"ბუდიველნიკის" ქართველმა კალათბურთელმა ლვოვში, "პოლიტექნიკა გალიჩინასთან" მატჩში 24 წუთში 6 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა
ერთკვირიანი შესვენების შემდეგ უკრაინის ჩემპიონატში ითამაშა გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა". მატჩი ლვოვში, "პოლიტექნიკა გალიჩინას" მოედანზე გაიმართა.

ფავორიტებად სტუმრები ითვლებოდნენ და ეს სტატუსი ბოლომდე გაამართლეს. მატჩი მშვიდად დაიწყეს, პირველი პერიოდი 22:17 მოიგეს, მეორე პერიოდის ბოლოს სხვაობა 8 ქულამდე გაზარდეს, ხოლო მეორე ტაიმში, მართალია, მასპინძლებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ გამარჯვება მაინც კიევში წაიღეს - 82:75.

უკვე აღარაა გასაკვირი გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკის" სასტარტო ხუთეულში ხილვა. მან 24 წუთში 6 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

"ბუმ" ერთი სამქულიანი ისროლა და მიზანში მოარტყა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 3 რეალიზებული საჯარიმოა. 6 ორქულიანიდან კი ქართველმა გამთამაშებელმა კალათში ერთიც ვერ მოათავსა.

მატჩის ბომბარდირი "ბუდიველნიკის" ამერიკელი კალათბურთელი ლეო ლაიონსი გახდა - 15 ქულა ჩააგდო.

გიორგის გუნდმა ამ მოგებით უკრაინის ჩემპიონატში პირველი ადგილი შეინარჩუნა. მას 14 მატჩიდან 11 მოგებული აქვს. ასეთივე შედეგით პირველ ადგილს იზიარებს იუჟნის "ხიმიკი".

25 ნოემბერს "ბუდიველნიკი" "ჰოვერლას" ეწვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა