ამის შესახებ "მალაგას" 16-წლამდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა კარასკომ განაცხადა
შარშან საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" სტადიონ "ბენდელაზე" (სამედიცინო უნივერსიტეტი) ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა - მთავარი პრიზისთვის 16 გუნდი იბრძოდა, მათ შორის, არნემის "ვიტესი".

"საბურთალომ" ტურნირი წლეულსაც დაგეგმა. წინასწარი მონახაზით, "ვიტესის" გარდა, ორგანიზატორებს საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მოწვევაც სურდათ, რადგან მის მწვრთნელს გუნდის მომზადების, სელექციისა და შეთამაშების საშუალება ჰქონდეს. შესარჩევ ციკლამდე ხომ ჩვენი ნაკრებები ტურნირებით განებივრებულები არ არიან.

"საბურთალოს" პრეზიდენტი, "იბერია ბიზნეს ჯგუფის" დამფუძნებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი ამბობს, რომ ჰოლანდიურ კლუბს წლეულსაც ელიან, რადგან მერაბ ჟორდანიას კლუბთან პარტნიორობა აკავშირებთ.

"საბურთალოს" პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე ესპანეთში იმყოფებოდნენ და "მალაგას" ხელმძღვანელობას შეხვდნენ. პარტნიორობის გარდა, სხვა საკითხებზეც დაილაპარაკეს და შევიტყვეთ, რომ ტურნირზე "მალაგას" 16-წლამდელთა გუნდის თამაშიც გადაწყდა.

"23 ნოემბერს "მალაგას" ხელმძღვანელობასთან ერთად, "საბურთალოს" მფლობელსა და გენერალური დირექტორს შევხვდი. მათ დაათვალიერეს "მალაგას" საფეხბურთო სკოლა, ჩვენი მუშაობის პრინციპებსა და მეთოდებს გაეცნენ.

ისინი სწორი მიმართულებით მუშაობენ და სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ ჩვენ ორ კლუბს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ამას გარდა, "მალაგას" 16-წლამდელთა გუნდი, რომელსაც მე ვავარჯიშებ, დეკემბერში თბილისში ჩამოვა და საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს" - გვითხრა ანდრეს კარასკომ.

შეგახსენებთ, რომ კარასკო თბილისის "დინამოს" აკადემიას ხელმძღვანელობდა, მაგრამ წლეულს ივლისში მუშაობა "მალაგას" აკადემიაში კოორდინატორად და 16-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად დაიწყო.

"ლელოსთან" კარასკომ არ დამალა, რომ შესაძლოა, "საბურთალოსთან" უფრო საქმიანი ურთიერთობაც დაამყაროს, თუ "საბურთალო" საინტერესო წინადადებით მომმართავს, საქართველოში სიამოვნებით დავბრუნდებიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა