22 ნოემბერს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა სკანდალური განცხადებები გააკეთა
22 ნოემბერს ძიუდოს აკადემიაში პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა დავით ხახალეიშვილმა და სკანდალური განცხადებებიც გააკეთა, როცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრა.

მანვე მის წინააღმდეგ მიმართული ანტისახელისუფლებო პროცესების მონაწილედ შსს-ს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაასახელა და ძიუდოდან შოთა ხაბარელის ჩამოშორება მოითხოვა.

მართალია, 22-შივე მის ამ განცხადებას საპირისპირო ხასიათის გამოხმაურება მოჰყვა სამინისტროდანაც და პრეზიდენტობის მეორე კანდიდატ მამუკა ხაბარელის მხრიდანაც, მაგრამ ჯერ გუშინდელ პრესკონფერენციაზე ვთქვათ, რომელსაც ხახალეიშვილთან ერთად ქუთაისელთა მეორე ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე და ცნობილი მწვრთნელი გურამ მოდებაძეც ესწრებოდნენ.

დავით ხახალეიშვილი: "დაახლოებით 5 დღის წინ, ღამის 11-ის ნახევრისთვის დამიბარა სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა. ცხადია, მივედი. მის კაბინეტში დამხვდნენ სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი და მამუკა ხაბარელი.

მათ იქ ყოფნას არ ველოდი და ამის შესახებ მინისტრსაც ვუთხარი. მომთხოვეს კანდიდატურის მოხსნა, სანაცვლოდ კი ვიცე-პრეზიდენტობას მთავაზობდნენ, რაზეც არ დავეთანხმე. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული და საქმეში ირაკლი ღარიბაშვილიც იყო ჩართული.

არ მგონია, ეს მართალი იყოს. ამიტომაც მინდა, ეს საკითხი მივიდეს ბატონი ბიძინას და საზოგადოების ყურამდე. აქვე მინდა, ბოდიში მოვუხადო ხალხს, საზოგადოებას, ძიუდოში ბოლო პერიოდში მიმდინარე ამბების შესახებ, მაგრამ გაძლევთ პირობას, ეს უმსგავსობა დამთავრდება.

ძიუდოდან მხოლოდ რაინდობის და წარმატების ამბები უნდა გადიოდეს. არ მინდა, ჩემმა შვილმაც ისეთ სიბინძურეში იჭიდაოს, როგორშიც მე მამყოფეს.

ამიტომ ეს ვითარება უნდა შევცვალოთ. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია. უპირველესად, სიბინძურეების გამავრცელებლებს უნდა შევუკრათ ხელები. ხელისუფლებამდე უნდა მივიდეს, რომ მათი სახელით მანიპულირებენ და უნდა ჩატარდეს სუფთა არჩევნები.

ხაბარელი ქართულ ძიუდოს უნდა ჩამოშორდეს, ხოლო ვინაა უკეთესი, ეს ძიუდოს სამყარომ გადაწყვიტოს.

ისინი გრძნობენ, რომ წააგებენ და ახლა არჩევნების ჩაშლას ცდილობენ. რეგიონებში უკვე მიდის გარკვეული დოზის ზეწოლა ჩვენს მომხრეებზე, რაშიც პოლიციელებიც მონაწილეობენ".

ირაკლი ცირეკიძე: "ნაკრები უკვე უნდა ემზადებოდეს - იაპონიაში კანოს ტურნირი ტარდება. ბაკურიანში შეკრების გავლა გვინდოდა, მაგრამ გვეუბნებიან, ფული არააო.

8-9 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატი ტარდება. იმისთვის თუ გამოინახება თანხა, სადღეისოდ არ არის? ეს დაპირისპირება უნდა დამთავრდეს, რადგან ყველა დაიღალა - ხალხიც და ჩვენც.

ამ სიბინძურეში ახალი თაობა არ უნდა გავრიოთ. ახლა ცდილობენ, არჩევნები ჩაშალონ და ცდილობენ ზემოქმედებას ჩვენზე, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ჩემპიონებისთვის შიში უცხოა და უკან არ დავიხევთ.

ვინც ჩვენგან მოპარული ფულებითაა გაზრდილი, მას უფლება არ აქვს, დღეს ხელმძღვანელად მოვიდეს. შოთა ხაბარელის წინააღმდეგ უამრავი ფაქტი არსებობს, ამას ძიუდოს მთელი ოჯახი დაგვიდასტურებს - პრემიები იქნება თუ მოჭიდავეთა უცხოეთში გაყიდვა.

მაგალითად, პირადად შევესწარი რუსლან გედენიძესთან მის ლაპარაკს, როცა საბერძნეთში წასვლა შესთავაზა.

მაშინ ბაქოდან მოვდიოდით, მე და გედენიძე კი ერთ კუპეში ვიყავით, როგორც ქუთაისელები. შემოვიდა ხაბარელი და ეუბნება, ამ წონაში ნესტორ ხერგიანი მყავს და ნაკრებში შენ ვერ დაგაყენებ, სამაგიეროდ, საბერძნეთში გაგიშვებო.

ჯერ ერთი, ნეტავ ყველა წონაში მყავდეს რამდენიმე ხერგიანი, კედელაშვილი, შავდათუაშვილი და სხვა, მაგრამ გედენიძის, ჯარჯის და სხვათა მედლები ხომ ჩვენ ჩაგვეთვლებოდა? ეს რომ დასაბუთებული არ იყოს და არგუმენტი არ მქონდეს, ისე ხომ არ ვილაპარაკებდი?"

ძიუდოისტების უცხოეთში გაყიდვის თემას მოდებაძეც შეეხო, რადგან მისი პირადი მოსწავლე ჯარჯი ზვიადაური, ვინც ილიას ილიადისის სახელით აწ უკვე მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონია, საბერძნეთში "გასხვისებული" ერთ-ერთი პირველი სპორტსმენია.

მოდებაძის თქმით, მან ყველაზე ბოლოს გაიგო, ჯარჯის საბერძნეთში რომ უშვებდნენ - როცა თურმე 2001 წელს ესპანურ მურსიაში ევროპის ბავშვთა ოლიმპიურ ფესტივალზე გამარჯვების შემდეგ სტიპენდია არ დაუნიშნეს და მიზეზი იკითხა. მხოლოდ მაშინ გაიგო, რომ მისი საბერძნეთში წასვლა გადაწყვეტილი ყოფილა.

ოღონდ შენ დაგვთანხმდი და მოდებაძესთან ჩვენ ვართ პასუხისმგებელიო, მოდებაძის სიტყვებით, თურმე ასე დაიყოლიეს ჯარჯი.

მწვრთნელმა ის დროც გაიხსენა, როცა ათენის ოლიმპიადის ბუმის შემდეგ ფედერაციამ ტატამები შემოიტანა, მაგრამ მის დარბაზს ერთიც არ შეახვედრეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თამაზ თევზაძე დავით ხახალეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

Shoda
თუ ხელისუფლება ჩაერევა ამ აღჩევნებში, მაშინ ხალხმა ზურგი უნდა შეაქციოს ამ ხელისუფლებას! ისე ეს ხაბარელი არ უნდა იყოს მთლად კაი კაცი!
გია
ჩააბარეთ ეს საქმე დათო ქევხიშვილს და გაასაუფთავებს ძიუდოს სამყაროს
ROBERTI
ეთხელ და სამუდამოდ საქართველოში ნაცები იქნებიან თუ ოცნება თავი უნდა დაანებოს ტავისუფალ არჩევნებში ჩარევას, ჩაატარებინეთ ძიუდოისტებს არჩევნები რატომ ერევით, ვერ დავიჯერებ ღარიბაშვილის ჩარევებს თუ ასეა მემგონი ახლა მართლავიღუპებით, ე.ი. გრძელდება ის უბედურებები, რაც აქამდე იყო, დიდი ხანი არც ოცნებას უწერია თუ ეს ასეა, გამოვიდეს ყიფიანი რატომ იმალება, თევზაძე საერთოდ არ ესწრებოდა იმ შეხვედრას და ჯობია მან გააკეთოს თუ მართალია კომენტარი. ხაბარელი მართლაც არ ინდა ჩნდებოდეს რაც მის მიმართ კორუფციულ გარიგებებზე იყო საუბარი საერთოდ არც შვილს არ გამოვაჩენდი, სამწუხაროდ ქართულმა უმადურობამ აქაც იმუშავა.
gogia
გამაგიჟებთ რა... დაგავიწყდათ ცირეკიძის ფოკუსები? ხნიერი კაცი მეზობელი რომ ცემით კინაღამ მოკლა? ეს ხახალეიშვილიც კაი კაცი თუა, ჯერ იმ ყიფიანისთვის იქვე ეთქვა, იცოდე ბიძინას ვეტყვი და პრესაშიც პირს მოვაღებო... კაროჩე, იტყუება რა. ეს ყიფიანი კიდე, დებილი ხო არ იქნება მთლად - ჯერ დომენტი სიჭინავამ თქვა იგივე და მერე ამასტანაც გაემეორებინა, თავისი ტავის მტერია? და საერთოდ - ამ "ვაჟკაცებს" ვარძელაშვილზე არ წამოცდენიათ არაფერი და ეხლა დაინახეს ზეწოლა? ეგენი დარწმუნებული ვარ ღამ-რამობით ნაცების შეკრებებზე დადიან.
ninore
ხაბულიანი რა შუაშია?მოეშვით ბინძური მეთოდებით ბრძოლას და ლაპარაკს,ხახალეიშვილი და ცირეკიძე ძიოყდოს ძველ დიდებას და ღირსებას დაუბრუნებენ
zvelo
მოიცა პლანის ქიშინთ გამოიყვანენ თუ ბიჭებთან მუქარებით.თუნდაც ერთი სპორცმენი რატო უნდა დავკარგოთ ამათი ახირების გამო? მოვიდეს სხვა ნეიტრალური პიროვნებები.
vako
ცირეკიძე,გუჯეჯიანი,და ხხალეიშვილი ის გუნდია რომელიც ქარტულ ძიუდოს ცაიტნოტიდან გამოიყვანენ რა ტქმა უნდა თუ ამის სურვილი აქვთ ზემდგომ ორგანოებში,მაგრამ რასაც ვხედვთ ისევ გრძელდება ჯაყოობა ძიუდოს ოჯახში და ეს ზალზე სამწუხარო ფაქტია
zvelo
მოიცათ ერთი როგორ გაბლატავდნენ ეგენი ნახე,ვის აბოლებთ თქვენ ნაცების დანიშნულები რო ხართ ცირეკიძეც და დავითიც ზუსტად ივნისის ბოლოს ვიცოდით რო ცირეკიძე ინიშნებოდა მტავარ მწვრტნელად და ხახალეიშვილი პრეზიდენტად.მამუკა უფრო პერსპექტიული ბიჭია მეტი განათლება აქვს.ადგეს მამუკა და ილაპრაკოს ირაკლის ბოლოს ჩადენილ გრეხებზე.მაგარი კაცი იქნებაააააააააააააააა.კაცობას როგორ გაუსვეს ხაზი ლიჟბი პულებიიი მოხვეტონ.საკმაოდ ბევრი პულები ჩაიდევით ჯიბეში ხალხისგან და გეყოთ.მამუკა პრეზიდენტი ხახალეიშვილი მტავარი მწვრტნელი ეგაა უკთესი...
vaso
daviti, არ მინდა შეურაცყოფა მოგაყენო, მაგრამ ძალიან უტვინო კომენტარს აკეთებ. ზუსტად იმაზეა საუბარი, რომ თუ წინა ხელისუფლების მხრიდან იყო ზეწოლა ან რარაც სიბინძურეები ხდებოდა, ის არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა განმეორდეს. შენი აზრით კი რა გამოდის? რახან ადრე ხდებოდა, რა მოხდა თუ ყიფიანიც ისე მოიქცევა? თუ ეს ყველაფერ მართალია, სასწრაფო უნდა მოაშორონ ყიფიანი თანამდებობას.
ninore
უ.ლ ძიუდოში ხაბრელის ბინძური ხელების ფათური...ვინ არის მმუკა ხაბრელი? რა გააკეთა მან ძიუდოსთვის? რომ შეხედავ ერთი კარაქიან პურზე გაზრდილი ბიჭია რომელსც უკან მამიკო სუფლიორობს ხოლო ტვითონ ენის ბორძიკით ახმოვანებს მამიკოს მზკვარ გეგმებს
status quo
ხაბარელის წასვლის მერე ვინ რა გააკეთა მასზე მეტი? ეგ წავიდეს და ხაბულიანი ნაგავი დარჩეს?
daviti
მარტო ერთი შეკითხვა მინდა დავუსვა ამ ბატონებს,ეს "მონსტრი" ხაბარელი რომ,ჩამოაცილეთ ძიუდოს,მერე რა ხდებოდა?ყველეფერი სუფთათ იყო ძიუდოში?აღმოიფხვრა სიბინძურე?აღარაა ხაბარელი ფედერაციაში მაგრამ ისევ რომ ჭამთ ერთმანეთს ვისი ბრალია?ყიპიანისგან ზეწოლაზე რომ,საუბრობთ,აქამდე არაფერი გსმენიათ ხელისუფლების მხრიდან ფედერაციებზე ზეწოლაზე?ყველა ნაკრები რომ,ვალდებული იყო,ნაცვლისვილის კუთვნილ ბაზებზე გაევლოთ შეკრებები და ამ დროს,ბევრად უკეთესი ადგილები იყო საამისოდ,ამის შესახებ არ გსმენიათ რამე?
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა