ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩემპიონთა ლიგა. V ტური. ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვა: ინტრიგა მოკვდა

ჩემპიონთა ლიგა. V ტური. ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვა: ინტრიგა მოკვდა

A, B, C და D ჯგუფებიდან ყველა მერვედფინალისტი ცნობილია და 4 დეკემბერს მთქნარება გარდაუვალია
A, B, C და D ჯგუფებიდან ყველა მერვედფინალისტი ცნობილია. ამ ოთხ ჯგუფში ორადორი ინტრიგა შემორჩა და ორივე მესამე ადგილის დაკავებას ეხება, რაც ჩემპიონთა ლიგის კუთხით უკვე უინტერესოა.

ამრიგად, რაც უნდა სამწუხარო იყოს, 4 დეკემბერს, ინტრიგის მხრივ, მოსაწყენი საღამო გველის.

ოთხშაბათს ევროპის ელიტურ საკლუბო ლიგას ინგლისის ჩემპიონი გამოეთხოვა, დორტმუნდის "ბორუსიამ" კი "სიკვდილის ჯგუფში" პირველი ადგილი გაინაღდა. ყველაზე თვალსასეირო მოვლენა კი ფილიპ მექსეს გოლი გახლდათ.

A ჯგუფი

დინამო (კ)-პსჟ 0:2

გოლები: 0:1 ლავეცი (45), 0:2 ლავეცი (52)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ესეკილ ლავეცი (პსჟ)

Video

დინამო (კ) - პსჟ 0:2

პსჟ-მ კიევში ძალების ზედმეტი დახარჯვის გარეშე, უპრობლემოდ მოიგო. ვერ ვიტყვით, რომ უკრაინელებს ხელი ჰქონდათ ჩაქნეული - უნიათო თამაშისა და მორიგი მარცხის მიზეზი უფრო ისაა, რომ დღესდღეობით კიევის "დინამო" არ არის ძლიერი გუნდი და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც არაფერი ესაქმება.

თამაში დიდად თვალსასეირო არ ყოფილა; სამაგიეროდ, ესეკილ ლავეცის გოლები გამოვიდა ლამაზი. ჯერ იყო და, არგენტინელმა იბრაჰიმოვიჩისგან კარგი პასი მიიღო, რის შემდეგაც კოვალს ბურთი თავზე გადაატარა; მეორე ტაიმში კი "დინამოს" მცველების შეცდომით ისარგებლა.

დარჩენილ დროში კიეველები უტევდნენ და მომენტებიც შექმნეს, მიზანს კი ვერაფრით მიაღწიეს - სირიგუმ დუდუს ორჯერ ბრწყინვალე რეაქციით აუღო.

ბოლო ტურში "დინამო" ზაგრებში ჩადის და ეს მატჩი, სპორტული თვალსაზრისით, აბსოლუტურად უმოტივაციო იქნება, რადგან კიეველებს მესამე ადგილი აქვთ განაღდებული, ხორვატებს - მეოთხე. პსჟ-ს კი "პორტუსთან" პირველი ადგილისთვის დუელი ელის.

ოლეგ ბლოხინი ("დინამოს" მწვრთნელი):

"მართალია, ბიჭებმა იბრძოლეს, მაგრამ პარალელურად, სასტიკი, უპატიებელი შეცდომები დაუშვეს. ასეთ რაღაცებს კი ჩემს გუნდში ვერ ავიტან. კიევის "დინამოში" ბევრი რამ შეიცვლება..."

კარლო ანჩელოტი (პსჟ-ს მწვრთნელი):

"მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ არ დაგიმალავთ, უკვე მომდევნო შეხვედრაზე ვფიქრობ. მინდა, რომ ჩემმა შეგირდებმა საფრანგეთის ჩემპიონატშიც ასეთი შემართებით იასპარეზონ".

პორტუ-დინამო (ზ) 3:0

გოლები: 1:0 ლუჩო გონსალესი (20), 2:0 ჟოაო მოუტინიო (67), 3:0 ვარელა (85)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჟოაო მოუტინიო (პორტუ)

სადაც კიევის "დინამოზე" ვთქვით, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში არაფერი ესაქმებაო, იქ ზაგრების "დინამო" საერთოდ ჩემპიონთა ლიგაში თამაშს არ იმსახურებს.

"პორტუ" მაგარი გუნდია, მაგრამ ხორვატიის ჩემპიონი პორტუგალიისას მცირეოდენ წინააღმდეგობას ხომ მაინც უნდა უწევდეს? არაფერიც: "პორტუმ" ძალიან იოლად მოიგო.

მასპინძლები ლუჩო გონსალესის მოხდენილი გოლით დაწინაურდნენ; მეორე გოლი ბრწყინვალე ჟოაო მოუტინიომ საჯარიმო დარტყმით შეაგდო; ბოლოს კი ვარელამ ისევ და ისევ მოუტინიოს საოცნებო პასით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბოლო ტურში, 4 დეკემბერს "პორტუ" პარიზში ჩადის და ფრეც ეყოფა იმისათვის, რომ ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდეს.

რაც შეეხება ზაგრების "დინამოს": ხორვატების მიზანი კიევის "დინამოსთან" ბოლო ტურის დუელში პრესტიჟის გოლის გატანა იქნება - ამ გრაფაში ზაგრებელებს ხომ ჯერ კიდევ ნული უწერიათ...

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

პორტუ

5

4

1

0

9-2

13

2

პსჟ

5

4

0

1

12-2

12

3

დინამო (კ)

5

1

1

3

5-9

4

4

დინამო (ზ)

5

0

0

5

0-13

0

მომდევნო ტური

4 დეკემბერი

დინამო ზ.-დინამო კ, პსჟ-პორტუ

B ჯგუფი

შალკე-ოლიმპიაკოსი 1:0

გოლი: 1:0 ფუხსი (77)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კირიაკოს პაპადოპულოსი (შალკე)

"შალკემ" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში თამაში ჯგუფური ეტაპის ფინიშამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა და ეს გელზენკირხენული კლუბისთვის საკმაოდ კარგი მიღწევაა.

კიდევ უფრო დასაფასებელია ის ფაქტები, რომ ჰუუბ სტევენსის გუნდი პირველ ადგილზეა და პირველი ტურიდან დღემდე ეჭვი არავის შეჰპარვია იმაში, რომ "შალკე" ამ ჯგუფიდან გავიდოდა.

მართალია, გელზენკირხენელებმა ბერძნული "ოლიმპიაკოსი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს, მაგრამ სერიოზული საფრთხის წინაშე მთელი 90 წუთის განმავლობაში არ დამდგარან.

"შალკეს" ერთადერთი პრობლემა მეკარე ლარს უნერშტალი გახლდათ, რომელიც გელზენკირხენულ პუბლიკას ისედაც არ ეხატება გულზე და 21 ნოემბერსაც მისი შეცდომა შალკელებს კინაღამ ძვირად დაუჯდათ, მაგრამ უნერშტალს გაუმართლა - ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა.

სამაგიეროდ, არ გაუმართლა "ოლიმპიაკოსის" კიპერ როი კეროლს, რომელმაც კრისტიან ფუხსის ასაღები დარტყმა ვერ აიღო.

არსენალი-მონპელიე 2:0

გოლები: 1:0 უილშირი (49), 2:0 პოდოლსკი (63)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუკას პოდოლსკი (არსენალი)

Video

არსენალი - მონპელიე 2:0

ლონდონელები პირველ ტაიმში თვლემდნენ და მხოლოდ მეორე ტაიმში ითამაშეს კარგი, კომბინაციური ფეხბურთი, რასაც შესაბამისი შედეგი მოჰყვა: არსენ ვენგერის გუნდმა "მონპელიე" მოლოდინისამებრ დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლა ოფიციალურად გაიფორმა. ბოლო ტურში კი "მეთოფეები" სწორედ "მონპელიეს" იმედად იქნებიან, რადგან საფრანგეთის ჩემპიონი "შალკეს" ხვდება, "არსენალს" კი პირველი ადგილის დაკავება უნდა.

პირველი ტაიმიდან მხოლოდ ორი რამ იყო აღსანიშნავი: არაზუსტი პასების უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელი და კოშელნის თავური დარტყმა, რომლის შემდეგაც ბურთი ჟურდრენის კარის ძელს მოხვდა.

მეორე ნახევარში ხეირიანი ფეხბურთი გაჩაღდა. ყურადღების ცენტრში კი ლუკას პოდოლსკი გახლდათ, რომელიც პირველი გოლის მთავარი ინიციატორი იყო, მეორე კი თავად შეაგდო მოხდენილი დარტყმით. "მონპელიემ" კვლავ უხეირო ფეხბურთი აჩვენა...

ლუკას პოდოლსკი (არსენალი):

"მონპელიე" არც ისე ცუდი გუნდია, როგორც ეს ხუთი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილიდან ჩანს, მაგრამ გამარჯვება ჩვენ გვეკუთვნოდა. "ოლიმპიაკოსთან" სამი ქულის აღება რთული იქნება, მაგრამ ბოლო მატჩიც უნდა მოვიგოთ".

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

შალკე

5

3

2

0

9-5

11

2

არსენალი

5

3

1

1

9-6

10

3

ოლიმპიაკოსი

5

2

0

3

7-8

6

4

მონპელიე

5

0

1

4

5-11

1

მომდევნო ტური

4 დეკემბერი

მონპელიე-შალკე, ოლიმპიაკოსი-არსენალი.

C ჯგუფი

ზენიტი-მალაგა 2:2

გოლები: 0:1 ბუონანოტე (8), 0:2 ფერნანდესი (9), 1:2 დანი (49), 2:2 ფაიზულინი (86)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ვილი კაბალიერო (მალაგა)

ალეკსანდრ კერჟაკოვი კინაღამ მატჩის ანტიგმირი გახდა და ასე რომ არ მოხდა, ფაიზულინს უნდა უმადლოდეს, რომელმაც მატჩის მიწურულს ანგარიში გაათანაბრა - წინააღმდეგ შემთხვევაში, პეტერბურგელები წააგებდნენ და ყველაფერი კერჟაკოვს დაბრალდებოდა.

მაინც რა ქნა ასეთი "ზენიტის" გოლეადორმა? 1:2-ზე "მალაგას" მცველები მოხდენილად დაიფრინა, მერე გვერდი ესპანელთა მეკარე ვილი კაბალიეროსაც აუარა და ცარიელ კარში გატანაღა მართებდა, მაგრამ ბურთი ბადეს გარედან მოარტყა.

თუმცა "ზენიტს" ერთი ქულა არაფერში ეყო: ლუჩანო სპალეტის გუნდი ბოლო ტურის წინ მხოლოდ მესამე ადგილზე გასვლის იმედადაა. რაც შეეხება "მალაგას": ესპანელებმა პირველი ადგილი გაინაღდეს.

ლუჩანო სპალეტი ("ზენიტის" მწვრთნელი):

"სამწუხაროა, რომ მატჩის შემოტრიალება ვერ შევძელით. დასაწყისში დაშვებული შეცდომები ძვირად დაგვიჯდა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ფანები ჩვენი თამაშით უკმაყოფილოები არ დარჩნენ".

მანუელ პელეგრინი ("მალაგას" მწვრთნელი):

"აგვისტოში ამის წარმოდგენა რთული იყო, მაგრამ ჩვენ ბოლომდე გვჯეროდა ჯერ იმის, რომ ჯგუფურ ეტაპზე გავიდოდით, მერე კი იმის, რომ მერვედფინალშიც გავაღწევდით. ორმაგად სასიხარულოა ის, რომ პირველი ადგილი დავიკავეთ".

ანდერლეხტი-მილანი 1:3

გოლები: 0:1 ელ შაარავი (47), 0:2 მექსე (71), 1:2 დე სუტერი (78), 1:3 პატო (90)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფილიპ მექსე (მილანი)

Video

ანდერლეხტი - მილანი 1:3

საინტერესოა, რა დაემართა ფილიპ მექსეს - როგორ მოახერხა საკმაოდ მოუქნელმა ცენტრალურმა მცველმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის დარი ზღაპრული გოლის გატანა?

ბურთი "ანდერლეხტის" საჯარიმოს მისადგომებთან მკერდზე მიიღო, შემოტრიალდა და ისეთი მაკრატელა გაუშვა, თვით იბრაც ტაშს დაუკრავდა.

ამ გოლმა მთელი მატჩი დაჩრდილა - მატჩი, რომელიც "მილანმა" დამაჯერებლად მოიგო და მერვედფინალში თამაში გაინაღდა.

პირველ ადგილს კი "როსონერი" ვეღარ შესწვდება, რადგან "მალაგას" ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს. შესაბამისად, ამ ჯგუფს ერთადერთი ინტრიგა შერჩა: ვინ დაიკავებს მესამე ადგილს - "ზენიტი" თუ "ანდერლეხტი"?

მასიმილიანო ალეგრი ("მილანის" მწვრთნელი):

"კმაყოფილი ვარ: ბიჭებმა ისე ითამაშეს, როგორც საჭირო იყო და სეზონის პირველი მიზანი მიღწეულია. ახლა სერია A-ს უნდა მივხედოთ. "იუვენტუსთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის".

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

მალაგა

5

3

2

0

10-3

11

2

მილანი

5

2

2

1

7-5

8

3

ზენიტი

5

1

1

3

5-9

4

4

ანდერლეხტი

5

1

1

3

2-7

4

მომდევნო ტური

4 დეკემბერი

მილანი-ზენიტი, მალაგა-ანდერლეხტი

D ჯგუფი

მანჩესტერ სიტი-რეალი 1:1

გოლები: 0:1 ბენზემა (10), 1:1 აგუერო (73-პენ)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)

Video

მანჩესტერ სიტი - რეალი 1:1

მორჩა: ინგლისის ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩა, ესპანეთის ჩემპიონს კი ქულაც ეყო იმისათვის, რომ მერვედფინალის საგზური გაენაღდებინა.

რობერტო მანჩინის შეგირდებმა კარგად დაიწყეს და უტევდნენ, "რეალი" კი კონტრშეტევებზე მწარედ იკბინებოდა. ერთ-ერთი ასეთი იერიშის დროს ბენზემამ მაიკონის უყურადღებობით ისარგებლა და დი მარიას ჩაწოდება გოლად აქცია.

მეორე ტაიმში მანჩინიმ "სიტი" 4-4-2-ზე გადააწყო, რითაც იმას მიაღწია, რომ მანჩესტერელები დაცვაში დასტაბილურდნენ და პოზიციური შეტევები წამოიწყეს. აგუეროს ახლო მანძილიდან კასილიასმა აუღო, მერე კი "სიტიმ" პენალტი მოიპოვა - არბელოამ აგუეროს მაისურზე ოდნავ დაქაჩა და არგენტინელმაც "მადლობა გადაუხადა". არბელოას ამისათვის მეორე ყვითელი და შესაბამისად, წითელი აუფრიალეს, აგუერომ კი პენალტი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში "სიტი" მეტ-ნაკლებად ბევრს ეცადა, მაგრამ კაცნაკლულმა მადრიდელებმა მანჩესტერელებს აღარაფერი გააბედვინეს.

ბოლო ტურის წინ "სიტის" მესამე ადგილზე გასვლის შანსი შერჩა, "რეალი" კი მეორე ადგილით უნდა დაკმაყოფილდეს - სიკვდილის ჯგუფიდან ლიდერის რანგში დორტმუნდის "ბორუსია" გავიდა...

აიაქსი-ბორუსია (დ) 1:4

გოლები: 0:1 როისი (8), 0:2 გიოტცე (36), 0:3 ლევანდოვსკი (41), 0:4 ლევანდოვსკი (67), 1:4 ჰოსენი (86)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარიო გიოტცე (ბორუსია /დ/)

Video

აიაქსი - დორტმუნდი 1:4

...და სავსებით დამსახურებულადაც, რადგან "რეალთან" 4 ქულის აღების შემდეგ დორტმუნდელებმა ამსტერდამშიც შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშეს და "აიაქსი" საკუთარი პუბლიკის წინაშე 4:1 გაანადგურეს.

ამ ფოიერვერკის შედეგად იურგენ კლოპის გუნდმა სიკვდილის ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა!

კვლავ ბრწყინვალე იყო მარიო გიოტცე, რომელიც "დორტმუნდის" ოთხივე გოლში უშუალოდ მონაწილეობდა, თავად კი მხოლოდ ერთი გაიტანა.

იურგენ კლოპი ("ბორუსიას" მწვრთნელი):

"მართალია, დიდი ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დღეს "აიაქსმა" კარგად ითამაშა. ვამაყობ ჩემი გუნდით - შარშან ჩემპიონთა ლიგაში დიდი სირცხვილი ვჭამეთ, წელს კი უდიდესი პროგრესი სახეზეა".

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

ბორუსია (დ)

5

3

2

0

10-5

11

2

რეალი

5

2

2

1

11-8

8

3

აიაქსი

5

1

1

3

7-12

4

4

მანჩესტერ სიტი

5

0

3

2

7-10

3

მომდევნო ტური

4 დეკემბერი

დორტმუნდი-სიტი, რეალი-აიაქსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. V ტური. სამშაბათის მატჩების მიმოხილვა: ერთუჯრედიანი

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ

[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ

"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს