თსუ-მ ბათუმი-რსუ ანგარიშით 74:61 დაამარცხა
სუპერლიგის მორიგი ტური ტრადიციულად რეგიონში გაიხსნა. მეექვსე ტურის ორ თამაშს ბათუმმა და რუსთავმა უმაპინძლა. ბათუმში ადგილობრივი ბათუმი-რსუ თსუ-ს დაუპირისპირდა.

მატჩი საინტერესოდ წარიმართა. შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდები მეტ-ნაკლებად თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ.

პირველი მეოთხედი სტუმრებმა მოიგეს, მეორე პერიოდში კი მასპინძლებმა იმარჯვეს. საბოლოოდ პირველი ტაიმი ბათუმელთა ერთქულიანი უპირატესობით დასრულდა.

თამაშის მეორე ნახევარში კი უკვე "სტუდენტები" დომინირებდნენ, წინ გავიდნენ და მასპინძლებს დაწევის საშუალება აღარ მისცეს. მესამე მეოთხედი 23:19, ხოლო ბოლო პერიოდი 10 ქულით მოიგეს და საბოლოო გამარჯვება 74:61 იზეიმეს.

თსუ-ს რიგებში თავი ლეგიონერმა სერჟ ასელაინმა გამოიჩინა 20 ქულით. ბათუმელთა მხრიდან კი ყველაზე მეტი ქულათა მონაგარი ნიკოლოზ რამიშვილს ჰქონდა-18.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

გიორგი ჩხეიძე (თსუ): "მატჩმა ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ ჩაიარა. თამაში ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დალაგებული დაცვისა და თავდასხმის ხარჯზე გამარჯვება მოიპოვეს.

მოხარული ვარ ამ წარმატებით და ბიჭების შეთამაშებით. დღევანდელი მატჩიდან გამომდინარე თსუ-ს კარგად შეეწყო ჩვენი ახალი ლეგიონერი, სერჟ ასელაინი, რომელმაც ჩვენს გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო.

ჩემპონატში უკვე ჩვენ უშუალო კონკურენტებს ვეთამაშებით, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გააზრებულ თამაშს და მოთამაშეების მიერ მწვრთნელის დავალებების სიზუსტით შესრულებას".

მიხეილ კობეშავიძე (ბათუმი): "ჩვენმა გუნდმა დღეს კატასტროფულად იასპარეზა. ძალიან ცუდი თამაში ვაჩვენეთ. ვიბრძოლეთ, მაგრამ მარცხი განვიცადეთ. სამწუხაროდ სათანადო სათადარიგო სკამი არ გაგვაჩნია, რაც დამარცხების ერთერთი მიზეზი გახდა".

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა