ხარკოვის საერთაშორისო ტურნირის (25 ათასი დოლარი) მერვედფინალში ქართული დუელი ვიხილეთ, თუმცა მანამდე პირველი წრის მიმოხილვა დავასრულოთ.

ხარკოვის საერთაშორისო ტურნირის (25 ათასი დოლარი) მერვედფინალში ქართული დუელი ვიხილეთ, თუმცა მანამდე პირველი წრის მიმოხილვა დავასრულოთ. პირველ ნომრად განთესილი ოქსანა კალაშნიკოვასა (213) და სოფიო ქვაცაბაიას (385) გამარჯვევებზე უკვე მოგახსენეთ, მე-4 ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ (298) დიდ ჩოგბურთში დებიუტი ჩაუმწარა 14 წლის ვიქტორია ლუშკოვას (უკრაინა) - 6:1, 6:4.

მერვედფინალში კალაშნიკოვა საკვალიფიკაციო ბადის გამარჯვებულ მასპინძელ ვალერია ბოიანოვსკას გადაეყარა. მართალია, ჩვენებურმა ორ სეტში მოუგო 14 წლის მეტოქეს, მაგრამ 7 წაგებული გეიმი ცუდად გვენიშნა - 6:2, 7:5. ხარკოვის კორტზე პირისპირ შაფათავა და ქვაცაბაია დადგნენ. რა თქმა უნდა, გოგონები ერთმანეთს კარგად იცნობენ, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრაში ისინი სულ მე-3-ედ დაუპირისპირდნენ. წინა ორი მატჩი (2004 წელს ბათუმში და წლეულს თელავში) ქვაცაბაიას ჰქონდა მოგებული, ახლა კი ორი სოფოს დუელი შაფათავამ მოიგო - 6:4, 7:6 (1).

მეოთხედფინალში კალაშნიკოვა ფრანგ ალიზ ლიმს (387) ეთამაშება, ხოლო შაფათავას მეტოქე ბელარუსი პოლინა პეხოვაა (543). თუკი ორივე ჩვენებური მოიგებს, ხარკოვის ტურნირზე კიდევ ერთ ქართულ დუელს ვიხილავთ, ახლა უკვე ნახევარფინალში.

წყვილთა ბადეში კალაშნიკოვამ და ტეტიანა არეფიევამ (უკრაინა, 319) პირველ წრეში იოლად აჯობეს "უილდ ქარდით" მიწვეულ ტიმჩენკოსა და ზაკარლიუკს - 6:1, 6:2. მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილ ქართულ-უკრაინულ დუეტს არც კიდევ ერთი უკრაინული დუეტის (მალხასიანი, პავლოვა) დამარცხება გასჭირვებიათ - 6:2, 6:4. ხარკოვში ქვაცაბაია და შაფათავა მე-2 ნომრად არიან განთესილები, მეოთხედფინალში მათ ლიტოვჩენკოსა და ივახნენკოს მოუგეს - 6:4, 6:4. ნახევარფინალში კალაშნიკოვა და არეფიევა პივენისა და ვასილიევას დუეტს ეთამაშებიან. შაფათავა და ქვაცაბაია კი რუმინელ ბურზანენკოსა და რუს შამაიკოს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა