მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" ბერძნულ "პანათინაიკოსს" უმასპინძლა და 2 ქულის სხვაობით დამარცხდა - 69:71
მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" ბერძნულ "პანათინაიკოსს" უმასპინძლა და 2 ქულის სხვაობით დამარცხდა - 69:71.

მანუს მეოთხე პერიოდამდე 2 ქულა ჰქონდა, თუმცა მატჩის ბოლოს სამქულიანი ჩააგდო და "კანტუ" 66:60 დააწინაურა.

თითქოს, "მწვანეები" "ლურჯების" შემჩერებლები აღარ ჩანდნენ, მაგრამ სტუმრებმა ერთმანეთის მიყოლებით ორი სამქულიანი ჩააგდეს და ბოლო წამებამდე თამაში ქულა-ქულაში წარიმართა.

უკანასკნელ წამზე გადამწყვეტი ტყორცნა ბელგიელმა ჯონათან ტაბუმ შეასრულა, რომელმაც სამქულიანით თამაშის მოგება სცადა, მაგრამ მიზანს ააცილა და ტაბლოზე "პანათინაიკოსის" სასურველი ანგარიში დარჩა - 71:69.

მანუჩარმა 29 წუთში 5 ქულა (6-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი), 2 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა.

ბერძნებთან წაგების გამო "კანტუმ" მომდევნო ეტაპზე გასვლის საქმე გაირთულა. მას 2 მოგება აქვს და ამდენივე გამარჯვებით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ "პანათინაიკოსს".

ტოპ-16-ში სწორედ საუკეთესო კვარტეტი გადის.

იტალიაშივე, ოღონდ სამხრეთით, სიენაში, ქართული დუელი შედგა. "მონტეპასკი"-"მაქაბის" შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში იყო ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც 18 წუთში 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი), 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა გაიფორმა.

მაქაბელ გიორგი შერმადინს გაცილებით მცირე დრო ერგო: 3 წუთში 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი), 1 მოხსნა.

ქართველები მოედანზე ერთმანეთს არ შეხვედრიან, სხვადასხვა დროს ითამაშეს.

სიენელებმა პირველ მეოთხედში დიდი სამუშაო გასწიეს და "მაქაბის" სწრაფი, აგრესიული თამაში გაანეიტრალეს. სანიკიძეს ელიაჰუს მეურვეობა უწევდა.

სხვა მატჩებისგან განსხვავებით თელავიველებმა პირველივე ტაიმში ვერ მოახერხეს დიდი უპირატესობის დაბევება. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ "მონტეპასკის" ორქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 89:87.

ამ ორ გუნდს ჯგუფში ისეთი მეტოქეები ჰყავთ ("პროკომი" და "შალონი"), რომ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეთ. "მაქაბის" 5 გამარჯვება აქვს, ხოლო "მონტეპასკის" - 4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა