იტალიურმა ინტერნეტ-გამოცემამ ახალგაზრდა ტალანტების ტრადიციულ რუბრიკაში მკითხველს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი წარუდგინა
იტალიური ინტერნეტ-გამოცემა "კალჩომერკატოს" აქვს რუბრიკა, სადაც მკითხველს ახალგარზდა ტალანტებს წარუდგენს.

ამჯერად, იტალიური გამოცემის ყურადღება საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მიიქცია.

რუბრიკაში ჯანოს განვლილი კარიერის ისეთ დეტალები გაიხსენეს, რაც ყველამ კარგად იცის. ამიტომ, მხოლოდ ფრაგმენტებს გთავაზობთ.

"რუბრიკის წინა ნომერში დონეცკის "შახტარის" სომეხ ფეხბურთელზე, ჰენრიხ მხითარიანზე მოგითხრობდით. ამჯერადაც "კავკასიურ ზონაში" ვრჩებით - რუბრიკის მორიგი გმირი მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი პლეიმეიკერი, ჯანო ანანიძეა.

ქობულეთი პატარა ზღვისპირა ქალაქია, სადაც ზაფხულში დასვენებას ამჯობინებენ ქართველები და მიმდებარე ქვეყნების მოსახლეობა.

მაგრამ ბოლო ორი წელია, ქობულეთი ცნობილი იმითაც გახდა, რომ იქ ნიჭიერი ფეხბურთელი, ჯანო ანანიძე დაიბადა, რომელიც ევროპულ ფეხბურთში ადგილის დამკვიდრებას ახლა ცდილობს.

ჯანო კახა კალაძის თანამემამულეა, რომელმაც კარიერა ახლახანს დაასრულა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი გახდა. ანანიძის კარიერა კი ახლა იწყება.

2009 წლის ოქტომბერში, სანამ 17 წლის გახდებოდა, მოსკოვურ დერბიში "ლოკომოტივს" გოლი გაუტანა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც რუსეთის პრემიერლიგაში თავი გამოუჩენია.

წლეულს უკვე ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ვიხილეთ, "ბარსელონას" წინააღმდეგ კი 28 წუთი ითამაშა.

დახასიათება

ჯანო უცნაური თვისებების მქონე რეჟისორია. გარკვეულწილად, ანდრეას პირლოს ჩამოჰგავს, მაგრამ ამავე დროს, მეტოქის საჯარიმოში დაახლოებით იგივე სტილში შეუძლია შეღწევა, როგორც ლიონელ მესის.

ეს კარგი სინთეზია ნახევარმცველისთვის, რომელიც თამაშსაც ალაგებს და კარგი დრიბლინგითაც გამოირჩევა.

და ეს ყველაფერი გაერთიანებულია მშვენიერ აზროვნებასთან. თუმცა, მოსკოველები მის როლზე ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან.

მოედნის ცენტრის გარდა, ჯანოს შეუძლია ითამაშოს საყრდენად და ორივე ფლანგის ნახევარმცველად.

საბაზრო ღირებულება

მას ყურადღება მხოლოდ ახლა არ მიაქციეს. დიდი ხანია, რაც "არსენალი" და "ლივერპული" აკვირდებიან. მაგრამ მათ მცდელობას შედეგი არ მოუტანია.

"სპარტაკის" სპორტული დირექტორი დიმიტრი პოპოვი მოლაპარაკებებს უარყოფდა, მაგრამ დავადგინეთ, რომ ბოლო 2,5-წელია, რაც "სპარტაკს" ანანიძის თაობაზე უკავშირდებიან.

ასეთ შემთხვევაში, ანანიძისთვის ბევრად უფრო ფართო კარი გაიღება, ვიდრე ეს რუსეთის პრემიერლიგის სარბიელია.

ჯანოს "სპარტაკთან" კონტრაქტი 2014 წელს უმთავრდება. მისი ტრანსფერი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, რადგან დაახლოებით 2 მილიონ ევროდ აფასებენ და აუქციონის დაწყებამდე მისით დაინტერესება ღირს.

და თუ რომელიმე კლუბი "სპარტაკიდან" მის გამოსყიდვას მოახერხებს, ჯანო ანანიძე კარგად თამაშს უფრო მაღალი დონის ჩემპიონატშიც მოახერხებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯანო ანანიძით მადრიდის "ატლეტიკო" დაინტერესდა?!

ჯანო ანანიძე "Golden Boy"-ს გამოკითხვაში ჯერჯერობით მეორე ადგილზეა

ჯანო ანანიძე: იმედი მაქვს, თემურ ქეცბაია ნაკრების ძირითადში მათამაშებს

უნაი ემერი გააკრიტიკეს - რა უნდოდა ჯანო ანანიძეს სათადარიგოთა სკამზე?!

საფეხბურთო რუსეთმა ჯანო ანანიძე აირჩია - ქართველი ტურის რჩეულია!

ჯანო ანანიძე - გაიტანა ისე, როგორც ამას დიადი ოსტატები აკეთებენ [VIDEO]

marso
ჟანო
nukri
მეც მიყვარს ეს ბიჭი. მისი ავტოგრაფიც კი მაქვს შვილისთვის რომელიც ასევე ფეხბურთს თამაშობს ...:)))ღმერთმა ხელი მოუმართოს ჯანოს, იმსახურებს!!
mariami
ჯანო მიყვარხარ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ მინდა ძალიან წარმატებული იყო !
gizog
ჯანო დიდ-დიდ წარმატებებს გისურვებ გფარავდეს წმინდა გიორგის მადლი.
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს