გრძელდება წყალბურთელ ვაჟთა ევროლიგის გათამაშება
გრძელდება წყალბურთელ ვაჟთა ევროლიგის გათამაშება. ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად 21 კლუბი იბრძვის.

მოასპარეზეთა შორისაა საქართველოს სამგზის ჩემპიონი "ლიგამუსი-თბილისი". ქართველმა წყალბურთელებმა A ჯგუფში მე-4 ტურის შეხვედრა (სასტარტო პაექრობა უნგრეთის "ეგერთან" 2013 წლისთვის გადაიდო) გერმანიაში ჰანოვერის "ვასპო-98"-თან 5:7 (1:2, 0:2, 1:0, 3:3) დათმო და ექვსგუნდიანი ჯგუფის ბოლო ადგილზე დამკვიდრდა.

რევაზ ჩომახიძის შეგირდებს (ბექა კაპანაძე, ბექა ქენქაძე (1), ლევან ჩიქვინიძე (1), ალექსანდრე რუსიშვილი (1), გალაქტიონ ლაითაძე, ალექსანდრე ურუშაძე, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია (1), ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი (1), ტატო ნიკოლეიშვილი, ბექა ქავთარაძე, ზურაბ ჭუმბურიძე) ურიგოდ არ უთამაშიათ, განსაკუთრებით, შესვენების შემდეგ, მაგრამ მასპინძლებმა პირველ ტაიმში მიღწეული უპირატესობის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა შეძლეს და წლევანდელ ევროლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

ჯგუფის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა:

"ვულიაგმენი" (საბერძნეთი) - "ეგერი" (უნგრეთი) 11:8, "შუურმანი" (ჰოლანდია) - "სპარტაკი" (ვოლგოგრადი) 5:14.

ოთხი ტურის შემდეგ A ჯგუფში ასეთი სატურნირო მდგომარეობაა: "ვულიაგმენი" - 12 ქულა (ბურთები - 52:22), "სპარტაკი" - 9 (45:31), "შუურმანი" - 6 (28:41), "ეგერი" - 3 (31:26), "ვასპო-98" - 3 (21:45), "ლიგამუსი" - 0 (23:35).

28 ნოემბერს ითამაშებენ: "ლიგამუსი" - "ვულიაგმენი", "ეგერი" - "შუურმანი", "სპარტაკი" - "ვასპო-98".

B ჯგუფში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს ლიდერებმა: პირეოსის (საბერძნეთი) "ოლიმპიაკოსმა" შინ დაძაბულ პაექრობაში სძლია ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" - 9:8, ხოლო ხორვატიის "დუბროვნიკმა" სტუმრად საფრანგეთის "მონპელიე" დაამარცხა - 14:2.

"დუბროვნიკი" - 9 (53:15), "ოლიმპიაკოსი" - 9 (35:20), "ცრვენა ზვეზდა" - 6 (50:34), "მონპელიე" - 0 (17:35), "კრეუზლინგენი" - 0 (19:70).

28 ნოემბერი. "დუბროვნიკი" - "ოლიმპიაკოსი", "მონპელიე" - "კრეუზლინგენი".

C ჯგუფი. "ბრეშა" (იტალია) - "ბარსელონიტა" (ესპანეთი) 5:7, "მარსელი" (საფრანგეთი) - "სინთეზი" (ყაზანი) 8:13.

"ბარსელონიტა" - 12 (41:20), "ბრეშა" - 3 (25:25), "სინთეზი" - 3 (29:28), "ვოივოდინა" - 3 (23:31), "მარსელი" - 3 (21:35).

28 ნოემბერი. "სინთეზი" - "ბრეშა", "მარსელი" - "ვოივოდინა" (ნოვი სადი).

D ჯგუფი. "ბეტონი" (უნგრეთი) - "პარტიზანი" (ბელგრადი) 8:7, "ორადეა" (რუმინეთი) - "გალათასარაი" (თურქეთი) 11:8.

"ბეტონი" - 9 (30:21), "პარტიზანი" - 7 (33:30), "გალათასარაი" - 4 (23:23), "ორადეა" - 3 (27:30), "შპანდაუ-04" - 0 (22:31).

28 ნოემბერი. "გალათასარაი" - "ბეტონი", "შპანდაუ-04 (ბერლინი) - "ორადეა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...