ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო-ფიჯი 19:24 - "ბორჯღალოსნებმა" წელიწადი მარცხით დაასრულეს [VIDEO]

საქართველო-ფიჯი 19:24 - "ბორჯღალოსნებმა" წელიწადი მარცხით დაასრულეს [VIDEO]

მილტონ ჰეიგის შეგირდება ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩში ფიჯის ნაკრებთან დათმეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების ბოლო შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან გამართა და ხუთქულიანი სხვაობით დამარცხდა (იხილეთ ვიდეო).

მოედანზე გამოსულმა სტუმართა ნაკრებმა თავისი ტრადიციული მისალმება შეასრულა, რამაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილი მაყურებელზე შთაბეჭდილება მოახდინა (იხილეთ ვიდეო).

შეხვედრებმა ფიჯის ნაკრების იერიშით დაიწყო, რაც ჩვენი კარის წინ დანიშნული ძალზე ხელსაყრელი საჯარიმოთი დასრულდა. 3 წუთზე დარტყმა ჯონეტანი რალულუმ ზუსტად შეასრულა - 0:3.

შეხვედრაში პირველი ლელო კი 5-ე წუთზე დაფიქსირდა. ფიჯელებმა სწრაფი იერიში წამოიწყეს და მიზანს მიაღწიეს კიდეც. ლელო ილიესა რატუამ დაგვიდო, რალულუმ კი გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 0:10.

11-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფრთიდან ჯარიმის დარტყმის უფლება მივიღეთ. მერაბ კვირიკაშვილმა დარტყმა ზუსტად შეასრულა - 3:10.

14 წუთზე "მეკომ" კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმის შესრულება ლამის მოედნის ცენტრიდან გადაწყვიტა. კვირიკაშვილი კვლავ ზუსტი აღმოჩნდა - 6:10.

მილტონ ჰეიგის შეგირდები მატჩის დებიუტში მიღებული მცირე შოკიდან გამოვიდნენ, თუმცა ფიჯელებმა კიდევ ერთი ლელო მალევე დადეს.

ჩვენს ნახევარზე შერკინებაში უხეიროდ თამაშისთვის მეტუსეილა ტალემბულამ დაგვასაჯა - ჩაუქროლა ყველას და ყველაფერს და ჩათვლის მოედნის ხაზამდე მიიტანა ბურთი, სადაც შემდეგ ვერენიკი ნგონევამ დაამიწა. რალულუმ გარდასახვა ვერ გამოიყენა - 6:15.

22 წუთზე კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმის უფლება და ანგარიშის მცირედით შემცირების შანსი მივიღეთ, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილს ამჯერად მიზანმა უმტყუნა.

ქართველი მორაგბეები გააქტიურდნენ, 28 წუთზე ქართველი მორაგბეების შეტევა ფიჯელი აპი ნაიკატინის გასინბინებით დასრულდა. 2 წუთში კი კაცნაკლული მეტოქის ჩათვლის მოედანთან რამდენიმე მეტრში შერკინებაში ვიყოჩაღეთ და დავით ხინჩაგიშვილმა საქართველოს ნაკრების პირველი ლელო მოუტანა.

მეკოს გარდასახვა ზუსტი აღმოჩნდა - 13:15.

31 წუთისთვის სტუმართა იერიში მათ სასარგებლოდ 40 მეტრში დანიშნული ჯარიმით დასრულდა, რომელიც ჯონეტანი რალულუმ ვერ გამოიყენა, 3 წუთში კი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში წინ გასვლა პირველად შეძლო - მორიგი სამი ქულა "ბორჯღალოსნებს" მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი მოუტანა - 16:15.

სტუმრები მალე ისევ დაწინაურდნენ. რალულუმ მორიგი რთული საჯარიმო 26 მეტრიდან კარგად დაარტყა - 16:18.

შესვენებამდე დარჩენილი დრო "ბორჯღალოსნების" იერიშებით წარიმართა, თუმცა მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზთან მყოფმა ქართველმა მორაგბეებმა ლოლოს დადება ვერაფრით შეძლეს. ტაიმს წერტილი ისევ "მეკომ" დაუსვა - ხელსაყრელი საჯარიმო ზუსტად დაარტყა. შედეგად, საქართველოს ნაკრები რთული, დაძაბული და საინტერესო პირველი ტაიმს შემდეგ შესვენებაზე კარგ ხასიათზე გავიდა - 19:18.

შესვენების შემდეგ მოედანზე ქაოტური თამაში გაჩაღდა. ტაიმსი საწყის ათ წუთში ფიჯელებმა ერთი მასირებული შეტევის განხორციელება მოასწრეს, მაგრამ "ბორჯღალოსნებმა" საფრთხე განმუხტეს.

მილტონ ჰეიგმა მდგომარეობას გამოსწორება ცვლილებებით სცადა - თამაშში დავით ზირაქაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი,ლაშა ხმალაძე და კოტე მიქაუტაძე ჩართო, თუმცა ამან ჩვენი ნაკრების თამაშს ვერაფრით არგო. სამაგიეროდ, 67 წუთზე რალულუმ მეორე ტაიმში დანიშნული პირველივე საჯარიმოთი თავისი გუნდი წინ გაიყვანა - 19:21.

77-ე წუთზე ფიჯელებმა ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც რალულუმ გაიტანა და თავისი გუნდი უკვე 5 ქულით დააწინაურა.

საქართველოს ნაკრებს გამარჯვების მოსაპოვებლად დარჩენილ დროში აუცილებლად ლელოს გატანა და ზუსტი გარდასახვა მართებდა.

ბოლო წუთებზე "ბორჯღალოსნები" ახლოს იყვნენ მიზანთან, მაგრამ ჩვენ მიძალებას სტუმრებმა კარგი დაცვით უპასუხეს და საბოლოოდ მატჩი მათი გამარჯვებით, ანგარიშით 19:24 დასრულდა.

ნოემბრის ტესტები

24.11. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი

საქართველო-ფიჯი 19:24

საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.

16. შალვა მამუკაშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დავით ზირაქაშვილი, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. გიორგი ბეგაძე, 21. ბექა ბიწაძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. თედო ზიბზიბაძე.

მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

ფიჯი: 15. მეტუსეილა ტალემბულა, 14. აისეა ნატონგა, 13. საულა რანდინდი, 12. ვერენიკი ნგონევა, 11. ვატისონი ვოტუ, 10. ჯონეტანი რალულუ, 9. ნიკოლა მატავალუ. 1. ჯერი იანუტავა, 2. ვილიამე ვეიკოსო, 3. სეტეფანო სომოსა, 4. ლეონე ნაკარავა, 5. აპისალომე რატუნირავა, 6. აპი ნაიკატინი, 7. მალაკაი რავულო, 8. ილიესა რატუვა.

16. ტუაპატი ტალემაი-ტონგა, 17. მანასა საულო, 18. ჯერი ნაურეურე, 19. ჯოვილი ნდომი-ლაილაი, 20. ნემანი ნანგუსა, 21. კელემენდი მბოლა, 22. სამუელა ვარა, 23. მალაკაი ვოლაუ.

მწვრთნელი: ინოკე მალე

მსაჯი: პასკალ გოზერი (საფრანგეთი)

ასევე იხილეთ:

საქართველო-იაპონია 22:25 - დავღეჭეთ, მაგრამ ვერ გადავყლაპეთ

• NIKA

dudu თავად ფიჯელთა განცხადებით მათ 8-10 ძირითადის მოთამაშე აკლდათ ანუ ნახევარ გუნდზე მეტი,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მთლიანად ექსპერიმენტული გუნდით იყო ჩამოსული.იმ 8-10 ფიჯელის მაგივრად იყვნენ მეორე ნომრები და ექსპერიმენტული შემადგენლობა ცოტა სხვა რამეს გულისხმობს.

• dudu

ე ბიჭო, თქვით ვინმემ, ან ჟურნალისტმა, ან ვინმემ სადმე, რომ ამ ფიჯის ნაკრებს ირლანდიამ მეორე ნაკრები დაახვედრა 1 კვირის წინ და თამაში ტესტად არ ჩათვალა, რადგან ინგლისთან 2 კვირის წინ მაგრა წააგეს და გაირკვა, რომ ფიჯის ტურნეზე წამოუყვანია ექსპერიმენტული შემადგენლობა. ეს ჩვენი მოთამაშეების თავდადებას და ღვაწლს კი არაფერს ავნებს, თქვით, უბრალოდ, რო ტყუილში არ ვიცხოვროთ, და მოლოდინები არ გვქონდეს მერე უაზრო. სტადიონის ვერშევსება ტეხავს.

• gabrieli

ბიჭებო გენაცვალეთ!!! ძალიან მაგარი სანახაობა იყო, მიუხედავად წაგებისა. მომავალი წინააა!!!

• dato

დიდება ქართველ მორაგბეებს,დარწმუნებული ვარ,სულ მალე დადგება ის დრო როცა იაპონია და ფიჯი თბილისიდან კუდამოძუებულები წავლენ.

• giorgi

რას ვიზავთ, მიწაზე უნდა დავეშვათ და რეალობას თვალებში ჩავხედოთ, რეალობა კი ისეთია, რომ ჯერ ბობოლებამდე ბევრი გვიკლია, მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამ ბიჭებმა მოიტანეს საკუთარი მხრებით ამ დონემდე ქართული რაგბი, სპორტის სახეობა რომელიც 2003 წლამდე ბევრმა ქართველმა არც კი იცოდა არსებობდა თუ არა საერთოდ, იმას აღარ მოვყვები რა პირობებში უწევდათ ვარჯიში და თამაში, პრაქტიკულად არაფრიდან რაგბი გახადეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული სპორტის სახეობა საქართველოში. ამ ყველაფრის მერე მათთვის მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის და მადლობა ბიჭებო ამისთვის, თქვენ გმირები ხართ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: ჩემი აზრით რაგბის მიმართ სერიოზული ინტერესი და საერთოდ რაგბის რეალურად განვითარება და მასზე ზრუნვა დაიწყო 2007 წლიდან, ასე რომ 5 წელიწადში იმ შედეგების მოთხოვნა რაც ბობოლებს თავი დავანებოთ ბევრ ჩვენზე დიდი სარაგბო ტრადიციების მქონე ქვეყნებსაც არა აქვთ ჯერ, მაგალითად ჩვენი მეტოქეები ფიჯი და იაპონიაც კმარა, ჩემი აზრით ძალიან არარეალისტურია. ასე რომ ვიყოთ რეალისტები და ამ თაობას ამაზე მეტს ნუ მოვთხოვთ, ძალიან მოკლე დროში ისედაც შეუძლებელი შეძლეს. ახალი თაობა კი მართლაც შესანიშნავი მოდის და ჯერი უკვე მათზეა.

• Aleqsa

უდიდესი მადლობა ბიჭებო ბრძოლისთვის და თავდადებისთვის. ბოდიშს გიხდით რომ 27000 სტადიონი ვერ გაგივსეთ. რა ვქნათ სუსტები ვართ. (მე პირადად იაპონიასთანაც ვიყავი და ფიჯისთანაც)

• ramo

ვერ იგებენ?იმიომ რომ ჭკუა არ ყოფნით. თორე დანარჩენი: ტექნიკა, ამაშის დახურვა, მოლი, სხვატკა არაფრით არ არიან ნაკლებნი. ჭკუა გვინდა ჭკუა.

• levani

ააფრინე ალალიო რაც არის არ არიო აუუუ რა შორია ბობოლებამდე ალბათ ამ ტემპით თუ ვიარეთ და ისინი გაჩერდნენ ერთი 150წელიწადში მივეწევით ვერ იგებს თამაშებს მარტო ჯიგარი და თავდადება მოგებას თამაშის ცოდნაც უნდა

• gia

მიდით მაგარო ბიჭებო თქვენ შემოგევლეთ! თქვენთან ერთად ომშიც წამოვიდოდი!

"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს

"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში

22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"

ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა

გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა

ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს

მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა

თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა