გია გრიგალავა, გურამ კაშია და ალექსანდრე ამისულაშვილი დაცვის ცენტრში უფრო სასარგებლონი აღმოჩნდნენ
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში მოსკოვის "სპარტაკმა" ნიჟნი ნოვგოროდში "ვოლგა" ვერ დაამარცხა (1:1). ეს, მიუხედავად იმისა, რომ ნიჟნელები ბოლოს მოედანზე 10 მოთამაშის ამარა დარჩნენ.

ისიც ცნობილია, რომ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ. დაცვაში საიმედო თამაშის გარდა, მან ბოლო წუთებზე შეტევაში მშვენიერი ჩართვითაც გამოიჩინა თავი, მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოსკენ დაიძრა და უმეთვალყურეოდ დარჩენილი თანაგუნდელი მოძებნა, რომელმაც მომენტით ვერ ისარგებლა და "ვოლგა" ვერ დააწინაურა.

ამის შემდეგ გრიგალავას თავს მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: რამდენიმე რუსულმა გამოცემამ საქართველოს ნაკრების 22 წლის მცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

"რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, "სპარტაკმა" ნიჟნელთა დაცვას ვერაფერი მოუხერხა. გრიგალავამ ემენიკეს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა - სპარტაკელი თავდამსხმელი საკუთარ აჩრდილს ჰგავდა.

ნიჟნინოვგოროდელები დაცვის ცენტრში ძალიან საიმედოდ გამოიყურებოდნენ.

ამას გარდა, ბოლო წუთებზე, როდესაც "ვოლგა" მოედანზე 9 მოთამაშის ამარა დარჩა, გიამ ბურთიანად 50 მეტრი ირბინა და საგოლე მომენტი შექმნა", - წერს ინტერნეტ-გამოცემა "ჩემპიონატ.რუ".

"მოსკოველებთან გრიგალავა თამაშობდა არა მისთვის ჩვეულ პოზიციაზე, მარცხენა ფლანგზე, არამედ დაცვის ცენტრში და საიმედოდ გამოიყურებოდა.

"ვოლგამ" გოლი კი გაუშვა, თუმცა გრიგალავამ რამდენჯერმე პარტნიორები დროულად დააზღვია და გუნდი გოლისგან გადაარჩინა. მოდანზე გრიგალავა რომ არ ყოფილიყო, სპარტაკელები მხოლოდ ერთ გოლს არ დასჯერდებოდნენ", - წერს "ევრო-ფუტბოლ.რუ".

"შესაძლოა, ჩვენი არჩევანი უცნაურად მოგეჩვენოთ, რადგან "ვოლგამ" კარი მშრალად ვერ შეინახა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ნიჟნინოვგოროდელებს სერიოზული მეტოქე ჰყავდათ. მოსკოველები "ბარსელონასთან" შეხვედრამდე ძალებს აშკარად ზოგავდნენ. გრიგალავას დამსახურებას ესეც ვერ დააკნინებს. მან შეხვედრა დამაჯერებლად და ფაქტობრივად, უშეცდომოდ ჩაატარა", - ეს უკვე ინტერნეტ-გაზეთ "სპორტდიალოგის" შეფასებაა.

ინტერნეტ-პორტალი "სპორტბოქსი" კი სიმბოლურ ნაკრებს გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად ადგენს. რუსმა გულშემატკივრებმა გრიგალავა სიმბოლურ ნაკრებში ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაასახელეს, მაგრამ მხოლოდ მესამე ადგილზე.

ამავე გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშე, "კრასნოდარის" კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი.

"დიდი ხანია, რაც ამ ჩინებული მცველის შესახებ აღტაცებით არ დაგვიწერია. ტრავმებმა და გუნდის არასტაბილურმა თამაშმა გავლენა მასზეც მოახდინა და შთამბეჭდავი რიტმიდან ამოაგდო, მაგრამ გროზნოს "ტერეკთან" შეხვედრამ გვაიძულა გაგვეხსენებინა ამისულაშვილის ოსტატობა და მისი ლიდერული თვისებები.

"კრასნოდარის" მცველი თავს ართმევდა არამხოლოდ დაცვით ფუნქციებს, არამედ თამაშსაც ჩინებულად კითხულობდა, პარტნიორებს ხელმძღვანელობდა და მათ მოქმედებას მშვენიერ კორდინირებას უწევდა", - წერს "ფუტბოლ.კულიჩკი". ამ გამოცემამ საქართველოს ნაკრების მცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

აქვე უნდა ვთქვათ: სასიხარულოა, რომ ბოლო დროს აღიარება არც სხვა ქართველი მცველებისთვის არის უცხო ხილი.

ჰოლანდიის ერედივიზიეში ჩინებულად თამაშობს გურამ კაშია, რომელიც "ვიტესის" კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერია.

ფორმა აღიდგინა და უკრაინულ მედიის ყურადღებას იქცევს კრივოი როგის "კრივბასის" უკანახაზელი უჩა ლობჟანიძე, რომელიც ბოლო დროს მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში შესწიეს და ამის შემდეგ ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორჯერ მოხვდა.

თითქოს თემურ ქეცბაიას დაცვაში პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ გია გრიგალავა, გურამ კაშია და ალექსანდრე ამისულაშვილი დაცვის ცენტრში უფრო სასარგებლონი აღმოჩნდნენ, ამ პოზიციაზე უკეთ გაიხსნა უჩა ლობჟანიძეც, რომელთაც ქეცბაია მარჯვენა ფლანგზე იყენებს.

კარგა ხანია, საქართველოს ნაკრებს აღარ ჰყოლია მოთამაშე, რომელიც შეტევებში ჩაერთვება და გუნდს მხოლოდ დაცვაში არ დაეხმარება. არადა, შეტევების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა სწორედ ფლანგის მცველებს ენიჭებათ, რაც ჩვენს ნაკრებში პრობლემური პოზიციაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრები და სტატისტიკა: ჩვენი შეტევის გასაჭირი თვალნათელია

ალეკო ამისულაშვილი: გროზნოს "ტერეკს" განწყობით მოვუგეთ

ალექსანდრე ამისულაშვილი: მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი

უჩა ლობჟანიძე football.ua-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა