"მილანის" თავკაცი მიიჩნევს, რომ სტუმრად "ანდერლეხტთან" მისმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და დამსახურებულად მოიპოვა პლეი-ოფის საგზური
"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ სტუმრად "ანდერლეხტთან" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩში მისმა შეგირდებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და დამსახურებულად მოიპოვეს პლეი-ოფის საგზური.

21 ნოემბერს ბრიუსელში გამართული მატჩი "როსონერის" გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. მოპოვებული 3 ქულის წყალობით იტალიურმა სუპერკლუბმა, რომელიც სერია A-ში უღიმღამოდ გამოდის, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ადგილი დაიბევა, რის გამოც გუნდის თავკაცი უზომოდ ბედნიერია.

"ვფიქრობ, პლეი-ოფის საგზური დამსახურებული ჯილდოა ჩემი ფეხბურთელებისთვის, - თქვა მატჩის შემდეგ ალეგრიმ. - ჩვენ სეზონის პირველი ამოცანა შევასრულეთ და თან ეს ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოვახერხეთ. ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, ფეხბურთელებმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინეს.

ვიცოდით, რომ "ანდერლეხტთან" დაპირისპირება იოლი არ იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში კარგად დავიწყეთ, მაინც ზედმეტად ვჩქარობდით საბოლოო დარტყმის შესრულებისას და სიზუსტე გვღალატობდა".

ალეგრი იმასაც აღიარებს, რომ მის გუნდის თამაში იდეალური არ იყო და "მილანს" ცივსისხლიანობა აკლია.

"ორი გოლი გავიტანეთ და შემდეგ უცებ მოვეშვით. შედეგად, მეტოქე გამოცოცხლდა და ბრძოლა გაგვიჩაღა, მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობაში იყო.

კიდევ კარგი, შეხვედრის მიწურულს კიდევ ერთი გოლის გატანა მოვახერხეთ.

თამაში უნდა გავაუმჯობესოთ, განსაკუთრებით, ევროთასებზე ასპარეზობისას. კარგია, რომ "მილანში" გუნდური სული იგრძნობა, თუმცა, ცივსისხლიანობაც გვჭირდება. მაგალითად, როდესაც მეტოქე კაცნაკლული დარჩა, უნდა დავწყნარებულიყავით და კონტრშეტევის განხორციელებისთვის მომენტს დავლოდებოდით; ჩვენ კი სრულებით ამოვვარდით თამაშიდან. ეს შეიძლებოდა ძვირად დაგვჯდომოდა", - დასძინა ალეგრიმ.

იტალიელთა თავკაცმა თავისი გუნდიდან ფილიპ მექსესის თამაში გამოარჩია.

"ფილიპ მექსესმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მეგონა, ბურთი კარს ასცდებოდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ბადეში გაეხვა. შესანიშნავი გოლი იყო და საერთოდაც, მექსესმა ეს მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა", - აქვეყნებს ალეგრის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა