ლატვიის ვირსლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ვლადიკავკაზელთა პრეზიდენტ ვალერი გაზაევის ყურადღება შედეგიანი თამაშით მიიპყრო
სავსებით რეალურია, თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე მალე ვლადიკავკაზის "ალანიაში" ჩაირიცხოს.

ეს ამბავი 21 ნოემბერს შევიტყვეთ: მამუკას ვლადიკავკაზში ელიან და მასთან საბოლოო შეთანხმებისთვის მოლაპარაკება გუნდის პრეზიდენტს, ვალერი გაზაევს სურს.

სხვათა შორის, "ალანიას" მთავარი მწვრთნელი მისი შვილი, ვლადიმერ გაზაევი იყო, მაგრამ ახლახან მამა-გაზაევმა შვილი ცუდი შედეგებისთვის მოხსნა და ეს პოსტი პრეზიდენტობასთან ერთად შეითავსა.

ნოემბრის დასაწყისში "ლელო" რუსული ინტერნეტ-გამოცემა "სპორტლაიფის" ცნობაზე დაყრდნობით წერდა, რომ ღონღაძე 18 გოლით ლატვიის ვირსლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და გუნდის დატოვება გადაწყვიტა. "სპორტლაიფის" ინფორმაციით, ლატვიის ჩემპიონის 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ვლადიკავკაზელთა პრეზიდენტ გაზაევის ყურადღება შედეგიანი თამაშით მიიპყრო.

გამოცემას ვლადიკავკაზური კლუბის ინკოგნიტო წარმომადგენელმა გაუმხილა, რომ გუნდის პოტენციურ ახალწვეულთა სიაში ქართველი ფეხბურთელიც იყო.

ლატვიურ კლუბში წამყვანი ფეხბურთელის მიმართ ვალდიკავკაზელთა ინტერესი არ უარყვეს, თავად ფეხბურთელმა კი "ლელოსთან" დაადასტურა, რომ "ალანიაში" გადასვლა მართლაც შესთავაზეს.

არც ის დამალა, რომ ლატვიის ჩემპიონატის ბომბარდირი რომ გახდა, მისით არა მხოლოდ "ალანია", არამედ ზაგრების "დინამო" და კიდევ რამდენიმე კლუბი დაინტერესდა.

ღონღაძეს ლატვიელებთან კონტრაქტი უმთავრდება და "დაუგავას" ხელმძღვანელობა თავად არის დაინტერესებული, რომ ქართველის ტრანსფერით ფული იშოვოს; მერე ამის შანსი აღარ ექნებათ.

სავარაუდოდ, მამუკა ღონღაძემ თავისი არჩევანი "ალანიას" სასარგებლოდ უკვე გააკეთა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მამუკა ღონღაძე: ჩემით "ალანიაც" დაინტერესდა და ზაგრების "დინამოც"

ლატვიელმა ჟურნალისტებმა მამუკა ღონღაძე საუკეთესოდ აღიარეს

მამუკა ღონღაძეს "ზარია" ჩაეშალა

მამუკა ღონღაძე ლატვიაში მწვრთნელებმაც აღიარეს

"დაუგავამ" მამუკა ღონღაძეს სარმა დაუდო

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა