გაგამარუმ 21 ნოემბერს მე-13 მაეგაშირა ფუჯიაზუმას აჯობა
ქართველი სუმოისტების უკეთეს გამოსვლებს ვართ ჩვეულნი. ამიტომაც საკვირველია, რომ წლევანდელ კიუშუს ბაშოზე ორივე ჩვენებურმა ერთდროულად მხოლოდ სუპერტურნირის მიწურულს შეძლო მოგება.

ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), რაც უარყოფითი ბალანსი გაიფორმა, ზედიზედ მეორედ მოიგო. მან მე-4 მაეგაშირა ტაკაიასუ დაამარცხა. ქართველს 3-8 ბალანსი აქვს.

გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) 21 ნოემბერს მე-13 მაეგაშირა ფუჯიაზუმას აჯობა. მას 6-5 ბალანსი აქვს და ორი მოგებაღა აშორებს მიზანს.

20 ნოემბერს მოხდა ის, რაც დიდი ხანია აღარ ყოფილა - ორივე დიდმა ჩემპიონმა წააგო, როგორც ჰაკუჰომ, ისე მისმა მონღოლმა თანამემამულე ჰარუმაფუჯიმ და იმპერატორის თასისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა.

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კოტოოშუ-ჰაკუჰო (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ჰარუმაფუჯი (ჰატაკიკომი), მიოგირიუ-კაკურიუ (ოშიდაში), კისენოსატო-ტოიოჰიბიკი (ოკურიდაში), ტოჩიოძანი-გოეიდო (შიტატენაგე), კაისეი-ამინიშიკი (უშირომოტარე), შოჰოზანი-ჰომაშო (ოშიდაში), ტოჩინოშინი-ტაკაიასუ (სუკუინაგე), ტაკეკაძე-დაიდო (ჰატაკიკომი), გაგამარუ-ფუჯიაზუმა (იორიტაოში).

სატურნირო მდგომარეობა

10-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

9-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), ჩიოტაირიუ (მაეგაშირა 15).

8-3: კისენოსატო (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი), გოეიდო (სეკივაკე), ტოჩიოძანი (მ 1), კიოკუტენჰო (მ 6), ტოიონოშიმა (მ 6)... 6-5: გაგამარუ (მ 7)... 3-8: ტოჩინოშინი (მ 3).

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ, კოტოოშუ-ტოჩიოძანი, კაკურიუ-ამინიშიკი, კისენოსატო-მასუნოიამა, გოეიდო-შოჰოზანი, ტოჩინოშინი-ჰომაშო, კაისეი-ტაკეკაძე, გაგამარუ-მიაბიამა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა