მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა დიდხნიანი შესვენების შემდეგ პირველი სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა
მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა დიდხნიანი შესვენების შემდეგ პირველი სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ ესპანელი 2012 წლის უიმბლდონის შემდეგ არ გასულა კორტზე.

მეცადინეობის შემდეგ ჩოგბურთელის ბიძამ და მწვრთნელმა ტონი ნადალმა კომენტარი გაუკეთა თავისი ნათესავის ვარჯიშს.

"ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, რადგან ექიმებმა დაწვრილებით დაგეგმეს ვარჯიშის განრიგი. რაფა თანდათანობით გაზრდის დატვირთვებს, რათა არ მიიღოს ტრავმის რეციდივი. ის ფაქტი, რომ რაფაელი ისევ გავიდა კორტზე და თავი ჩოგბურთელად იგრძნო, დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის.

იმედია, რომ ის სწრაფად აკრეფს ფორმას და შეძლებს ავსტრალიის ღია პირველობაზე ღირსეულად გამოსვლას. ამ ტრავმამ არ უნდა იმოქმედოს მის მოწოდებაზე", - განაცხადა ტონი ნადალმა ესპანური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.

"ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, მუხლის მდგომარეობა უმჯობესდება და ბედნიერი ვარ, რომ, როგორც იქნა, დიდხნიანი შესვენების შემდეგ კორტზე დავბრუნდი.

ვცდილობდი, არ დამეჩქარებინა რეაბილიტაციის პროცესი, რათა სრულად მომეხერხებინა აღდგენა. ყოველთვის საჭიროა მოთმინების გამოჩენა. რამდენიმე თვე გამოვტოვე. ამიტომაც ჩემს სხეულს დროს სჭირდება დატვირთვებთან ადაპტაციისთვის", - ამბობს ნადალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა