მესის 80 გოლი და საინტერესო პარალელები
მოსკოვის "სპარტაკთან" შესრულებული დუბლის შემდეგ ლეო მესის 2012 წელს 80 გოლი დაუგროვდა და გერდ მიულერის 85-გოლიან რეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

25 წლის არგენტინელმა "სპარტაკთან" ჩემპიონთა ლიგის რამოდენიმე რეკორდიც დაამყარა, მაგრამ ამის შესახებ სხვა სტატიაში წაიკითხავთ. აქ კი მესის 80 გოლზე ვისაუბროთ და საინტერესო პარალელებიც გავავლოთ...

80 - სწორედ ამდენი გოლი გაიტანა მესიმ "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრებში. "ლა პულგა" 5 გოლით ჩამორჩება გერდ მიულერს, რომელმაც 1972 წელს "ბაიერნის" და გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში 85 ბურთი გაიტანა.

80 - "ლივერპულმა" 2012 წელს 80 გოლი გაიტანა. მერსისაიდელებს მესის გადასწრების შანსი დეკემბრის ბოლოს მიეცემათ, როდესაც არგენტინელი შვებულებაში იქნება.

76 - "მილანმა", წინა სეზონში სერია A-ს მეორეადგილოსანმა, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალისტმა და იტალიის თასის 1/2-ფინალისტმა, 2012 წელს 76 გოლი გაიტანა.

76 - სწორედ ამდენი გოლი გავიდა ევრო 2012-ზე. არგენტინელმა წელს იმაზე მეტჯერ გამოიჩინა თავი, ვიდრე ევროპის 16 წამყვანი ნაკრების ყველა ფეხბურთელმა ერთად.

75 - წლის განმავლობაში ყველაზე მეტი გოლის გამტანი სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი პელე იყო, რომელმაც 1958 წელს 75 გოლი გაიტანა. მესის მისგან შეპირებული DVD ჯერ კიდევ არ მიუღია.

68 - გოლების უმეტესობა ლეომ "ბარსელონაში" გაიტანა, 12-ჯერ კი თავი არგენტინის ნაკრებში გამოიჩინა. ასეთი შედეგიანი წელი მესის ნაკრებში ჯერ არ ჰქონია, თუმცა მან გაბრიელ ბატისტუტას მიერ 1998 წელს დამყარებული რეკორდი ვერ დაამხო.

67 - ამდენი გოლი აქვს გატანილი ეროვნულ ნაკრებში მიროსლავ კლოზეს, რომელიც გერდ მიულერის კიდევ ერთი რეკორდის დამხობასთან არის ახლოს (მიულერი 68 გოლით ბუნდესნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია). კლოზემ ნაკრებში 67 გოლი 11 წელიწადსა და 8 თვეში გაიტანა. მესის "ალბისელესტეში" 31 გოლი აქვს და ჯერ მხოლოდ 25 წლის არის.

66 - არიენ რობენმა (რომელსაც ესპანური მედია ერთ დროს მესის ადარებდა) "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ (2009 წელს) კლუბსა და ნაკრებში 66 გოლი გაიტანა, რაც მესის მიერ წელს გატანილ გოლებზე 14-ით ნაკლებია.

62 - "მალაგამ", რომელმაც ლა ლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა, მოხვდა ჩემპიონთა ლიგაში და ჯგუფური ეტაპიც გადალახა, წლის განმავლობაში 62 გოლი გაიტანა.

59 - კრიშტიანო რონალდოს მიერ გატანილი გოლების რაოდენობა 2012-ში.

54 - ამდენი კი ნეიმარმა გაიტანა.

51 - ხუან რომან რიკელმემ, ესპანეთში 4,5-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 51 გოლის გატანა მოახერხა.

42 - მესის ყოფილმა თანაგუნდელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და რადამელ ფალკაომ 2012 წელს კლუბსა და ნაკრებში 42 გოლი გაიტანეს.

32 - მესიმ "ბარსას" რიგებში 68 გოლი გაიტანა, კლუბის სხვა თავდამსხმელებმა კი ჯამში 32. ალექსის სანჩესის ანგარიშზე 10 გოლია, პედრომ 9 გოლი გაიტანა, კრისტიან ტელიომ 7, ხოლო დავიდ ვილიამ 6. სესკ ფაბრეგასმა, რომელსაც ხანდახან ფორვარდად იყენებენ, თავის გამოჩენა 9-ჯერ მოასწრო.

13 - მესიმ შარშანდელ სეზონში 50 გოლი გაიტანა და პიჩიჩის ტიტული მოიგო. არგენტინელმა ლა ლიგის 13 გუნდზე მეტი გოლი გაიტანა. ეს გუნდებია: "ოსასუნა", "მალიორკა", "სევილია", "ატლეტიკი", "ხეტაფე", "სოსიედადი", "ბეტისი", "ესპანიოლი", "სარაგოსა", "გრანადა", "ვილიარეალი", ხიხონის "სპორტინგი" და "სანტანდერის "რასინგი". არგენტინელზე მეტი გოლი მხოლოდ ექვსეულში მოხვედრილმა გუნდებმა და "რაიო ვალეკანომ" (53 გოლი) გაიტანეს.

12 - წელს ტურინის "იუვენტუსის" საუკეთესო ბომბარდირები, 12-12 გოლით, მირკო ვუჩინიჩი და ფაბიო კვალიარელა არიან.

2 - ამდენი გოლი გაიტანა კლუბში ალეშანდრე პატომ 2012 წელს. სერია ა-ში მას წელს ჯერ არ გაუტანია.

1 - მესის არაერთხელ უთქვამს, რომ ბავშვობაში პაბლო აიმარის გულშემატკივარი იყო და მის მიბაძვას ცდილობდა. "ვალენსიას" ყოფილ ფეხბურთელს შედეგიანი წელი ნამდვილად არ აქვს - აიმარის ანგარიშზე 2012 წელს მხოლოდ ერთი გოლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GIVARGI
LOOOOOOOOOOOOOL!!! KOMENTARS RA TQMA UNDA
ირაკლი
სიმართლე გითხრათ არ მესმის რასა გულისხმობთ მესიზე დიდი გოლიადორი პელე იყო რომელმაც 2000-ზე მეტი გოლი გაიტანა თან იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ამ საუკუნეში კლუბები ძირითადად უფრო ჩაკეტილ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას გავა 3-4 წელი და მესიზე გაცილებით დიდი გოლიადორიც გამოჩნდება მარა პელეს ვერასდროს ვერავინ დაეწევა ის ფეხბურთის პატრონია და მილანმა რამდენი გაიტანა თუ ლივერპულმა სასაცილო ისაა რომ მარტო მილანის ტიტულები რომ გაყიდო ბარსელონას და რეალს 4-4ს იყიდი ბარსელონა და რეალი ერთადაღებული მაინც ვერ მივა ტიტულებით მილანის დონემდე ლიგა რომ გვერძე გადავდოთ მილანელი
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა