წელს ნანტში ესპანელებს სულაც ტრაგედია მოუვიდათ, ნიგერიის ნაკრებმა ჯგუფში ჩატოვა. გუნდის გულშემატკივრები ახლაც დანანებით იხსენიებენ 2002 წლის მუნდიალს, როცა "ფურია როხა" აშკარად დაჩაგრეს მასპინძელი სამხრეთ კორეის ნაკრების წინააღმდეგ მეოთხედფინალში. ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ "ცუდი თამაშითაც" გადალახული "დაწყევლილი" მეოთხედფინალი ესპანელთათვის საკმარისი მიზეზია არ იფიქრონ ფეხბურთელებისა და გუნდის თამაშის კრიტიკაზე. "ცუდი თამაში" ვთქვით და მეორე ტაიმში იყო ეპიზოდი, როცა "ფურია როხამ" ზედიზეც 19 ზუსტი პასი გააკეთა (უმთავრესად მეტოქის ნახევარზე), რომელ სხვა გუნდს შეუძლია კიდევ მსგავსი?

და მაინც, რატომ მოიგო ესპანეთის ნაკრებმა თამაში, იღბალის გარდა რამ განაპირობა ეს? უპირველესად იმან, რომ პარაგვაის ნაკრებს არ ჰქონდა არავითარი გეგმა, თუ როგორ დაემარცხებინა "ფურია როხა". მათ იცოდნენ, რომ შეტევით ვერას გახდებოდნენ ესპანეთის ნაკრებთან (სხვათა შორის, პარაგვაელები იაპონიასაც კი დაცვიდან ეთამაშნენ). პარაგვაიმ მტკიცე რკალი შემოავლო საკუთარ საჯარიმოს, პრესინგში ამყოფა ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველები, მაგრამ თავად მხოლოდ იშვიათად უტევდა. ასეთ შემთხვევაში კი შეიძლება ერთი ან ორი შანსი მოგეცეს, კარდოსომ და სანტა კრუსმა კი ეს თითქმის ასპროცენტიანი შანსები ვერ გამოიყენეს.

ხერარდო მარტინოს გუნდი ყოველთვის დაამახსოვრდებათ კარგად ორგანიზებული დაცვით. ნაკრებმა სულ ორი გოლი გაუშვა ტურნირში.

"მარკამ" ესპანელ ფეხბურთელთა თამაში პარაგვაელთა წინააღმდეგ 10-ბალიანი სისტემით შეაფასა. გთავაზობთ ამ შეფასებებს კომენტარებითურთ.

კასილასი (9): შეიძლება მის თამაშს არ ეწოდებოდეს ბრწინვალე, მაგრამ იკერმა ორჯერ აშკარა გოლისგან იხსნა ესპანეთის ნაკრები, პირველად კარდოსოს პენალტი აიღო, ბოლოს კი სანტა კრუსის დარტყმული 10 მეტრიდან ფეხით მოიგერია.

სერხიო რამოსი (8): მან ჩვეულ სტილში ითამაშა, შეტევებში ჩართვებით. თამაში თავშეხვეულმა დაასრულა.

პიკე (8): პიკეს ბრწყინვალე ტურნირი აქვს და მისი ღვაწლი წარმატებაში დიდია, მაგრამ ვერ აგვიხსნია ის აბსურდული სიტუაცია, როცა პიკემ პენალტი "აიკიდა". მანამდე და მერე პიკე შეუდარებელი იყო.

პუიოლი (6): იშვიათად ასეთი ცუდი თამაში პუიოლის შესრულებით.

კაპდევილა (7): ტურნირის განმავლობაში კაპდევილა სულ უფრო უმატებს, კარგად ერთვება შეტევებში და არც დაცვას ტოვებს უყურადღებოდ. თითქოს, დაღლილობა არ ეკარება.

ბუსკეტსი (7): ნაკრებმა საშუალოზე ოდნავ ცუდად ითამაშა, თუმცა ბუსკეტსმა შეძლო მეტოქეების შეტევების ჩაშლა, შეტევებში ვერ იაქტიურა.

ჩაბი ალონსო (6): პარაგვაელთა მცველთა სიფხიზლის ერთ-ერთი მსხვერპლი, სათანადოდ ვეღარ გაილაღა, პლუს ვერ გაიტანა მნიშვნელოვანი პენალტი.

ჩავი (7): იმედია, ჩვენ კიდევ ვიხილავთ უკეთეს ჩავის. ის ნელ-ნელა შედის ფორმაში.

ინიესტა (9): ვილიას გოლის დროს ნამდვილი სლალომი მოაწყო პარაგვაელთა კართან. დიდებულად ითამაშა მეორე ტაიმში.

ვილია (8): თავიდან ერთი ორჯერ ეგოისტურად ითამაშა, მაგრამ გამარჯვების გოლით გამოასწორა თავისი შეცდომა.

ტორესი (4): ტურნირზე გამოდის ტრავმის შემდეგ, ვერადავერ შევიდა ფორმაში, დელ ბოსკე კი მაინც ენდობა.

ფაბრეგასი (7): იშვიათად უწევს თამაში, არადა სხვა ნაკრებში სასტარტოში იქნებოდა. საკმაოდ აგრესიულად ჩაერთო თამაშში და როცა 1:0 გახდა მეტოქის შეტევების ჩაშლაზე გადავიდა.

პედრო (6): შესანიშნავი მომენტი შეექმნა, მაგრამ ძელს გაარტყა ბურთი.

მარჩენა (შეფასების გარეშე).

დაბოლოს, მატჩის სტატისტიკის თვალიერებისას ერთ დეტალს მივაქციე ყურადღება - ესპანელებმა 90 წუთის განმავლობაში 19-ჯერ ჩააწოდეს საჯარიმოში და მხოლოდ ერთხელ მიუვიდა ბურთი ჩაწოდების შემდეგ ესპანელ ფეხბურთელს (კაპდევილას ჩაწოდება). სხვა მხრივ ტყუილად დაიხარჯა ჩავის 5 ჩაწოდება, ინიესტას და კაპდევილას 3-3, რამოსისა და ვილიას 2-2 და ასე შემდეგ. რაშია საქმე? თუ გავიხსენებთ, ყველაზე მეტად ინერტულად ფერნანდო ტორესი ამ ეპიზოდებში ირჯებოდა, თითქოს მას არ ჰქონდა თავი ცენტრალურ მცველებთან უკეთესი პოზიციისთYვის "ჭიდაობის". სხვა ვის უნდა მიეღო ბურთი, ჩავის? რომელიც ტანდაბალია და ხშირად თავად აწოდებდა? ამიტომაც კიდევ უფრო გვჯერა, რომ ფერნანდო ლორენტეს იგნორირება დიდი შეცდომაა.

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა

ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში