სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს სჯერა, რომ მას კიდევ ექნება "დიდი სლემის" ტურნირის მოგების შანსი და ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებს. წელს "ჯოკერმა" ერთი ასეთი შანსი მიიღო, მაგრამ აშშ-ის ღია პირველობის ფინალი რაფაელ ნადალთან წააგო. სულ კი მსოფლიოს მეორე ჩოგანს სამჯერ უთამაშია ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატების ფინალში და ერთი მოგება და ორი წაგება აქვს. ერთადერთი ტიტული მან 2008 წელს ავსტრალიის ღიაზე მიიღო.

სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს სჯერა, რომ მას კიდევ ექნება "დიდი სლემის" ტურნირის მოგების შანსი და ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებს. წელს "ჯოკერმა" ერთი ასეთი შანსი მიიღო, მაგრამ აშშ-ის ღია პირველობის ფინალი რაფაელ ნადალთან წააგო. სულ კი მსოფლიოს მეორე ჩოგანს სამჯერ უთამაშია ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატების ფინალში და ერთი მოგება და ორი წაგება აქვს. ერთადერთი ტიტული მან 2008 წელს ავსტრალიის ღიაზე მიიღო.

"მზად ვარ ამისთვის, - განაცხადა ჯოკოვიჩმა შანხაიში. - ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმატების მიღწევის შესანიშნავი შანსი მქონდა, მაგრამ ფინალებში მეტოქეები უკეთ იყვნენ მომზადებული, ხანდახან კი უბრალოდ იღბალი არ მყოფნიდა.

მხოლოდ 23 წლის ვარ, ასე რომ ყველაფერი წინ მაქვს, მათ შორის დიდი გამარჯვებები. ფიზიკურად და ემოციურად მზად ვარ "დიდი სლემის" ტურნირში წარმატების მისაღწევად. თუ მთელი წელი მონდომებით ვიმუშავებ და სტაბილურობას მოვიპოვებ, ისევ მივიღებ შანსს და ეჭვი არ მეპარება - ამჯერად ასეთ შესაძლებლობას ხელიდან აღარ გავუშვებ".

ნოვაკის აღიარებით, ამ მომენტისთვის ის და მსოფლიო ჩოგბურთის სხვა ვარსკვლავები რაფაელ ნადალის დაწევას ცდილობენ: "ის მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელია და სამართლიანად უკავია პირველი ადგილი. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად კარგად თამაშს და როცა ვახერხებთ, ბრძოლაში ვიწვევთ ესპანელს".

რაფას მსგავსად, ჯოკოვიჩმაც გასულ კვირას შეძლო ტურნირის მოგება - პეკინის ფინალში ესპანელი დავიდ ფერერი დაამარცხა და კარიერაში მე-18 ტიტული მიითვალა. წელს სერბის სტატისტიკა ასე გამოიყურება - 2 ტიტული, 49 მოგება და 13 წაგება.

"შესანიშნავი გრძნობაა ისეთი დიდი ტურნირის მოგება, როგორიც ჩინეთის ღია პირველობაა, - აღნიშნა ჯოკოვიჩმა. - თუ ამ ტურნირის ბადეს გადახედავთ, შეამჩნევთ რამდენად ძლიერი შემადგენლობა იყო შეკრებილი ჩინეთში. სწორედ პეკინის შემდეგ ვიგრძენი, რომ მზად ვარ როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად და იმედით ველოდები შანხაის მასტერსს. ყველაფერი გავაკეთებ ამ დიდი ტურნირის მოსაგებად".

ამ კვირის მასტერსის გარდა, წელს ჯოკოვიჩს ორ დიდ შეჯიბრში გამოსვლა აქვს დაგეგმილი - წლის შემაჯამებელი ტურნირი ლონდონში და დევისის თასის ფინალი ბელგრადში: სერბეთი-საფრანგეთი.

"დევისის თასი - მთავარი მიზანია. ეს ტურნირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მის ფინალში თამაში იშვიათად გვიწევს. მთელი ქვეყანა ამ მოვლენის მოლოდინშია. ძალიან მინდა სერბეთს ეს პრიზი ვაჩუქო", - განაცხადა ჯოკოვიჩმა, რომელსაც პირველად აქვს დევისის თასის მოგების შანსი, წლის შემაჯამებელ ტურნირში კი 2008 წელს გაიმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა