ელ-ფუჯაირში 20 ნოემბერს დასრულდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი

ელ-ფუჯაირში (არაბთა გაერთიანებული საემიროები) 20 ნოემბერს დასრულდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50 500 დოლარი). შეჯიბრებაში ორი ქართველი დიდოსტატიც მონაწილეობდა.

ასპარეზობის რეიტინგფავორიტი გახლდათ ბაადურ ჯობავა (2710), რომელსაც საემიროებში გამართულ პაექრობებში არაერთხელ დაუკავებია პირველი ადგილები.

ჩვენებური ახლაც ახლოს იყო მიზანთან - წარმატებისთვის ნახევარი ქულა არ ეყო. 20 ნოემბერს, ბოლო ტურში მან თეთრი ფიგურებით ფრანგი ეტიენ ბაკრო (2702) დაამარცხა და 6 ქულას მოუყარა თავი.

მეწინავეთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: სურია განგული (ინდოეთი) - ჩანდა სანდიპანი (ინდოეთი) 0,5:0,5, ლე ქუანგ ლიემი (ვიეტნამი) - სერგეი ფედორჩუკი (უკრაინა) 1:0, ალექსანდრ მოისეენკო (უკრაინა) - იან ელვესტი (აშშ) 1:0. მა ძუნი (ჩინეთი) - ელთაჯ საფარლი (აზერბაიჯანი) 1:0, ფრასანა ვიშნუ (ინდოეთი) - ივან სარიჩი (ხორვატია) 1:0, ანდრეი სუმეცი (უკრაინა) - დრაგან სოლაკი (თურქეთი) 1:0.

ამდენად, 9 შესაძლებლიდან 6,5-6,5 ქულა სამმა მოჭადრაკემ მოაგროვა. უკეთესი კოეფიციენტით პირველი ადგილი და 15 000 დოლარი სურია განგულის ერგო.

მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, ალექსანდრ მოისეენკო (10 000) და ჩანდა სანდიპანი (6 000) გავიდნენ.

ექვსმა მოჭადრაკემ, მათ შორის - ჯობავამ, 6-6 ქულას მოუყარა თავი. უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით ფულადი პრიზები ასე განაწილდა: სერგეი ფედორჩუკი - 4000, ბაადურ ჯობავა - 3000, ლე ქუანგ ლიემი - 2500, ანდრეი სუმეცი - 2200, მა ძუნი - 2000, ივან სარიჩი - 1500.

მიხეილ მჭედლიშვილი 20 ნოემბერს ჩინელ ჩონშენ შენს დაუზავდა და 5 ქულით მე-17 ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა