მინაწერები: სერბი ულტრასების ლიდერი ივან ბოგდანოვი დაპატიმრებულია

წესით, იტალია-სერბეთის მატჩის პერიპეტიებზე უნდა გველაპარაკა, მაგრამ შეხვედრა ჩაიშალა და გაურკვეველი ვადით გადაიდო. თუმცა, ესეც გასარკვევია გადაიდო თუ არა, რადგან განიხილება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც სერბეთს ტექნიკური მარცხი (0:3) ჩაეთვლება...

ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ვამცნობთ, რომ სერბი გულშემატკივრების ვანდალური საქციელის გამო, თამაში ჯერ ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო, ხოლო შემდეგ - სულაც შეწყდა. შეწყდა თამაშის დაწყებიდან ხუთ წუთში, რისი მიზეზიც ქომაგთა ტრიბუნიდან ნასროლი პეტარდები გახდა. პეტარდებს ეშველებოდა, მაგრამ ნათელი იყო, რომ დაძაბული ფონი თამაშის ბოლომდე შენარჩუნდებოდა და შეიძლებოდა ეს ყველაფერი უმართავ პროცესებში გადაზრდილიყო. სხვათა შორის, მატჩის დირექტორი დავით პეტრიაშვილი გახლდათ, რომელმაც მთავარ არბიტრთან ერთად შეხვედრის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო - აბსდოლუტურად მართებულადაც.

იტალიური პრესის მთავარი სასაუბრო თემა ბუნებრივია სერბ ვაიგულშემატკივართა საქციელი გახლავთ და ის სანქციები, რომლებსაც სავარაუდოდ ბალკანელებს უეფა დაუწესებს. დღეს, ძნელია იმაზე საუბარი რა განაჩენს გამოიტანს ევროპის უმაღლესი საფეხბურთო ორგანო, მაგრამ სანქციები რომ მკაცრი იქნება, ამაზე ყველა თანხმდება. შესაძლოა, სერბეთს ტექნიკური მარცხი ჩაუთვალონ და საშინაო შეხვედრების ცარიელი ტრიბუნების ფონზე გამართვა მოუწიოთ. ან, სულაც ქულები ჩამოაკლონ.

მიზეზი

მთავარი კითხვა კი ასე ჟღერს: რატომ აურიეს სერბებმა და საკუთარი ნაკრები ასეთ მძიმე ვითარებაში ჩააყენეს? - ცალსახა და ზუსტი პასუხი არ არსებობს, თუმცა ვერსიები არაერთი ვრცელდება. ყველაზე უფრო ხშირად იმას მოისმენთ, რომ თურმე "სტადიო მარასის" ტრიბუნებზე იტალიელმა გულშემატკივრებმა კოსოვოს დროშა გამოფინეს. მოგეხსენებათ კოსოვო სერბეთს გამოეყო და მათი დამოუკიდებლობა 70 ქვეყანაზე მეტმა აღიარა. აქვე ვთქვათ, რომ კოსოვოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთნიკური ალბანელებისგან შედგება და კოსოვოს საკითხიც სერბულ-ალბანური მტრობის ჭრილში განიხილება. იტალიაში ძალიან ბევრი ალბანელი ცხოვრობს და გამორიცხული არ არის, ასეთ პროვოკაციას მართლაც ჰქონოდა ადგილი, მაგრამ ამის ამსახველი არც ფოტო მოიპოვება და არც ვიდეო მასალა. გამომდინარე აქედან, ძნელია იმაზე გადაჭრით საუბარი, რომ ტრუბუნებზე მართლაც გამოჰფინეს კოსოვოს დროშა. ასეც რომ ყოფილიყო, სერბთა ვანდალურ საქციელს გამართლება მაინც არ ექნებოდა.

არის კიდევ არაერთი ვერსია, მაგრამ მათზე დაწვრილებით საუბარი შორს წაგვიყვანს - მით უმეტეს, გავრცელებული ცნობების დასაბუთება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ყველაზე უფრო საინტერესო და უცნაური კი ის გახლავთ, რომ ქომაგთა საქციელი ძალიან მოეწონათ სერბეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, რომლებიც არაერთხელ მივიდნენ თანამემალეთა ტრიბუნასთან და ისინი ტაშით დააჯილდოვეს. არადა, როდესაც სერბები ტრიბუნისკენ გაემართნენ, ყველას ეგონა, რომ ეგზალტირებული გულშემატკივრების დამშვიდებას შეეცდებოდნენ. ბუნებრივია, ამან იტალიელ ქომაგებში გამოიწვია დიდი აგრესია, რასაც ეროვნული ჰიმნების შესრულებისას მოჰყვა გაგრძელება.

ჰიმნები

დიახ, ჰიმნები შესრულდა, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეხვედრა ნახევარსაათიანი დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყო და სულ რაღაც ხუთ წუთს გაგრძელდა. სერბეთის ჰიმნი ტიფოზებმა გამაყრუებელი სტვენით ჩაახშეს, რასაც სერბთა ისტერიული პასუხი მოჰყვა - მათ კვლავ პიტარდები გადაყარეს მოედანზე. იტალიის ჰიმნი მთელმა სტადიონმა იმღერა და "მარასიზე" ისეთი ატმოსფერო შეიქმნა, ფეხბურთის თამაშზე არა და საომარ პოლიგონზე გეგონებოდათ თავი. აშკარა იყო, რომ ამ თამაშს ჩამთავრება არ ეწერა. ჩამთავრებას ვინ ჩივის, ხეირიანად დაწყებუილი არ იყო შეხვედრა, როდესაც სერბებმა კვლავ პეტარდები გადააყარეს მოედანზე და აი აქ კი უკვე დავით პეტრიაშვილი ჩაერია საქმეში. მოედანზე ჩავიდა, საჭირო ხალხი შემოიკრიბა და მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება ამ ამბავს - წესით, სერბეთის ეროვნულ ნაკრებს მკაცრი სანქციები უნდა დაუწესონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა