ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე წარმატებულმა ასპარეზობამ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ასაკობრივ რეიტინგში დაწინაურების საშუალება მისცა
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე წარმატებულმა ასპარეზობამ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ასაკობრივ რეიტინგში დაწინაურების საშუალება მისცა - დღეისთვის ჩვენი გუნდი ევროპის რეიტინგში მე-10 საფეხურზეა.

აღნიშნულ რეიტინგს მნიშვნელობა ყველაზე მეტად შესარჩევი ტურნირების წილისყრისას აქვს ხოლმე. როგორც იცით, 5 დეკემბერს გაიმართება როგორც ელიტრაუნდის, ასევე ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა.

ჯერ უცნობია, რომელ კალათაში მოხვდება საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის წილისყრაში, ევროპის მომდევნო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ რაუნდში კი პირველ კალათაში ვართ.

ელიტრაუნდში ოთხი, აქ კი სულ ორი კალათაა და თითოეულ ჯგუფში კალათებიდან ორ-ორი წარმომადგენელი მოხვდება.

პირველი კალათა: ინგლისი, საფრანგეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, ჩეხეთი, პორტუგალია, დანია, სერბეთი, საქართველო, უნგრეთი, ბელგია, თურქეთი, საბერძნეთი, შვეიცარია, ირლანდია, იტალია, ხორვატია, რუმინეთი, პოლონეთი, ისლანდია, ნორვეგია, ჩრდილოეთ ირლანდია, შვედეთი, შოტლანდია, რუსეთი, ბელორუსი.

მეორე კალათა: სლოვაკეთი, ავსტრია, უკრაინა, ლუქსემბურგი, ბოსნია, ფინეთი, ისრაელი, ბულგარეთი, უელსი, ლიტვა, ჩერნოგორია, აზერბაიჯანი, სლოვენია, ყაზახეთი, ალბანეთი, ესტონეთი, სომხეთი, მაკედონია, კვიპროსი, ლატვია, ფარერები, ანდორა, მოლდოვა, სან მარინო, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი.

როგორც ხედავთ, სიაშია გიბრალტარიც, რომელიც უეფაში ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ ამ ქვეყნის ნაკრებს უკვე მიენიჭა ოფიციალურ ტურნირებში ასპარეზობის უფლება; გაისად კი, დიდი ალბათობით, გიბრალტარი ოფიციალურად გახდება უეფას წევრი.

რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ რეიტინგს, 17-წლამდელთა საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. გერმანია

2. ინგლისი

3. საფრანგეთი

4. ჰოლანდია

5. ესპანეთი

6. ჩეხეთი

7. პორტუგალია

8. დანია

9. სერბეთი

10. საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

17-წლამდელები ელიტრაუნდის წინ: სტატისტიკა და წილისყრის მოლოდინი

17-წლამდელთა წარმატება - პატარების მაგალითი დიდი ნაკრებისთვის

საქართველო-შოტლანდია 3:0 - პირველი ნაბიჯი ევროპისკენ [VIDEO]

საქართველო-ლუქსემბურგი 3:1 - როგორ უნდა მოვუგოთ ამ თამაშით შოტლანდიას? [VIDEO]

საქართველო-უკრაინა 1:3 - მარცხი, რომელსაც ვერ გავექცეოდით [VIDEO]

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა