საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელთა დუელი ევროთასზე შედგა
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელთა დუელი ევროთასზე შედგა. გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკი" იერუსალიმში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ჯეიკობ პულენის "ჰაპოელს" შეხვდა.

ნაკრებში თანაგუნდელთა გუნდების დუელი "ჰაპოელის" გამარჯვებით - 81:67 დასრულდა.

ცინცაძემ მოედანზე 22 წუთი გაატარა და 5 ქულა, 4 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა გამთამაშებელმა 4-დან 1 სამიანი ჩააგდო, ხოლო მისმა ერთადერთმა ორქულიანმა მიზანს მიაღწია.

კიეველთაგან საუკეთესო შედეგი ამერიკელმა ლეო ლაიანსმა დააფიქსირა, რომელმაც 18 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

პულენმა ცინცაძეზე ცოტა მეტხანს - 26 წუთი ითამაშა და შედეგიანობაც შედარებით უკეთესი ჰქონდა: 10 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.

საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა 6-დან 2 ორიანი და 6-დან ექვსივე საჯარიმო ააგდო, 4 სამიანი კი ააცილა. იერუსალიმელთაგან საუკეთესო შედეგი ამერიკელ გრეიგ სმიტს (18 ქულა) და ებრაელ რავივ ლემონადს (13) ჰქონდათ.

A ჯგუფის მეორე მატჩში ლიტვურმა "პრიენაიმ" ლიდერი "ნიმბრუკი" 84:66 დაამარცხა და ცხრილში ამგვარი სიტუაცია შეიქმნა: "ნიმბრუკი" და "პრიენაი" I-II ადგილებს იყოფენ, ხოლო III-IV ადგილების თანაზიარნი პულენისა და ცინცაძის გუნდები არიან. მომდევნო ტურში, 28 ნოემბერს, "ბუდიველნიკი" და "ჰაპოელი" კვლავ ერთმანეთს შეხვდებიან, ოღონდ ამჯერად კიევში.

ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა" კი ევროთასზე პირველი გამარჯვება იზეიმა. სევილიელები H ჯგუფში "ორლეანს" ესტუმრნენ და 70:56 მოიგეს, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე მხოლოდ 01:25 წუთი გაატარა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"კახასოლის" რიგებში საუკეთესო ჩეხი მცველი ტომაში სატორანსკი იყო, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა. H ჯგუფს 3 მოგებით სერბული "ცრვენა ზვეზდა" ლიდერობს, სევილიელები კი მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს, კვლავ ორლეანელებთან, ამჯერად შინ ჩაატარებენ.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა